workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ლუის დიასი ლივერპულზე წნეხს ახორციელებს?!

ლუის დიასი ლივერპულზე წნეხს ახორციელებს?!

კოლუმბიელი ფორვარდი აღიარებს, რომ საკუთარ მომავალზე სხვა კლუბებთანაც საუბრობს. ბოლო კვირებია “SPORT” იუწყება, რომ “ლივერპულის” თავდამსხმელი ლუის დიასი გახდა “ბარსელონას” მთავარი სამიზნე ზაფხულში მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად. 28 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი ყველაზე მეტად მოსწონს კლუბის სპორტულ დირექტორს, დეკუს, და ასევე სიმპათიებითაა განმსჭვალული მისადმი კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი.

ბოლო დროს ინგლისიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონამ” უკვე პირველადი დაინტერესება გამოხატა “ლივერპულის” მიმართ, თუმცა ინგლისურმა კლუბმა ტრანსფერი ამჯერად არ დაუშვა, რადგან გუნდის მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი გეგმავს დიასის შენარჩუნებას მომავალი სეზონისთვის – ლუისი ერთ-ერთი მთავარი პიროვნება იყო, რომელმაც პრემიერ ლიგაში „წითლების“ წარმატებული ასპარეზობა განაპირობა. გავრცელებული ცნობების მიხედვით, “ლივერპულში” ფიქრობენ, რომ თუ მნიშვნელოვანი შეთავაზება არ მიიღეს, კლუბი დაიტოვებს ფეხბურთელს კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე, მიუხედავად იმისა, რომ 2027 წელს ის თავისუფალი აგენტი გახდება.

“SPORT”-ის ცნობით, “ბარსელონა” იმედოვნებს, რომ დიასი თავად იაქტიურებს, რადგან ფეხბურთელი, ზაფხულში ცვლილების მომხრეა – განსაკუთრებით კი უკმაყოფილოა ხელფასითა და მიმდინარე კონტრაქტის პირობებით, რომელიც 2027 წლამდეა.

კოლუმბიელმა უკვე განახორციელა თავის კლუბზე ზეწოლა. ეს მოხდა კოლუმბიის ეროვნული ნაკრების შეკრების მიმდინარეობისას, სადაც მათ პერუსა და არგენტინასთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები ელოდებათ. დიასმა, როდესაც მისი მომავლის შესახებ ჰკითხეს, ნათლად დააფიქსირა, რომ “ლივერპულიდან” წასასვლელი კარი ბოლომდე არ დაუხურავს:

„საუბრები სხვადასხვა კლუბებთან გვაქვს, ეს ბაზარზე ნორმალურია და ვცდილობთ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ. თუ ლივერპული შემომთავაზებს კარგ ახალ კონტრაქტს, ან მომიწევს დარჩენა კიდევ ორი წელი, ბედნიერი ვიქნები. ახლა ყველაფერი მათზეა დამოკიდებული,“ – განაცხადა ლუისმა.

“ბარსელონაში” არ აპირებენ 80 მილიონი ევროს გადახდას, რასაც “ლივერპული” ითხოვს დიასის სანაცვლოდ. მათ სურთ მოითმინონ, რადგან ზაფხული გრძელია და მერსესაიდულ გრანდს სჭირდება თანხები – კლუბმა უკვე გადარიცხა თანხა ჯერემი ფრიმპონგის ტრანსფერის სანაცვლოდ (40 მილიონი ევრო), და ახლოს არის ფლორიან ვირცისა (150 მილიონი ევრო) და მილოშ კერკესის (50 მილიონი ევრო) ტრანსფერებთან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (29)

  • jacky iakovenko
    schedule 06 ივნ 2025, 23:45
    #20

    ციტატა: Frenkie de Jong_
    რა დიაზიი

    ჩერკიზე გაიწიონ

    თან ჩაიშალა მგონი სიტიში ტრანსფერი


    არ ჩაშლილა, პირველ ოფერზე ფასი ეცოტავათო და ახლა წაიწია წინ მოლაპარაკება და 100% სიტის ფეხბურთელიაო

  • შექსპირა
    შექსპირაflag გულშემატკივარი
    schedule 06 ივნ 2025, 23:33
    #19

    ციტატა: Berlinetta♥

    ციტატა: შექსპირა

    ციტატა: Levani
    Ახალი მწერალი გვყავს როგორც ჩანს წარმატებები იმედია სიახლეებს არ მოგვაკლებ ამ ბოლო დროს ძალიან ცოტა იდება.


    მადლობა, ჯერ სტაჟიორის სტატუსი მაქვს საიტზე, თუმცა ჩემი ნიკნეიმის გათვლისიწინებით ნამდვილად მოვიაზრები მსოფლიოს საუკეთესო მწერალთა სიაში.


    შე კაცო ნოა ფერნანდესზე შენ მაინც დაწერე რამე …


    ვერანაირი სიახლე ვერ ვნახე მაგ ფეხბურთელზე უცხოური სპორტული გამოცემების საიტებზე. შენ სად ნახე რაიმე სიახლე მაგ ფეხბურთელთან დაკავშირებით?

  • Mascerano
    schedule 06 ივნ 2025, 23:31
    #18

    ისეთი ღლე ბორდი ყავს ბარსას რომ დაასანქცირებს უეფა და დავრჩებით ტრანსფერების გარეშე, ჩვენ კი დავიწყებთ გინებას და შეთქმულების თეორიებზე მსჯელობას, ამიტომ ვართ ჭაობში, უაზრი მიზეზების ძებნას ჯობია ფანებმა დრაკი აწიონ და ლაპორტას აგრძნობინონ რომ აქ ღლე არავინაა, უსტვინონ .

  • cruyff9
    schedule 06 ივნ 2025, 23:21
    #17

    ციტატა: Iniesta_8
    რატომ უნდა კი ლივერპულის დატოვება ასე ძალიან? რაღაც არ ჩანს ლოგიკური, თუ ბევრად მეტ ხელფასს არ ვთავაზობთ.


    ბარსა რო გთავაზობს ლივერპულს არ დავეცი?!

  • Koundè 23
    schedule 06 ივნ 2025, 23:16
    #16

    აუ არაა რააა დარჩი კაცურად სადაცხარ მშვენიერი გუნდია ლივერპული ახალგაზრდა გვჭირდება ჩვენ

  • Visca barca
    schedule 06 ივნ 2025, 22:59
    #15

    ციტატა: Iniesta_8
    რატომ უნდა კი ლივერპულის დატოვება ასე ძალიან? რაღაც არ ჩანს ლოგიკური, თუ ბევრად მეტ ხელფასს არ ვთავაზობთ.


    ბარსას ფანია და თან არ მოსწონს ხელფასი.

  • Mascerano
    schedule 06 ივნ 2025, 22:58
    #14

    ციტატა: Frenkie de Jong_
    რა დიაზიი

    ჩერკიზე გაიწიონ

    თან ჩაიშალა მგონი სიტიში ტრანსფერი


    დიდად არც ეგ მომწონს, ხან მაგრად თამაშობს ხან დემბელესავით, ფორვარდად უნდა განიხილებოდეს ალვარესი ან გიოკერეში

  • Frenkie de Jong_
    schedule 06 ივნ 2025, 22:50
    #13

    რა დიაზიი

    ჩერკიზე გაიწიონ

    თან ჩაიშალა მგონი სიტიში ტრანსფერი

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 06 ივნ 2025, 22:35
    #12

    ნიკო მოიყვანეთ ნიკოო

  • Iniesta_8
    schedule 06 ივნ 2025, 22:34
    #11

    რატომ უნდა კი ლივერპულის დატოვება ასე ძალიან? რაღაც არ ჩანს ლოგიკური, თუ ბევრად მეტ ხელფასს არ ვთავაზობთ.

  • Dachi7718
    schedule 06 ივნ 2025, 21:54
    #10

    არ ღირს ამაში 80 მილიონის გადახდა,ამას ჯობია 60ად ნიკო მოიყვანონ,ნიკო ესპანელია იამალის ძმაკაცია და უფრო ახალგაზრდაა.ეს თუ მოყვანა უნდოდათ მოეყვანათ მაშინ 45 მილიონად

  • Berlinetta♥
    schedule 06 ივნ 2025, 21:35
    #9

    ციტატა: შექსპირა

    ციტატა: Levani
    Ახალი მწერალი გვყავს როგორც ჩანს წარმატებები იმედია სიახლეებს არ მოგვაკლებ ამ ბოლო დროს ძალიან ცოტა იდება.


    მადლობა, ჯერ სტაჟიორის სტატუსი მაქვს საიტზე, თუმცა ჩემი ნიკნეიმის გათვლისიწინებით ნამდვილად მოვიაზრები მსოფლიოს საუკეთესო მწერალთა სიაში.


    შე კაცო ნოა ფერნანდესზე შენ მაინც დაწერე რამე …

  • ვისკა ბარსა
    schedule 06 ივნ 2025, 21:23
    #8

    წარმატებები ახალ მწერალს იმედია არ მოგვაკლებს სიახლეებს.რა ჯანდაბად უნდათ ლუის დიაში რომელიც არასტაბილურია და 29 წლის არის დეკუმ ოღონდ დიაში მოიყვანოს მეტი არ უნდა არაფერი,ლუკმენი და ალვარესი მოიყვანეთ ამ ვიღაც კოლუმბიელის ნაცვლად

  • Visca barca
    schedule 06 ივნ 2025, 21:09
    #7

    წარმატებები ახალ მწერალს. იმედია ბევრი საინტერესო სიახლით გაგავანებივრენს

  • JustBarcaLover
    schedule 06 ივნ 2025, 20:52
    #6

    პირველ რიგში წარმატებები ჩვენს ახალ მწერალს.
    კაროჩე დეკუ შუაზე იხევა ოღონდ დიასი მოიყვანოს, ვერ ვხდები რა ჯანდაბად უნდა 85 მილიონის გადახდა 29 წლის ვინგერში რომელიც ძალიან არასტაბილურია, ეგერ ნიკო და ლუკმანის დათრევა შეიძლება ბევრად იაფად.

  • La Pulga10
    schedule 06 ივნ 2025, 20:49
    #5

    რატო შეს*ეს ამ დიაზს

  • jacky iakovenko
    schedule 06 ივნ 2025, 20:33
    #4

    ციტატა: შექსპირა

    ციტატა: Levani
    Ახალი მწერალი გვყავს როგორც ჩანს წარმატებები იმედია სიახლეებს არ მოგვაკლებ ამ ბოლო დროს ძალიან ცოტა იდება.


    მადლობა, ჯერ სტაჟიორის სტატუსი მაქვს საიტზე, თუმცა ჩემი ნიკნეიმის გათვლისიწინებით ნამდვილად მოვიაზრები მსოფლიოს საუკეთესო მწერალთა სიაში.


    ლამინისტი ხარ შენ 😂😂რაფინიამ რა დაგიშავა მასზე რომ არ დაპოსტე 🤣GL HF

  • შექსპირა
    შექსპირაflag გულშემატკივარი
    schedule 06 ივნ 2025, 20:31
    #3

    ციტატა: Levani
    Ახალი მწერალი გვყავს როგორც ჩანს წარმატებები იმედია სიახლეებს არ მოგვაკლებ ამ ბოლო დროს ძალიან ცოტა იდება.


    მადლობა, ჯერ სტაჟიორის სტატუსი მაქვს საიტზე, თუმცა ჩემი ნიკნეიმის გათვლისიწინებით ნამდვილად მოვიაზრები მსოფლიოს საუკეთესო მწერალთა სიაში.

  • Levani
    schedule 06 ივნ 2025, 20:20
    #2

    Ახალი მწერალი გვყავს როგორც ჩანს წარმატებები იმედია სიახლეებს არ მოგვაკლებ ამ ბოლო დროს ძალიან ცოტა იდება.

    Რაც შეეხეხება დიასს ვერ ვხვდები რატომ იბრდღვნიან ამის გამო თავს როცა ნიკოს დათრევა შეიძლება გუშინაც გამოჩნდა რამდენად კარგად არის შეთამაშებული ჩვენ ბიჭებთან ეგეთი ახალგაზრდა და პერსპექტიულიიგროკს რატო უშვებენ ხელიდან? არც ძვირი არ დაუჯდებათ რატო მიაკვდნენ ამ უკვე ასაკისკენ წასულ იგროკს? იაფი მაინც უჯდებოდეთ

  • Barca
    schedule 06 ივნ 2025, 20:17
    #1

    ნიკო უილიამსი მოიყვანეთ ამაზე იაფია