უარი რეალ მადრიდს! – როდრი ბარსელონას ფეხბურთელი გახდება | ჟერარ რომერო

უარი რეალ მადრიდს! – როდრი ბარსელონას ფეხბურთელი გახდება | ჟერარ რომერო

ჟერარ რომერის ინფორმაციით, როდრი ერნანდესი რამდენიმე საათში ბარსელონას ფეხბურთელი გახდება – მან რეალ მადრიდი უარით გაისტუმრა და მოცდა აღარ სურს.

მატეო მორეტოს ცნობით, ბარსამ 2024 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულთან კონტრაქტი უკვე შეათანხმა. რეალ მადრიდი ესპანელით კვლავ ინტერესდება, მაგრამ მისი პრიორიტეტი ბარსელონაა, რაც მადრიდულ გრანდში უკვე იციან. როდრის “ლოს ბლანკოსთან” შეთანხმება ჰქონდა, მაგრამ ესპანეთის ნაკრებში მისმა რამდენიმე ბარსელონელმა თანაგუნდელმა, მათ შორის, ლამინ იამალმა ფეხბურთელს აზრის შეცვლა ურჩია.

აღნიშნულს ფაბრიციო რომანოც ადასტურებს და დასძენს, რომ ბარსელონას სპორტული დირექტორი დეკუ მოლაპარაკებების გასამართად მადრიდში გაემგზავრა. ოფიცალური შეთავაზება უკვე როდრის აგენტის ხელშია და ამასთან, ბარსა მანჩესტერ სიტისაც უკვე დაუკავშირდა.

ფაბრის ჰოკინსის მტკიცებით, მანჩესტერ სიტის როდრიში €80 მილიონი სურს, მაგრამ, იმის გამო, რომ კლუბებს კარგი ურთიერთობა აქვთ, შესაძლოა, €60-70 მილიონი საკამრისი იყოს. პეპ გვარდიოლას გამო მხარეები ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ.

Sport-ის თქმით, ფრენკი დე იონგის ხანგრძლივი ტრავმის გამო, როდრი ბარსელონასთვის პრიორიტეტი გახდა. პლუს, კატალონიური გრანდი ესპანელ საყრდენს სატრასფერო ფანჯარაზე უნიკალურ შესაძლებლობად ხედავს, რადგან მას ოქროს ბურთის გამარჯვებულის სტატუსი აქვს და სიტისთან კონტრაქტი 1 წელში ეწურება. როდრის ჰანსი ფლიკმაც დაურეკა, რომ ფეხბურთელი დაერწმუნებინა.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (20)

დატოვე კომენტარი

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 06 აგვ 2026, 23:31

    პედრი,როდრი,ოლმო. წაიკუზეთ ბარემ ჰა და გიხმართ. ნახევარდაცვა რო ყველას გადაუვლის მაგაზე ეჭვი არ მეპარება. შეტევაში ფორვარდი თუ მოიყვანეს, მანდაც ყველაფერი კანფეტ. აი დაცვაა ერთადერთი სუსტი წერტილი.

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 06 აგვ 2026, 23:14

    ეჭვის გარეშე, აი ცალსახად და ყველა გემოვნებით რომ შეხედო, უბრალოდ ჭეშმარიტად ყველაზე ძლიერი ნახევარდაცვა გვეყოლება პლანეტაზე. როგორც ძირითადი ისე სათადარიგო❤️💥 სანამ არ ვნახავ ნოუკამზე ბურთის ამკენწვლას არ დავიჯერებ🥰

  • Vakho77
    Vakho77 ახალბედა
    schedule 06 აგვ 2026, 22:55

    ეს და ალვარესი თუ დავიმატეთ ლიგა კი უნდა მოიგონ რა!

    • AFRO
      AFRO ახალბედა
      schedule 06 აგვ 2026, 22:57

      100 მილიონად რო გავყიდოთ კუნდე თან პსჟ უნდა მაგრად პლიუს ფერანში 55-60 და პორო ლაპორტი ან რომერო და ჟორჟი იდეალური იქნება

  • C.PC5
    C.PC5 ვეტერანი
    schedule 06 აგვ 2026, 22:30

    ხოდა ეს თუ მოყავთ დეიონგს ააცმეინონ, ბერნალი იქნება მაინც როდრის შემცვლელი და მორჩა მაგ პოზიციაზე დარდი მაგით

    • Motamashe
      Motamashe ახალბედა
      schedule 06 აგვ 2026, 23:08

      ამის მოყვანა სხვა პლუსებთან ერთად დეიონგის წასვლასაც ნიშნავს. ოღონდ ბევრად ვერ გავყიდით. მაქსიმუმ 40 მილიონი. სამწუხაროდ 100 რომ შეგვეძლო მაშინ უნდა გაგვეყიდა.

  • ProBot_23
    ProBot_23 ახალბედა
    schedule 06 აგვ 2026, 22:20

    ბიჭო რა მაგარი ტრანსფერია, უდაოდ საუკეთესო ამ სატრანსფერო ფანჯარაზე!
    დღეს დილა დაიწყო ნიუსით ბარსა არ ჩაერთვება როდრის ტრანსფერშიო, ამ საიტზე პირველი ეგ წავიკითხე დღეს და რაღაცნაირად გული ჩამწყდა მაგრამ დაახლოებით ერთ საათში დაიწყო ტალღა და დღის ბოლოს მგონი დამთავრებულია ტრანსფერი. აი ძალიან ძალიან მიხარია და იმედია გული არ დამარტყავს ეს ტრანსფერი რომ არ გამოვიდეს :)))))
    დეიონგი არის ბოლო ნაძირალა რომელიც ბარსას ბოლო კრიზისთან გვაკავშირებს და იმედია მაგას ხურდაში აჩუქებენ ან ვინმეს შეტენიან. ეგ მოაშორონ და ყველაფერი კარგად იქნება

  • 1899
    1899 ახალბედა
    schedule 06 აგვ 2026, 22:15

    ცენტრი:პედრი-ოლმო-როდრი თუ დაჯდა გააჯ… დე იონგი ნაბო…

  • gbafbdfbcvbcvb
    gbafbdfbcvbcvb გულშემატკივარი
    schedule 06 აგვ 2026, 22:14

    ფრენკი ტორესი და არაუხო გაყიდონ ახლა და დაითრიონ კაი მცველი კუნდეც რომ გააყოლონ პედრო პოროს გამო მაგარი იქნება

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    schedule 06 აგვ 2026, 21:43

    არაფრისმომცემ იგრებში ბერნალი უნდა ათამაშოს ანუ მეტწილადად რომ იცი თამაშს მოიგებს ეგეთებში უნდა დაასვენოს

  • Frenkie de Jong_
    Frenkie de Jong_ ვეტერანი
    schedule 06 აგვ 2026, 21:40

    იმედია რეალის ფულის ასახევად არ გვიყენებს

    სანამ არ გაოფიციალურდება არ მჯერა

    ეს თუ მოვიდა 6 ლიგაააა იხოდებაა

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 06 აგვ 2026, 21:27

    ეს ტრანსფერი თუ მოიხოდა გამოც*ლევდები

  • LEVANII
    LEVANII ახალბედა
    schedule 06 აგვ 2026, 21:07

    Როდრის ვახევთ რეალს? Ეს კუკურეიას აბაროტია ისე კი როდრი იმათ უფრო სჭირდებოდათ კუკურეია კი ჩვენ გაცვლა რომ შეიძლებოდეს კარგი იქნებოდა

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 06 აგვ 2026, 20:35

    ნ1 საყრდები დღეს აუ აუ ამას ბარსას მაისურში ყანამადრიდელები რომ ნახავეენ რას გამწარდებოდნენ ბიჭოოო😂😂😂

  • paata-iniesta
    paata-iniesta ლეგენდა
    schedule 06 აგვ 2026, 20:32

    ძაან კარგიაა სტილისტურად ძაალიან შეეფერება ბარსას,👏
    უბრალოდ ბოლო პერიოდში ცოტა ტრავმიანი გახდაა და იმედიაა ხშირად არ მოუწევს ლაზარეთშიი ყოფნაა .

  • Tiki-Taka
    Tiki-Taka ახალბედა
    schedule 06 აგვ 2026, 20:25

    როდრი დეიონგის მაგივრად ძაან კაი აფგრეიდია ახლა პრაქტიკულად ესპანეთის ნახევარდაცვას ვკრავთ რაც ძაან მაგარი ამბავია.

  • araujo4
    araujo4 კულე
    schedule 06 აგვ 2026, 20:23

    ბოლო 10 წლეულის ტოპ 3 ტრანსფერი იქნება. ვამოოს მოდი რა მოდი. პედრი როდრიიი უნდა ვიძახოთ ბიჭო იმენა გამოისმევს მთელი მადრიდის ნახევარდაცვას.რამდენი ხანია ვწერ როდრის როგორ არ ეჩალიჩებიან მეთქი და მისმინეს