... და 14 კვირა ზედიზედ

... და 14 კვირა ზედიზედ

 

 - მესი პრიმერას ზედიზედ 14 შეხვედრაში იტანს გოლს და ამ სტატისტიკაში მაჩვენებლს ყოველ კვირას ზრდის.

 - "გრანადა" არგენტინელი გენიის კიდევ ერთი მსხვეპლი გახდა. ახლა მხოლოდ "სევილია" და "სელტა" არიან ის გუნდები, რომელთა კარები მას მიმდინარე სეზონში არ დაულაშქრავს.

 - არგენტინელი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სეზონში 12 გასვლით შეხვედრაში გაიტანა გოლი. ასევე მესი მეორე ფეხბურთელია, რომელმაც გასვლით მატჩებში 20 ბურთზე მეტი გაიტანა, პირველად ეს შედეგი რონალდუმ დააფიქსირა.

 - მიმდინარე სეზონში მესიმ პრიმერაში 37 გოლი გაიტანა, ხოლო ყველა ტურნირზე ერთად 48. მან "ბარსას" რიგებში გატანილი გოლების რაოდენობა 301 გოლამდე გაზარდა.

 - "გრანადასთან" შეხვედრაში მან მე-10 გოლი გაიტანა ჯარიმის შემდეგ "ბარსას" რიგებში. მიმდინარე სეზონში მას 3 გოლი აქვს გატანილი ჯარიმის შემდეგ.

 - "გრანადასთან" გამარჯვება მეორე წრეში სტუმრად მოპოვებული პირველი გამარჯვება იყო.

 - პრიმერაში გუნდმა უკვე 4-ჯერ მოახერხა "ქამბექი". წინა 3 შემთხვევაში იყო "ოსასუნასთან", "სევილიასთან" და "ატლეტიკოსთან".

 - 24 ტურში გუნდმა 80 გოლი გაიტანა: 40 "ნოუ კამპზე", 40 სტუმრად.

 - "გრანადასთან" შეხვედრაში გუნდის ბურთის ფლობა 82% იყო. კატალონიელებმა კარისკენ 18-ჯერ დაარტყეს, საიდანაც 6 კარში წავიდა. პედროს დარტყმულის შემდეგ კი ბურთი ძელს მოხვდა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.