workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ატლეტიკი” – ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის წინ

”ატლეტიკი” – ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის წინ

შაბათს პრეს-კონფერენციაზე საუბრისას პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მისმა ფეხბურთელებმა საუკეთესოდ უდნა წარმოაჩინონ თავი, რათა ”ატლეტიკთან” მატჩში 3 ქულა აიღოს გუნდმა. მან ასევე მარსელო ბიელსას მიმართ პატივისცემა დააფიქსირა.

”სან მამესი” ყოველთვის ”სან მამესია” და ”ატლეტიკი” ყოველთვის ”ატლეტიკია” – პეპ გვარდიოლას ბასკურ გუნდთან თამაშის დიდი გამოცდილება აქვს როგორც ფეხბურთელს, ასევე მწვრთნელს. ”ბილბაოსთან” მატჩი პეპისთვის დიდ ინტერესს იწვევს. ეს იქნება გვარდიოლას პირველი დაპირისპირება გამოცდილ არგენტინელ მწვრთნელთან, მარსელო ბიელსასთან. პეპი ბიელსაზე საუბრობს: ”ბიელსას გუნდები განსხვავებული და უნიკალურია. მათი ”სან მამესზე” დამარცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხერხდება, თუ მოგებისთვის მეტს მოვინდომებთ”.

კარგი განწყობა გუნდში

გვარდიოლამ ასევე გამოიყენა შანსი და აღწერა კარგი ატმოსფერო გასახდელში: ”აქ ყოველთვის კარგი ატმოსფეროა და ფეხბურთელები ერთმანეთს ყოველთვის შესანიშნავად უგებენ”. შემდეგ მან დაამატა, რომ მიმდინარე წელი საუკეთესოა: ”აქ არიან ადამიანები, რომლებიც უახლოესი მეგობრები არიან. მათი ქცევა ფანტასტიკურია”.

”ბილბაოსთან” მატჩზე საუბრისას გარდა გვარდიოლამ რამდენიმე საინტერესო თემაზეც ისაუბრა. შუა კვირაში გაჩნდა ცნობები, რომ დავიდ ვილია კატალონიურ კლუბში თავს ბედნიერად ვერ გრძნობდა. გვარდიოლა მუარყო ეს ჭორები: ”შეუძლებელი, რომ გახდე დავიდის მტერი. ის ძალიან კარგი პიროვნებაა. კეთილშობილი როგორც მიედანზე, ასევე პირად ცხოვრებაში”.

ასევე ბევრი შეკითხვა დაისვა პრეს-კონფერენციაზე შვედი ფეხბურთელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ, რომელმაც ყოფილი თანაგუნდელები და მწვრთნელი ცუდად მოიხსენია: ”მე სათქმელი არაფერი მაქვს. არ მინდა ეს პირად თემად იქცეს. მე მხოლოდ მადლობას ვუხდი მას იმისთვის, რაც იმ წელს მან მოგვცა”.

მილოცვა ფერგიუსონს

სერ ალექს ფერგიუსონი უკვე 25 წელია ”მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელია. პეპ გვარდიოლამ სერ ალექს მიულოცა ეს დღე: ”მის წინაშე ქედს ვიხრი. კარგი იქნება მქონდეს მისი უნარი გუნდის თავიდან აშენების და ასეთ კონკურენტუნარიანად დარჩენის”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward