workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ოფიციალურად: ლივაკოვიჩი ბარსელონას ფეხბურთელია

ოფიციალურად: ლივაკოვიჩი ბარსელონას ფეხბურთელია

უკვე ოფიციალურად დადასტურდა: 31 წლის დომინიკ ლივაკოვიჩი მომდევნო 4 სეზონის განმავლობაში (2030 წლამდე) “ბარსელონას” მეკარე იქნება. ახლა მხოლოდ ის არის გასარკვევი, დარჩება ხორვატი მიმდინარე სეზონში ჟოან გარსიას დუბლიორად, თუ იჯარით წავა, სანამ ვოიცეხ შჩესნი ბლაუგრანაში კონტრაქტის ბოლო წელს ამოწურავს.

ტრანსფერის დეტალები და ხელმოწერის ცერემონია

ლივაკოვიჩის ტრანსფერის გამოცხადება ოთხშაბათს იგეგმებოდა, თუმცა “ბარსელონას” “ფენერბაჰჩესგან” საბოლოო დოკუმენტების მიღება დააგვიანდა. საბუთებთან დაკავშირებული საკითხები უკვე მოგვარებულია და გამოცდილი მეკარე ოფიციალურად “ბარსას” ფეხბურთლია. კატალონიური კლუბი ტრანსფერში 4 მილიონ ევროს გადაიხდის (2 მილიონი ფიქსირებული, 2 – ბონუსების სახით).

ხორვატი ბარსელონაში სამშაბათს ჩაფრინდა და ოთხშაბათს სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. ამის შემდეგ მან “ბარსელონაში” ტრანსფერი რესტორან Botafumeiro-ში პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან და ვიცე-პრეზიდენტ რაფა იუსტესთან ერთად აღნიშნა. ვახშამს მისი აგენტი, ენდი ბარაც ესწრებოდა. მოგვიანებით შედგა კონტრაქტზე ხელმოწერის ცერემონია, რომელსაც დეკუ და ბოიან კრკიჩი ესწრებოდნენ.

ჰანსი ფლიკის პოზიცია

მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა “ატლეტიკთან” მატჩის წინ ლივაკოვიჩის დამატებაზეც ისაუბრა და მისი გუნდში დარჩენის საკითხი ღიად დატოვა:

“კარგია მომავალი წლებისთვის გამოცდილი მეკარის ყოლა.”

გერმანელმა სპეციალისტმა ასევე გამოხატა კმაყოფილება სათადარიგო მეკარის პოზიციაზე ვოიცეხ შჩესნის თამაშით.

დომინიკ ლივაკოვიჩი დიდი გამოცდილების მქონე მეკარეა, რომელმაც ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში შესანიშნავი თამაშით გამოიჩინა თავი. ვნახავთ, გადაწყვეტს თუ არა “ბარსელონა” მის გუნდში დატოვებას, თუ ფეხბურთელს იჯარით გაუშვებს (ამ შემთხვევაში ყველაზე რეალურ ვარიანტად “დინამო ზაგრები” განიხილება).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 27 აგვ 2026, 15:59
    #2

    შჩესნი მადლობელი დარჩება თუ მე-3 მეკარედ დატოვებენ. მახსოვს გარსიას რო ფეხი ეტკინა და ექიმები გავიდნენ, ფლიკმა ანიშნა ამას გახურდიო და უნდა გენახათ როგორ წამოიზლაზნა, კომენტატორი მოკვდა სიცილით კაცი ამბობს რას მერჩით ვიჯექი ჩემთვისო და ამ დროს ექიმებმა ანიშნეს არაფერია გარსია გააგრძელობსო და აი აქ სულ გაგიჟდა კომენტატორი ნახეთ უფრო გაბრაზდა დააკვირდითო ეხლა იმას დარდობს ტყუილად რას გამახდევინეთო. მოვკვდი მოკლედ სიცილით, მაგარი კომენტატორები ყავთ რუსებს.

  • David_Villa...7
    David_Villa…7flag გულშემატკივარი
    schedule 27 აგვ 2026, 15:28
    #1

    2 მილიონად ნაჩუქარია :)) საკმაოდ კაი მეკარეა… ფაბრიციომ დაწერა ოფიციალურად დასრულდა საგა ატლეტიკომ საბოლოო უარი განაცცადაო :))) ვინმეს დავურიცხოთ ფული და იმ კლუბს ვაყიდიოთ და იმ ლუბმა ჩვენ მოგვყიდოს ან რამე მსგავი 🤣🤣