პედროს კიდევ ერთი რეკორდი

პედროს კიდევ ერთი რეკორდი

 

 პედრომ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, როდესაც პრიმერაში მეთორმეტე გოლი გაიტანა. ახალგაზრდულ კლუბში გაზრდილ არც ერთ ფეხბურთელს მეორე სეზონისთვის ამდენი გოლი არ გაუტანია, არც თავად ლიონელ მესის.
 1928 წლიდან მოყოლებული, პედრო გამოდგა კლუბის მიერ აღზრდილი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი. თუ უფრო შორეულ წარსულს გადავხედავთ, მხოლოდ ერთეულებს თუ შეუძლიათ ასეთი რეკორდით კვეხნა.
 მარიანო მარტინმა 12 გოლი გაიტანა 1940-1941 წლების სეზონში. ხოლო 1935-1936 წლების სეზონში ხოსეპ ესკოლამ 13 ბურთის შეგდება მოახერხა. იმ დროს არ არსებობდა "ბარსას" ახალგაზრდული სისტემა და ეს ფეხბურთელები სხვა კლუბებიდან იყვნენ გადმოყვანილები.

 ვერც მესიმ
 ლიონელ მესიმ თავის მეორე სეზონში 6 გოლი გაიტანა, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ არგენტინელი იყო პედროზე ახალგაზრდა, თანაც ესპანელმა ბევრად მეტი დრო გაატარა მინდორზე(პედრო 2123 წუთი; მესი 914 წუთი). ლეომ მესამე სეზონში 14-ჯერ მაოხერხა გოლის გატანა.

 სახელგანთქმული წინაპრები
 თუ გადავხედავთ წარსულს, ვნახავთ, რომ პედროს სახელგანთქმული წინაპრები ჰყავს: 1971-1972 წლების სეზონში ასენსიმ 11 გოლი გაიტანა, მაგრამ უფრო მეტი დრო დაჰყო მინდორზე(2889 წუთი). 1950-1951 წლების სეზონში მანხონმა 9 ბურთი შეაგდო 1871 წუთში. რექსაჩმა კი 1968-1969 წლების სეზონში 1260 წუთში მხოლოდ ორჯერ ასახელა "ბარსელონა".

 სულ 23 გოლი
 თუ პედროს ყველა გოლს შევკრიბავთ მეორე სეზონში, ვნახავთ, რომ იგი უნიკალური ფეხბურთლია. ყველა შეჯიბრებაზე ესპანელს 23 ბურთი დაუგროვდა: 12 გოლი პრიმერაში, 4 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე, 3 გოლი ესპანეთის თასზე, ორი მსოფლიო ჩემპიონატზე, ერთი ევროპის სუპერ თასზე და ერთიც ესპანეთის სუპერ თასზე.

წყარო: www.fcbarcelona.cat 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #1 20 სექტემბერი 2020 20:37
    0
    სგ პედრიტო