ელჩეში გამართულმა დასამახსოვრებელმა საღამომ “ბარსელონას” ბევრი კარგი სიახლე მოუტანა. დამაჯერებელი 5-0 გამარჯვების გარდა, ყურადღების ცენტრში საზაფხულო შენაძენებიც მოექცნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, ენტონი გორდონმა თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და ოფიციალური დებიუტისთვის 65-ე წუთამდე მოცდა მოუწია, როდესაც მან ლამინ იამალი შეცვალა.
ინგლისელმა შემტევმა საკუთარი თავი მალევე წარმოაჩინა. მოედანზე გამოსვლიდან სულ რაღაც ექვს წუთში მან ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც “ბარსელონას” არცერთ დებიუტანტს ბოლო 15 წლის განმავლობაში არ გაუკეთებია. პირველი ასისტი რაფინიას მისამართით გაკეთდა, რომელმაც ანგარიში 3-0 გახადა და “ელჩეს” თამაშში დაბრუნების შანსი ფაქტობრივად მოუსპო. ორი წუთის შემდეგ, გორდონმა ბრწყინვალე გარღვევა განახორციელა და მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მას “ბარსელონას” მაისურით თავისი პირველი გოლის გატანის შანსი ჰქონდა, ბურთი თანაგუნდელს დაუთმო და ფერმინმაც ზუსტად დაასრულა შეტევა.
ეს იყო ზუსტად იმის დემონსტრირება, თუ რისი მოტანა შეუძლია “ნიუკასლის” ყოფილ მოთამაშეს გუნდისთვის: მისი უნარი, გამოიყენოს თავისუფალი სივრცეები, შექმნას ხიფათი და თანაგუნდელები თამაშში ჩართოს.
თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში
მატჩის დასრულების შემდეგ გორდონი, სავსებით გასაგები მიზეზების გამო, აღფრთოვანებული იყო. კლუბის მედიასთან საუბრისას, ინგლისელმა ფეხბურთელმა თავის დებიუტს საოცნებო უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია:
“ეს სეზონის იდეალური დასაწყისია. ჩემთვის კარგი დებიუტი გამოვიდა. კლუბმა უდიდესი ძალისხმევა გაიღო ჩემს მოსაყვანად, ამიტომ ყველაფერი უნდა გავიღო, რაც შემიძლია.”
გორდონმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოერგო ახალ გარემოს:
“თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ქალაქი და ჩემი თანაგუნდელები წარმოუდგენლები არიან. მათ პირველივე დღიდან მაგრძნობინეს, რომ აქ სასურველი სტუმარი ვარ.”
Citim niko gonsalesic gayida da halands ar gamoushveben neta ianvarshi?
იანვარში არამგონია, მაგრამ ჰოლანდს თუ თავში ჭკუა აქვს, ზაფხულში წამოვა მაგ დაქცეული სიტიდან.
Rodesac ar unda wamovides kontraqti aq 2034 wlamde mgoni am sezonshi ar aqvs kontraqtit chadebuli gamosasyidi tanxa mara shemdegi wlidan aqvs 180-200milioniani gamosasyidi rac namdvilad girs da imasac ar aqvts azri ro daelodo da gaiafdes didi kontraqti aq da formis mwvervalzea da sadac alvarezshi ixdian 130 140s iq holandi namdvilad girs 180
აჰაა შეადარეთ ახლა ამის და ფერანის დამოკიდებულება კლუბის მიმართ :)) იმედი მაქვს გაამართლებს 🥰
გინდაც ლამინის დამოკიდებულებას, ადრე იამალს ლევანდოვსკიმ მცირე შენიშვნა გაუკეთა და ამის მერე ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა, ახლა იამალმა ისევ აუშვა. ელჩესთან არ გამოსდიოდა არაფერი, განსაკუთრებით კარში დარტყმები და მაინც გაუთავებლად ცდილობდა თავისი “კარონნი” შერბენას და 9-იანში გაშვებას. მაგრამ რო გრძნობ, ჯერ კიდევ ვერა ხარ ბოლომდე ფორმაში შესული რატომ ჯიუტობ ითამაშე პასებით. არვიცი შეცვლიდა თუ არა ფლიკი გოლი რო გაეტანა, მაგრამ შესაცვლელი რო იყო ფაქტია. თან რა უკმაყოფილო დარჩა შეცვლით. საიდან ამხელა ეგო და რისთვის ერთ საქმეზე არა ხართ სუყველა, არ წაგივიდა თამაში რა მოხდა ტრავმიანმა ითამაშე მუნდიალი და ეხლა რაღაა სანერვიულო. ცოტაც მოითმინე დაიბრუნე ფორმა და არავინ არ წაგართმევს ძირითადს.
ისე, მგონი რო გაამართლებს. თავიდან გორდონის ტრანსფერში ამხელა თანხის გადახდა არ მომეჩვენა სწორედ, თუმცა მსოფლიოდან მოყოლებული ეს ბიჭი ჩემ სიტყვებს უკან მაღებინებს. გორდონი ადეიმიზე მეტ სარგებელს მოუტანს გუნდს ასე მგონია.
ოეივემ მოუტანოს სარგებელი 😂
გვაწყობს….
Flash
ადმინ? Barcamania.ge-ს აპლიკაცია შექმნილი არის?
არა