workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა – ბილბაო | ჰანსი ფლიკის მატჩისწინა კომენტარი

ბარსელონა – ბილბაო | ჰანსი ფლიკის მატჩისწინა კომენტარი

calendar_month მატჩის დრო: 27 აგვისტო, 23:00

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ლა ლიგაში ბილბაოს “ატლეტიკთან” გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

სატრანსფერო ბაზარი და ხულიან ალვარესი

პრესკონფერენციამდე ფლიკმა ჟოან ლაპორტასთან და დეკუსთან შეხვედრა გამართა, სადაც ხულიან ალვარესის საკითხიც განიხილეს:

“გუშინ პრეზიდენტმა მკაფიო მესიჯი გააჟღერა. მე და დეკუ ამას სრულად ვეთანხმებით. ხულიანზე საუბარი არ მინდა. მხოლოდ კლუბის სიტუაცია მადარდებს. ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან კარგი ტრანსფერები განვახორციელეთ და ჩვენი მიზანი ნათელია, მაგრამ კლუბმა მომავალზეც უნდა იფიქროს. სრული ნდობა მაქვს იმ ხარისხის მიმართ, რაც ახლა გუნდში გვაქვს. კლუბი და დეკუ დიდებულ სამუშაოს ასრულებენ, რადგან ისინი მომავალ 3-4 წელზეც ფიქრობენ.”

მეკარეების, კერძოდ ლივაკოვიჩის საკითხზე მწვრთნელმა დასძინა:

“ამ სიტუაციაზე ვისაუბრეთ. ტეკით ძალიან კმაყოფილები ვართ და ვნახავთ, რა მოხდება უახლოეს დღეებში. გადასაწყვეტად კიდევ რჩება დრო.”

როდრის დებიუტი და გავის ტრავმა

ახალწვეულ როდრის თაობაზე გერმანელმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ ის სათამაშოდ მზადაა:

“დიახ, მას თამაში შეუძლია. ვგეგმავთ, რომ ითამაშებს. ბერნალიც გვყავს. როდრის მეტი გამოცდილება აქვს და ნამდვილი ლიდერია. პედრისთან ერთად თამაშისა და ბურთის გაკონტროლებას შევძლებთ. დიდი სურვილი მაქვს, ისინი ‘ბარსელონაში’ ერთად ვიხილო. ისინი ერთად უმაღლეს დონეზე ითამაშებენ.”

რაც შეეხება გავის, რომელიც მუხლის ტრავმის გამო “ატლეტიკსა” და “რაიო ვალეკანოსთან” თამაშებს გამოტოვებს:

“ის კარგადაა. მატჩის შემდგომ მდგომარეობასთან შედარებით, თავს ბევრად უკეთ გრძნობს. სურათები აჩვენებს, რომ სიტუაცია ცუდი არ არის. მის დასაბრუნებლად დაახლოებით ერთი კვირა უნდა მოვიცადოთ.”

ლამინ იამალი, ბალდე და დაცვის ხაზი

ლამინ იამალის ფიზიკურ მდგომარეობასა და მოტივაციაზე ფლიკმა აღნიშნა:

“მას მცირე პრობლემა ჰქონდა, თავი სტკიოდა. ლამინ იამალი გენიოსია. ბუნებრივია, რომ საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ მის მიერ მოედანზე გატარებულ 60 წუთს ძალიან ვაფასებ. ის ჩვენ გვჭირდება, რადგან განსაკუთრებულია. ნორმალურია, რომ თამაში სურს.”

მწვრთნელმა დაცვის ხაზის მოთამაშეებიც შეაფასა:

“დაცვაში მყოფი მოთამაშეებით კმაყოფილები ვართ. ერიკს რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია, ჟიულსა და ჟერარსაც. კუბარსი ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია და მინდა გავუფრთხილდე.”

ალეხანდრო ბალდეს სტატუსთან დაკავშირებით კი თქვა:

“ის ხვალინდელი მატჩისთვის გუნდის ნაწილია. მთავარია, რომ ჩვენს მიმართ 100%-ით იყოს ერთგული. მას პოტენციალი აქვს და უფრო მეტად გაუმჯობესება შეუძლია. პროფესიონალური ფეხბურთის მიმართ ის 100%-ით ერთგული უნდა იყოს.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • AFRO
    AFROeco ახალბედა
    schedule 26 აგვ 2026, 18:27
    #2

    მოკლედ ფორვარდის ყიდვა არ გამოდის და შუა მცველს მაინც მიაწვნენ რაიქნება ბალდეს დარჩენა სურსო ფაბრიციომო და განაცხადში იქნება ბილბაოსთან მგონი

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 26 აგვ 2026, 17:58
    #1

    მოკლედ და კონკრეტულად 3 ქულა გვჭიდება.