workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტასა და სპორტული კომისიის შეხვედრის მთავარი დეტალები

ჟოან ლაპორტასა და სპორტული კომისიის შეხვედრის მთავარი დეტალები

bolt მოკლედ
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა ხნით ადრე ჟოან ლაპორტამ და "ბარსელონას" სპორტულმა კომისიამ შეხვედრა გამართეს. მთავარი თემები ხულიან ალვარესის ტრანსფერი, ასევე ალეხანდრო ბალდეს, მარკ კასადოსა და ექტორ ფორტის გუნდიდან შესაძლო წასვლა იყო.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. ამასთან დაკავშირებით “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ სპორტული კომისიის ხელმძღვანელებთან ერთად “სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერზე” მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ლაპორტა დეკუს, ჰანსი ფლიკს, ბოიან კრკიჩსა და ალეხანდრო ეჩევარიას შეხვდა, რათა ბაზარზე გასატარებელი ბოლო ნაბიჯები დაეგეგმათ. ყურადღების ცენტრში ახალი 9 ნომრის, კერძოდ კი ხულიან ალვარესის დამატება და გუნდიდან ფეხბურთელების წასვლის საკითხი იყო.

ხულიან ალვარესი – ერთადერთი სამიზნე

არგენტინელი თავდამსხმელის შემთხვევაში “ბარსელონას” პოზიცია უცვლელია – კლუბი მის დასამატებლად ბოლომდე იბრძოლებს. კატალონიელები ხედავენ, თუ რამხელა ძალისხმევას დებს ფეხბურთელი თავისი ოცნების ასასრულებლად და მის მიტოვებას არ აპირებენ.

  • მოლაპარაკებები: ივნისის ბოლოს გაკეთებული 100-მილიონიანი შეთავაზების მიუხედავად, “ატლეტიკოს” პოზიცია ჯერჯერობით რადიკალურია – მათ თავდამსხმელის გაყიდვა არ სურთ.
  • გეგმა B-ს გარეშე: თუ ხულიან ალვარესის ტრანსფერი ამ ზაფხულს ვერ განხორციელდება, “ბარსელონა” სხვა ალტერნატივას არ განიხილავს და იანვარში არგენტინელის შეძენას კვლავ შეეცდება. ფლიკისა და დეკუსთვის ის მთავარი მოთხოვნაა.

წამსვლელები და კასტელო ლუკება

შეხვედრაზე ასევე განიხილეს იმ ფეხბურთელების მომავალი, რომლებმაც შესაძლოა კლუბი უახლოეს დღეებში დატოვონ:

  • კასადო და ფორტი: მარკ კასადოსა და ექტორ ფორტს გაცნობიერებული აქვთ, რომ გუნდიდან წასვლა მოუწევთ. ამჟამად ისინი მიღებულ სხვადასხვა წინადადებას განიხილავენ.
  • ალეხანდრო ბალდე: მიუხედავად იმისა, რომ ფლიკმა ის “ელჩესთან” განაცხადს მიღმა დატოვა, ესპანელ მცველს ძირითადში ადგილის დასამკვიდრებლად ბრძოლა სურს. “ბარსელონა” მის გაყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ტრანსფერს თავად ფეხბურთელი მოითხოვს და კლუბს შესაბამის შეთავაზებას წარუდგენს.

თუ ბალდე გუნდს დატოვებს, “ბარსელონა” მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციის გაძლიერებას შეეცდება. ამ შემთხვევაში ჰანსი ფლიკის მთავარი სამიზნე “ლაიფციგის” ფეხბურთელი კასტელო ლუკება იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

დატოვე კომენტარი

  • C.PC5
    C.PC5shield ვეტერანი
    schedule 26 აგვ 2026, 14:09
    #8

    არც მცველი არც ფორვარდი, ორი პოზიცია სადაც ყველაზე მეტად გვიჭირდა მაინც მიუხედავი დატოვეს, ზოგადად დეკუს პოლიტიკა ტოვებს ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას რაც არუნდა კარგი სატრანსფერო ფანჯარა გამოუვიდეს. ნუ საოცრება იქნება უკვე ახლა თუ რამე ტრანსფერი გაჩარხა ამ ორი პოზიციიდან ერთზე მაინც. ჯიუტობა ახასიათებს და მოლაპარაკებებში არ გამოიხატება სატრანსფერო სეზონის დაგეგმვაში გამოიხატება ეს სიჯიუტე, ამოიღეს ალვარესი სამიზნეში და მიაკვდნენ, არ უშვებს ატლეტიკო და შეეტენე რამდენი მილიონითაც გინდა, რატო არ გვყავს ალტერნატივა? რატო არ იმუშავეს სხვა მიმართულებით მეტი სერიოზულობით, რატო არ დააზუსტა ატლეტიკოს პირობები რაც შეიძლებოდა მალე რო ასე არ გაწელილიყო ეგ ამბავი რაც აშკარად ისევ იმ სოფლის გუნდს აწყობდა, მცველისკენ არც გაუხედავთ, ინანებენ მაგ ამბავს ვიცი, სულ რო ლიგა დადონ მართლა ამ სეზონში იქნება მომენტები როცა მცველის არმოყვანას მაინც ინანებენ, ალალი გამოცდილება გვაქვს ამ ამბავში და არ მესმის ეს უყურადღებობა ამ ამბის მიმართ, რა არაუხო გავუშვით და მარტინი გახდება უფრო მოქნილი? თუ კრისტენსენი იქნება ახალი იაპ სტამი? ღმერთმა ქნას კორტესი ახალი კუბარსი გაიჩითოს მარა მაგ სანამ ძირითადისთვის საჭირო ფორმას აკრეფს კი მორჩება სეზონი, კრისტინა რომ დაიმტვრევა იმანს კიდე წესიერი შემცვლელი არ ეყოლება, დავუშვათ და კუნდეც შემოწიონ ცენტრში, რაც თავისთავად ცუდი იდეაა, მერე ფლანგზე გვერხევა გინდ შეტევაში და გინდ დაცვაში, ანუ ისე გამოდის მაინც 10 კაცით ვთამაშობთ სანამ ერთ წესიერ მცველს არ მოათრევენ და ამას არ აკეთებენ მეორე წელია აგერ უკვე, ხო დააბეს ეს ალვარესი დაახარჯონ ლაპორტს თუნდაც ცოტა ფული და გვყავდეს წესიერი მცველი მარა მერე ვინ იქნება ხისთავიანი დიშლა თუარა დეკუ

  • David_Villa...7
    David_Villa…7flag გულშემატკივარი
    schedule 26 აგვ 2026, 12:44
    #5

    ჟორჟი მაინც იყიდეთ ბლიიად

  • Mariami Kh
    Mariami Khflag გულშემატკივარი
    schedule 26 აგვ 2026, 12:12
    #4

    იამალი უკმაყოფილო ყოფილა ბალდესთან დაკავშირებით სიტუაციაზე, მაგიტო თამაშობდა მჟავე სახით ელჩესთან, არც გოლები არ აღუნიშნავს, ვარჯიშზე გვიან მიდის და ადრე მოდის, გუშინ ვარჯიშზე მოგებული გუნდი რო ფოტოს იღებს იქაც არ დადგა. გაღუნა ტვინი თავისი ტანტრუმებით რაა. სულ ვიძახდი არაა გამორიცხული რომ ერთი დღე დადგეს და წავიდესთქო ბარსადან და მგონი მაგ დღეს ვუახლოვდებით

    • walker599
      walker599shield ვეტერანი
      schedule 26 აგვ 2026, 13:43
      #6

      ყოველი სეზონის დასაწყისში მაგ ბიჭის პრობლემებით ტვინი შეიჭამა, შარშან იყო ქალებს დასდევდა წელს რაუნდა თვითონაც არიცის, მე ვფიქრობ რაფინიამ პენალი რო არ დაუთმო მანდ აიჭრა პირველი და მერე ყველა შემტევს შედეგი რო ჰქონდა და მაგას არა მანდაც დაკომპლექსდა, მოკლედ ტვინი წაიღო მაგ ბიჭმა, საერთოდ არ ყავდა პსჯს იამალი მარა ლიგები მიაწყო, მხარს დავუჭერდი იამალის გაცვლას კვარაში, რაფინია და კვარა ფლანგებზე იმდენს იშრომებდნენ ეგენიც მიალაგებდნენ ლიგებს, კი ყავს ამ დებილ ბავშვს კუმირი ნეიმარი და ნეიმარივით არ დაასრულოს უფრო მალეც ფრთხილად იყოს.

    • Moriarti
      Moriartiflag გულშემატკივარი
      schedule 26 აგვ 2026, 13:57
      #7

      თუ არუნდა აქ ყოფნა წავიდეს, ბარსა არავის იჭერს მაგრამ 300მ+ უნდა აიღოს კლუბმა სანაცვლოდ.
      მარა არ მჯერა ეგ ამბავი რო წასვლა უნდა, შეიძლება საერთოდ სხვა რამეში იყოს საქმე.

  • La Pulga10
    La Pulga10shield ვეტერანი
    schedule 26 აგვ 2026, 12:01
    #3

    მცველი ყველა ვარიანტში უნდა მოიყვანონ. დარჩება ბალდე არ დარჩება. კრისტენსენის იმედი აქვთ?

  • Don_Andresito
    Don_Andresitostar ლეგენდა
    schedule 26 აგვ 2026, 11:50
    #1

    დავრჩით უყრანსფეროდ. არც მცველი მოიყვანეს არც 9 ნი. ელჩეს ამოტენვამ წაგვახალისა მარა ვინანებთ მალე მაგას.

    • David_Villa...7
      David_Villa…7flag გულშემატკივარი
      schedule 26 აგვ 2026, 11:56
      #2

      მეც იგივე აზრზე ვარ, მარტო როდრი ვერ გვიშველის :)) სადაც გვიჭირს ყველაზე ნეტად იიქ ისევ სუსტევი დავრჩით

      GIF