დიდ კონკურენციაში თქვენ აირჩიეთ ანდრეს ინიესტა. აბა როგორ ვთქვათ რომ არა სწორია გადაწყვეტილება? ინიესტას გარეშე წარმოუდგენელია ბარსას სიმბოლური. თან ჩავისგანაც არ განაცალკევეთ. ჩემი პირადი სიმპათიები ყოველთვის რივალდოსკენ იქნება, მაგრამ არ არსებობს სიმბოლური, სადაც ინიესტას ადგილი არ იქნება. როგორც დაგპირდით, რივალდოსა და იოჰან კრუიფს კიდევ ერთი შანსი მიეცემათ მარცხენა ფლანგზე. რივალდოს იმიტომ, რომ ვან გაალის დროს მარცხნივ თამაშობდა, კრუიფს იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველა პოზიციაზე თამაშობდა, მაგრამ მარცხნიდან განსაკუთრებით უყვარდა შეტევა.
აქაც უდიდესი კონკურენციაა. მარტივი არ გეგონოთ. სამომავლოდ, ალბათ რაფინიაც მოხვდება ამ სიაში, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ადრე მგონია. ჩვენ სიაში მხოლოდ ერთი კაცია კლასიკური გარემარბი, მაგრამ რაღაც ხანი, ყველას მოუწია მარცხნივ თამაში.
აბა, დავიწყოთ:
ემილი საგი-ბარბა (1917 – 32)
🔵 ტიტულები:
✔ 1x ესპანეთის ლიგის თასი
✔ 4x ესპანეთის თასი
✔ 10x კატალონიის თასი
“ბარსელონაში” ჩაატარა 506 მატჩი.
გაიტანა 143 გოლი.
შეასრულა 57 საგოლე გადაცემა.
ემილი საგი-ბარბა პირველი დიდი გარემარბია ბარსას ისტორიაში. დახვეწილი სათამაშო მანერით, უზადო ტექნიკითა და სისწრაფით. ასევე, ცნობილია, რომ იყო პენალტების პირველი სპეციალისტი.
იოჰან კრუიფი (1973 – 78)
🔵 ტიტულები:
✔ 1x ლა ლიგა
✔ 1x კოპა დელ რეი
“ბარსელონაში” ჩაატარა 180 მატჩი.
გაიტანა 60 გოლი.
შეასრულა 83 საგოლე გადაცემა.
ტიტულებით დიდად ვერ დაიკვეხნის ბარსაში, მაგრამ მაინც უდიდესი კვალი დატოვა, რადგან დიდი კრიზისის დროს მოვიდა კლუბში, ბარსას 14 წლიანი პაუზის მერე მოაგებინა ლა ლიგა. დაამარცხა “მადრიდი” “ბერნაბეუზე” 5:0. და მოიგო კიდევ ერთი ოქროს ბურთი. იოჰანის ნაფეხურებზე იზრდებოდნენ ბარსელონას ლეგენდები.
ხრისტო სტოიჩკოვი (1990 – 95 – 1996 – 98)
🔵 ტიტულები:
✔ 5x ლა ლიგა
✔ 2x კოპა დელ რეი
✔ 4x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 1x ჩემპიონთა ლიგა
✔ 1x თასების თასი
“ბარსელონაში” ჩაატარა 255 მატჩი.
გაიტანა 117 გოლი.
შეასრულა 30 საგოლე გადაცემა.
ოქროს ბურთის ლაურეატი, კრუიფის გუნდის მენტალური მონსტრი. ლა ლიგის ოთხი ზედიზედ მოგებული ტიტულიდან სამი უპირველესად მისი დამსახურებაა. ბოლო ტურებში, ესე იგი, საჩემპიონო მატჩებში გადამწყვეტი გოლები შეაგდო. რთული იქნება მისი გვერდზე გაწევა.
რივალდო (1997 – 2002)
🔵 ტიტულები:
✔ 2x ლა ლიგა
✔ 1x კოპა დელ რეი
✔ 1x უეფას სუპერ თასი
“ბარსელონაში” ჩაატარა 235 მატჩი.
გაიტანა 130 გოლი.
შეასრულა 49 საგოლე გადაცემა.
ხუთი წელი გაატარა ბარსაში და ოთხი ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. მეხუთეში ტრავმებმა შეუშალეს ხელი, მაგრამ მოიშუშა თუ არა მუნდიალზე წავიდა და ოქრო მოიგო. რივალდო იყო ბარსას სული და გული. ერთადერთი ნათელი წერტილი ბნელ პერიოდში. ასეთ გმირებს ასე ემართებათ – ყველაფერი გაიღო კლუბისთვის და მაინც უმადურად გააგდეს.
რონალდინიო (2003 – 2008)
🔵 ტიტულები:
✔ 2x ლა ლიგა
✔ 2x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 1x ჩემპიონთა ლიგა
“ბარსელონაში” ჩაატარა 2007 მატჩი.
გაიტანა 94 გოლი.
შეასრულა 69 საგოლე გადაცემა.
დავიდ ვილია (2010 – 2013)
🔵 ტიტულები:
✔ 2x ლა ლიგა
✔ 1x კოპა დელ რეი
✔ 2x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 1x ჩემპიონთა ლიგა
✔ 1x უეფას სუპერ თასი
✔ 1x ფიფას საკლუბო ჩემპიონატი
“ბარსელონაში” ჩაატარა 119 მატჩი.
გაიტანა 48 გოლი.
შეასრულა 24 საგოლე გადაცემა.
ვილია არასდროს ყოფილა გარემარბი, მაგრამ ბოსკემ მოუფიქრა ეს პოზიცია და ისე კარგად ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომ მაშინვე შეიძინა ბარსამ. ვინ იცის, იქნებ ფორვარდის პოზიციაზეც სურდათ, მაგრამ მესიმ ცენტრი არ დათმო და მოუწია ვილიას ფლანგზე თამაში. უნდა ითქვას, რომ თავი გაართვა. მშვენიერი სეზონები გაატარა “ბარსელონაში”, იქამდე სანამ ფეხს მოიტეხავდა. მერე კი წავიდა მადრიდში.
ნეიმარი (2013 – 2017)
🔵 ტიტულები:
✔ 2x ლა ლიგა
✔ 3x კოპა დელ რეი
✔ 1x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 1x ჩემპიონთა ლიგა
✔ 1x უეფას სუპერ თასი
✔ 1x ფიფას საკლუბო ჩემპიონატი
“ბარსელონაში” ჩაატარა 186 მატჩი.
გაიტანა 105 გოლი.
შეასრულა 76 საგოლე გადაცემა.
პრინცი, რომელიც ვერ იქცა მეფედ. 2000-იანების დასაწყისში ლუიშ ფიგუს ტრანსფერით დაიწყო ბარსას კრიზისი, რომელიც ოთხი წელი გაგრძელდა. 2017 წელს ნეიმარის წასვლის კრიზისი დიდად არ გვიგრძვნია, რადგან მესი იყო გუნდში, მაგრამ ბრაზილიელის ტრანსფერს მოჰყვა ნაბიჯები, რომელმაც ეტაპობრივად ჩამოშალა გუნდი. ამიტომ, კარგთან ერთად, ბევრი ცუდიც გვახსოვს. არადა, სულ სხვაგვარი ისტორია შეიძლებოდა დაწერილიყო.
ვინ უნდა ვახსენოთ:
ტიერი ანრი – სამიდან ერთი ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა
პედრი – არ იყო ვარსკვლავი, თუმცა, თავის საქმეს იდეალურად ასრულებდა
ოვერმარსი – იყო რა…
ბეგირისტაინი – შინაური კაცი
თითქმის ყველას ერთნაირი პერიოდი აქვს გატარებული ბარსაში ტიტულებიც ერთნაირად აქვს აი აქ საკითხი სხვა მხვირი უნდა გადაიჭრას ვის როგორ ბარსაში მოუწია თამაში დაქცეულ ბარსაში სამმა ითამაშა სულ კრუიფმა რივალდომ და დინიომ სამივემ მხრებით ათრია გუნდი ძნელია გამოსარჩევად დინიოს შედარებით ნაკლებად მოუწია ბარსას მარტო თრევა თუმცა ბარსას პოპულარიზაცია ამ საუკუნეში მისი დამსახურებაა ბევრმა მის გამო დაიწყო ბარსას ფანობა რივალდოს და მითუმეტეს კრუიფის ბარსას არ მოვსწრებივარ ასერო ამ ყველაფრის გათვალისწინებით დიონის ჩემი ხმა
რონალდინიო ულაპარაკოთ
მესის რომ ტრავმა ჰქონდა 15/16 წლების სეზონში სასწაული სტატისტიკა ჰქონდა და პსჟსაც მარტო მოუგო როჟამ.
კრუიფი ამათში ყველაზე დიდია
რონალდინიოს 2007 თამაში ჩაუტარებია 🤣🤣🤣
კრუიფი, ბევრ გამოკითხვაში მესის, მარადონას და პელეს შემდეგ მე-4 ადგილზე აყენებენ.
ჰალაზე რო ყოფილიყო გამოკითხვა, ცოტა იქ მართლა გაუჭირდებოდათ, აქ კი ფეოლამ არც უნდა გვაკადროს ეს კითხვა. და პირდაპირ ჩასვას.
რთულია, მაგრამ როგორ გინდა აქ გაუჩო ვერ ჩასვა.
აქ ბევრს არც კი ახსოვთ წუმპეში მყოფი ბარსელონას როგორ ათრევდ მარტო თავის მარცხენით და აკროპადული მაკრატელით რივალდო . კაცმა ხელფასიც კი არ მოითხოვა როცა უკვე ოქროს ბურთი ჰქონდა ისეთი პიროვნებ იყო.მან შემაყვარა ბარსელონა და ნაბიჭვარი ლუის ვანგაალი რპმ არა ეგ დიდი ხანი დარჩებოდა ბარსელონაში
პერესი ნეგრეირას საქმწზწ 500 მილიონიან კომპენსაციას მოითხოვსო ჩეფერენის დეა მიატოვოს ქმარმა თუ დედა არ მოუხნნ რეალს,გადაიტრაწეს თავზე უკვე თავის უეფიანად და ტებასიანად წერლსაც უტიტულოდ რჩებიან მგონი და გიჟსა გვანან
რონალდინიო რათქმაუნდა! ნეიმარი რომ არ გაქცეულიყო და ბარსაში ბოლომდე ეთამაშა შეიძლება გაუჩოზე დიდი სახელი დაეტოვებინა მაგრამ ამ შემთხვევაში ულაპარაკოდ რონალდინიო!!!
ვილაა ❤️
ჩემი გადმოსახედიდან, იოჰან კრუიფი ყველაფრის გათვალისწინებით რონალდინიოზე დიდი ფეხბურთელია. რონალდინიოს თამაში უფრო ლამაზად დარჩა ყველას მეხსიერებაში, მაგრამ თავის მხრივ მფრინავი ჰოლანდიელიც ჯერ როგორც ფეხბურთელის და შემდეგ როგორც მწვრთნელის რანგში, ბარსელონას იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ჩემი ხმა კრუიფს