ხავიერ ტებასი ლიგა ერთს აკრიტიკებს: მესი მთელ ფეხბურთს დააკლდა

ხავიერ ტებასი ლიგა ერთს აკრიტიკებს: მესი მთელ ფეხბურთს დააკლდა

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი მიიჩნევს, რომ ლიონელ მესი საფრანგეთის ჩემპიონატში გადასვლის შემდეგ მთელ ფეხბურთს დააკლდა.

კითხვაზე, ხომ არ აკლია ესპანურ ფეხბურთს მესი, ტებასი პასუხობს:

ვფიქრობ, მესი მხოლოდ ლა ლიგას არ აკლია. ის მთელ ფეხბურთს აკლია, რადგან საფრანგეთის ჩემპიონატი... არის ის, რაც არის.

მიმაჩნია, რომ რამდენი ვარსკვლავიც არ უნდა ჰყავდეს პსჟ-ს, მესის თვალს უფრო ნაკლები ადამიანი ადევნებს, ვიდრე ეს მისი "ბარსელონაში" ყოფნის დროს ხდებოდა. იმედი მაქვს, მას კარგი მსოფლიო ჩემპიონატი ექნება, რადგან ამ ტურნირზე მისი კვლავ ნახვის საშუალება გვექნება.

არ მგონია, პსჟ-სა და "ნანტის" თამაშს ყველა გულშემატკივარი უყურებდეს. "ბარსელონაში" კი პირიქით ხდებოდა.

- განაცხადა ხავიერ ტებასმა Ole-სთან საუბრისას.

მართალია, ტებასის სიტყვები სიმართლესაც შეიცავს, მაგრამ მაინც უცნაური განცხადებაა იმ ადამიანისგან, რომლის ლიგის 4 წარმომადგენლიდან სამი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა. სწორედ ხავიერ ტებასია ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ლეო მესიმ "ბარსელონა" დატოვა, ასევე იმის, რომ ლა ლიგის თითქმის ყველა კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს, მათ შორის "რეალ მადრიდსა" და "ბარსას".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 3 ნოემბერი 2022 17:10
    0
    ციტატა: Giorgi99
    ლუის ენრიკე ატლეტიკ9შიო ნეტა არ წავიდეს

    არა მგონია წავიდეს სეზონის ბოლომდე, სერესოს წუწურაქობა რო ვიცი. სიმეონეს კონტრაქტი 30 ივნისამდე აქვს და თუ მის გაშვებას გადაწყვეტენ 14 მილიონის გადახდა მოუწევთ მისთვის. ვინმე ფიქრობს რო სერესო 6 თვის გულისთვის 14 მილიონს გადაყრის?
    Culé [?]
    #6 2 ნოემბერი 2022 21:36
    1
    როჟა ისეთი სპერმა არარაობაა, პირველად რომ ხედავდეს კაცი იფიქრებდა მე გავაგდებინე მესი ამათ პარიზში :))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 2 ნოემბერი 2022 21:26
    1
    *ლე ვარო მოკლედ ტებასმა რა.

    ციტატა: Giorgi99
    ლუის ენრიკე ატლეტიკ9შიო ნეტა არ წავიდეს

    მაგრად გამიტყდება ეგ,რომ ატლეტიკოში წავიდეს.მაგას ჯობია კიდევ ცოტახნით ესპანეთის ნაკრებში დარჩეს.თან რაიცი რა ხდება.ჩავიმ თავისი პირით თქვა ტიტულები თუ ვერ მოვიგე წელს ჩავალაგებ ნივთებს და წავალო.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #4 2 ნოემბერი 2022 20:57
    0
    ლუის ენრიკე ატლეტიკ9შიო ნეტა არ წავიდეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 ნოემბერი 2022 20:55
    0
    ეხლა შეუყვარდა ლეო, კარიერა რო დაუნგრია?
    დღეს ქართულ გოალზე წავიკითხე "მესი ლაპორტას ზარებს არ პასუხობსო" და როგორ უპასუხებს როცა ლაპორტა ჯერ კიდევ ფიქრობს: ბერნარდუ თუ მესი მოიყვანოს.
    და კიდევ ატლეტიკოს გადაწყვეტილი აქვს მუნდიალის დამთავრების შემდეგ სიმეონეს ნაცვლად ენრიკე მიიყვანოს.
    ფანი [?]
    #2 2 ნოემბერი 2022 19:49
    6
    უკანასკნელი ნაბო*არი რომ არ იყო ვინ იცის, ახლა მესის ბარსელონას ფორმა ეცმეოდა, მსოფლიოს მერე კი ლიგის 1/8 ფინალს ითამაშებდა ჩვენთან ერთად :)))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 ნოემბერი 2022 19:23
    7
    ნუ უზრდელობ ტებას, ნანტი რომ ვერაა გრანდი, ეს ვიცით, მაგრამ პატივისცემა ყველასადმი უნდა გამოიჩინო;
    მერე რატომ წავიდა მესი? ვინ ადგენდა წესებს? შემთხვევით შენ და რუბიალესი ხომ არა?