workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ატლეტიკთან მატჩის განაცხადი ცნობილია

ატლეტიკთან მატჩის განაცხადი ცნობილია

calendar_month მატჩის დრო: 27 აგვისტო, 23:00

“ბარსელონა” დღეს “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ბილბაოს “ატლეტიკს” დაუპირისპირდება. უკვე ცნობილია გუნდის განაცხადი, რომელშიც რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა.

სიახლეები და დაბრუნებული ფეხბურთელები

  • როდრი ერნანდესი: ესპანელი ნახევარმცველი განაცხადში პირველად მოხვდა და მოსალოდნელია, რომ მისი სადებიუტო მატჩი კატალონიური კლუბის მაისურით სწორედ დღეს შედგება.
  • ალეხანდრო ბალდე: “ელჩესთან” მატჩის განაცხადს მიღმა დარჩენის შემდეგ, ახალგაზრდა მცველი გუნდს დაუბრუნდა.
  • ჩავი ესპარტი: ფეხბურთელი 12-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რადგან დადასტურდა, რომ მას პირველი გუნდის ლიცენზია ექნება.

დანაკლისი ტრავმებისა და ტრანსფერების გამო

ახალგაზრდა მცველი ალვარო კორტესი განაცხადში არ არის, რაც კლუბიდან მის მოსალოდნელ წასვლას უკავშირდება. ჟურნალისტ მატეო მორეტოს ინფორმაციით, მისი სავარაუდო დანიშნულების ადგილი ბელგიური “როიალ ანტვერპენი” იქნება. “ელჩესთან” მატჩის მსგავსად, სიაში კვლავ არ არიან მარკ კასადო და ექტორ ფორტი – მოთამაშეები, რომლებმაც სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ახალი გუნდები უნდა იპოვონ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დანაკლისია გავი. ანდალუსიელმა ნახევარმცველმა ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში მარჯვენა მუხლზე ძლიერი დარტყმა მიიღო და დაისვენებს. ის ლაზარეთში ფრენკი დე იონგსა და რუნი ბარდჯის შეუერთდა. განაცხადის შესავსებად ჰანსი ფლიკმა კვლავ უხმო ახალგაზრდებს: ედერ ალერს, ბრიან ფარინიასსა და ჰამზა აბდელკარიმს.

დღევანდელ შეხვედრაში “ბარსელონა” მორიგი გამარჯვების მოპოვებასა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნებას შეეცდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lovereco ახალბედა
    schedule 27 აგვ 2026, 17:33
    #2

    ასე მალე დაბრუნდა როდრი? მე ჯერ არ გამოვიყვანდი არ გავრისკავდი

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 27 აგვ 2026, 15:49
    #1

    სატურნირო ცხრილში ბარსა ლიდერი არ ყოფილა. იქ 6 ქულიანები საკმაოდ არიან, აი მოგების შემთხვევაში კი ნამდვილად გალიდერდება პირველად და იმედია ჩემპიონატის დამთავრებამდეც არ ჩამოიწევს არცერთი საფეხურით.