workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: აბა დავიწყეთ

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: აბა დავიწყეთ

ცხელი ზაფხული იყო, ევროპის ჩემპიონები მსოფლიო ჩემპიონებიც გახდნენ, ლამინე იამალმა უკვე მიაღწია იმას, რაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობენ და ისევ თინეიჯერია. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გმირმა კი გუნდი დატოვა, წავიდა ენრიკესთან, პარიზში. სხვათა შორის, სადებიუტო შეხვედრაში დუბლიც გაიფორმა. იქ სადაც დემბელე ფეხბურთელად იქცა, არც ფერან ტორესის სახეცვლილება გამაკვირვებს.

გუნდი დატოვა ლევანდოვსკიმაც, წავიდა ლეგენდის სტატუსით, ლევიმ ურთულესი ოთხი წელი გადაგვატანინა, მის გარეშე ამ გზაზე სიარული წარმოუდგენლად რთული იქნებოდა. დამსახურებული ტაშიც მიიღო და დარჩა ადგილი ცარიელი. მიუხედავად იმისა, რომ ფლიკის განკარგულებაში რამდენიმე უნივერსალია, ცხრა ნომერი რა თქმა უნდა, საჭიროა.

მთავარი მიზანი ალვარესია, და გუშინ გამოჩნდა, რომ ალვარესსაც უნდა ბარსაში. უბრალოდ, ყველა სხვაგვარად ავლენს ხოლმე თავის განწყობას, არგენტინელი ყურებჩამოყრილი იყო “ვილიარეალთან” მატჩში. სამაგიეროდ მიქაუტაძემ იფრინა, რომელსაც ასევე სურს ბარსაში თამაში, ჩვენც გვსურს რასაკვირველია, ამაზე მეტად ხომ არაფერი გაგვახარებს.

მანამდე კი გაიხსნა ლა ლიგა და ფორვარდის პოზიციაზე რაფინია ვიხილეთ.

ჟოზე დაბრუნდა

ბარსასთვის ყველაზე გამაღიზიანებელი კაცი მადრიდში დაბრუნდა, მძიმედ დაიწყო, როგორც სჩვევიათ ხოლმე მის გუნდებს. დიდი ხანია ჟოზეს ასეთი კარგი შემადგენლობა არ ჩაუბარებია, არ ჰყავდა ასეთი გუნდი არც “ჩელსიში”, არც “მანჩესტერში”, არც “რომაში” და არც სხვა გუნდებში. თავად თვლის რომ დაბრუნების დროა, მე კი მიმაჩნია, რომ მისი დრო დიდი ხნის წინ წავიდა.

ბოლო კვირების განმავლობაში მთავარი თემა როდრის არჩევანი იყო. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, რომელმაც მადრიდში თამაშს ბარსაში თამაში არჩია, ჟოზე გაანაწყენა, სამაგიეროდ, კატალონიელი ქომაგების გული უკვე მოიგო. დიდი ფეხბურთელია, ყველანაერი გაგებით. ევრპისა და მსოფლიოს ჩემპიონობასთან ერთად, ორივე ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ოქროს ბურთიც ჩაბარდა. იმუშავა გვარდიოლასთან და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გადამწყვეტი როლი შეასრულა. ასეთი კაცი მოვიდა ჩვენთან. ჯანმრთელობა ვუსურვოთ, სხვა ყველაფერი თავისით დალაგდება.

მარტივად, დიდი ანგარიშით

მადრიდისგან განსხვავებით ბარსამ თავისი მატჩი მარტივად მოიგო. ხუთი უპასუხო გოლი შეაგდო. უნდა აღინიშნოს ესპარტის გამოჩენა ძირითადში, რომელმაც მშვენიერი მატჩი ჩაატარა. მისი შემხედვარე ბალდეს წასვლა მოუნდა, აბა, ბებერი კანსელუსი არა მგონია შეშინებოდა. ფლიკი ამბობს ესპარტი ფილიპ ლამს მაგონებსო, ეს ხომ უკვე კომპლიმენტია.

ძირითადში იყო ადეიემი, მარცხენა გარემარბის პოზიცია დაიკავა და ისიც მშვენივარდ გაისარჯა, თავისი პირველი გოლიც შეაგდო ტაიმის მიწურულს. ცოტა სიზუსტე აკლდა პასების დროს, ისე კი აგრესიული იყო, გუნდს მეტი სისწრაფე და ინტენსივობა შესძინა. იგივე შეიძლება ითქვას გორდონზე, რომელიც მეორე ტაიმში გაოვიდა მოედანზე და ორი საგოლე პასი მიითვალა, ჯერ რაფინიას გაატანინა, მერე კი ფერმინს ცარიელ კარში. მათი შემხევარე გასაგები ხდება რა სურდა ფლიკს, გერმანელს სურდა, რომ ბარსა გაცილებით სწრაფი გუნდი ყოფილიყო.

“ელჩეს” ბევრი არ შეუტევია და კარგად ვერც ვნახეთ რა ფორმაშია კრისტენსენი, თითქოს წასვლის კანდიდატი იყო, მაგრამ მაინც ფეხზეა და როგორც ჩანს, კარგ ფორმაშიც. ტრავმა მოირჩინა და ფლიკს კვლავ აქვს მისი იმედი.

მატჩის საუკეთესო კაპიტანი იყო, რაფინიამ დუბლი შეასრულა, პენალტი გამოიმუშავა, რამდენიმე კარგი მომენტი გაუშვა ხელიდან და ხულიან ალვარესსაც გაუგზავნა მოსაწვევი. აი, იამალი ჯერ დაღლილია, ისე როგორც წინა ზაფხულში. როგორც ჩანს, მსოფლიო ჩემპიონობაც ისე იზეიმა, როგორც ევროს მოგება და ახლა ვერ გაუგია სად არის.

დასაწყისი კარგია, წინ რა გველის

ბარსა 27 აგვისტოს “ბილბაოს” უმასპინძლებს. არა მგონია იქამდე ცხრიანის ამბავი გაირკვეს, მაგრამ იქნებ გადაწყვიტონ მაინც რაიმე. მერე კი ვნახავთ, გამოვა თუ არ გამოვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

დატოვე კომენტარი

  • Don_Andresito
    Don_Andresitostar ლეგენდა
    schedule 24 აგვ 2026, 21:17
    #10

    ერთი ცუდი ის იყო რასაც ვფიქრობდი. შევხვდით ყველაზე დაბალი დონის და უტვინო გუნდს რომელიც სივრცეს ვერ ავსებს, ყავს ღლაპი მწვრთნელი როგორსაც არასდროს არსად დანიშნავენ გარდა გაკოტრებული ესპანური გუნდებისა. ტიპებმა სასტარტო გოლები არაფრიდან გვაჩუქეს. გავიტანეთ 5 გოლი და ამით შეიძლება ვინმე მოტყუვდეს რო ფორვარდის გარეშე გავქაჩავთ. ხეტაფე, ალავესი, ოსასუნა და სხვა გუნდები მსგავს არაფერს გვაჩუქებენ, ჩაგვიკეტავენ თამაშს და განლაგდებიან 11 კაცით საჯარიმოში სადაც აუცილებელი იქნება საჯარიმოში კარგად მოქმედი კაცი. იამალს გოლის ალღო არ აქვს, ადეიემის და გორდონსაც ძალიან დაბალი, სეზონში 5-6 გოლს იტანდნენ. რაფინია რო დაგვემტვრეს გაჭირდება ამდენის გატანა. დამიჯერეთ ასეთი უსუსური მეტოქე ბევრი არ გვეყოლება ლა ლიგაში. ლიგაზე კიდე ცალკე თემაა, იქ სულ სხვა დონეა. ამიტო არ უნდა მოგვატყუოს ამ შედეგმა. და არ უნდა გავრიკსოთ ამ სეზონში ფორვარდის გარეშე თამაში. ნუ გადაიხდიან დიდ თანხას და ისევ გააგრძელონ მომავალ წელს ალვარესზე ჩალიჩი თუ შეპირდნენ, მაგრამ გირასის დამატება მაინც შეიძლება, ან ოიერზაბალის, სანამ დროა, რომლებიც 30 ზე მეტი არ დაგვიჯდება. გაირკვეს ბალდეს სიტუაცია დროულად და მოვიდეს ცაცია მცველი გუნდში. მარტო კასნელოთი ვერ გავქაჩავთ, ესპარტი ცოდოა მარცხენა მცველად, კარგი შემტევი გუნდი ამ დაცვას გაგვიქრობს ისევ. პექუერს არ ენდობა როგორც ჩანს. ამიტო საჭიროა მცველი. ან სალინასი გამოისყიდონ ბალდე თუ წავა, ან ცენტრალური მცველი იყიდონ მარცხნივ თამაში რო შეეძლოს. ფორვარდი კიდე აუციელბად. 100 მილიონის ბაზარია და ბარემ დახარჯონ ეგეც. ლიგაზე გასაწევად დაცვის რესურსი და სტაბილური გამტანი გვაკლია. ალვარესი/ოსიმენი რო გვეყიდა კიდე დაეყრდნობოდი ამ დაცვას. ოსიმენს გარანტირებულად შეუძლია 25 გოლის გატანა. მარა არ გაეკარნენ. ალვარესს მოკლავენ და აქ არ გამოუშვებენ. გირასი 1-2 წლით მოგვცემდა რესურსს. დაცვაშიც ლუკება ან ინასიო მაინც დადონ.

  • David_Villa...7
    David_Villa…7flag გულშემატკივარი
    schedule 24 აგვ 2026, 15:47
    #8

    გავის სერიოზული არაფერი არ ჭირსო

  • dshvelidze
    dshvelidzestar ლეგენდა
    schedule 24 აგვ 2026, 14:20
    #7

    ყველაფერი კარგად დაიწყო. მგონი ლიგაზე უნდა გავიქაჩოთ

  • Gaucho97
    Gaucho97flag გულშემატკივარი
    schedule 24 აგვ 2026, 12:49
    #4

    ბოლო წლებთან შედარებით სულ სხვა ბარსა იყო პირველ მატჩში ამ გუნდს ეტყობა ფლიკის ხელი, ბევრს გაამწარებენ წელს, ეხლა წავიკითხე ატლეტიკო ალვარეზის გაშვებაზე ფიქრობს 150 მილიონადო, ალბათ მიხვდნენ ცხვირჩამოშვებული ფეხბურთელი გუნდში შედეგს რომ ვერ მოიტანს არაა გამორიცხული მოიყვანონ ეს, რაფინიამაც გვერდში დგომა გამოხატა გუშინ

    • GoGokh1a
      GoGokh1astar ლეგენდა
      schedule 24 აგვ 2026, 14:09
      #6

      არსენალს შესთავაზეს ბარსელონაში არუშვებენ სხვაგან წადიო სადაც გინდაო

  • GoGokh1a
    GoGokh1astar ლეგენდა
    schedule 24 აგვ 2026, 12:07
    #2

    ფეოლა რომ დაბრუნდა ეგ ყველაზე კარგი სიახლეა

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 24 აგვ 2026, 12:06
    #1

    ჟოზე რეალის ყველაზე დიდი თავისტკივილი იქნება, ეს კაცი წინა საუკუნის ფეხბურთს ათამაშებს გუნდს, მთავარია გოლი არ გაუშვას და ფეხბურთის სილამაზე მაგისთვის არ არსებობს.

    • Just_Barca_Lover
      Just_Barca_Lovereco ახალბედა
      schedule 24 აგვ 2026, 12:32
      #3

      სვარჩიკების სამკუთხედი შეიკრა ჟოზე სიმეონე და ის ხეტაფეს მწვრთნელი ბორდალასი, კიდე ვინმე არ დაემატოს თორე ხო დაერხა ლა ლიგას მერე ვინღა უყურებს.

      • Lasha Mamuladze
        Lasha Mamuladzeflag გულშემატკივარი
        schedule 24 აგვ 2026, 13:19
        #5

        აუუუ აბააა მაგაზე თავიდან ვიცინოდი, თუმცა მაგრად გატეხავს მაგათი, ჭრა-შედუღების ყურება.. ლა ლიგას ბარსა რო არ ყავდეს, მგონია რო ერედივიზიონი ორი იქნებოდა…