ჩავი ერნანდესი ვალენსიასთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესი ვალენსიასთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესი "ვალენსიასთან" მოგებულ მატჩზე საუბრობს:

მეტოქეზე უკეთესები ვიყავით და მოგება დავიმსახურეთ, მიუხედავად იმისა, რომ სწორი გადაწყვეტილებები ვერ მივიღეთ.

კუნდეს ძლიერი დისკომფორტი ჰქონდა, მაგრამ, ვფიქრობ, ტრავმა არ აქვს. იგივეს ვიტყვი ერიკ გარსიაზეც.

ცოტათი ვნერვიულობდით. ალბათ, ოთხშაბათს ჩატარებულმა მატჩმა ჩვენზე გავლენა მოახდინა. 

ხასიათის კიდევ უფრო გამოსაკეთებლად "პლზენი" უნდა დავამარცხოთ.

3 ქულის მოპოვებით ძალიან ბედნიერები ვართ. პირველ ტაიმში გატანა შეგვეძლო, მაგრამ, საბოლოოდ, გოლი ბოლო წუთზე გავიდა. 

უმჯობესი იქნება, თუ შედეგებს დავივიწყებთ და გადავხედავთ, რა გავაკეთეთ კარგად და რა - ცუდად.

ამ სეზონში ჩვენი ცუდი გამოცდილებიდან გამომდინარე, როცა ლევანდოვსკიმ გაიტანა, ვიფიქრე, რომ ამ გოლს გააუქმებდნენ.

ვფიქრობ, ჩემი 11-თვიანი მუშაობის პერიოდში გუნდი საკმაოდ განვითარდა.

უკეთ თამაში და მოედნის მესამედში უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება გვმართებს. 

პიკეს წვივის დამცავი და გეტრები წესრიგში არ ჰქონდა, რადგან არ ელოდა, რომ მოედანზე გამოსვლა მოუწევდა, და არ ხურდებოდა.

ერიკმა მითხრა, რომ დაზიანება არ აქვს, მაგრამ ხვალ ვნახოთ...

როცა ალბა თამაშობს, უმაღლეს დონეზეა - ის უმნიშვნელოვანესი მოთამაშე და ერთ-ერთი კაპიტანია, როგორც პიკე, რომელიც უფრო ნაკლებ სათამაშო დროს იღებს.

ბედნიერი ვარ. ყველა მოგებას აღვნიშნავთ და როცა ვერ ვიგებთ, საგანგებო ზარი რეკავს. ეს "ბარსაა".

პრეზიდენტი ძალიან ბედნიერია. ეს მოგება გვჭირდებოდა. მან მითხრა, რომ 3 ქულა ძალიან მნიშვნელოვანია და ბოლო წუთზე გატანილი გოლი გადამწყვეტი იყო.

კაპიტნები თავიანთ საქმეს თავდადებით ასრულებენ.

"ვალენსიას" თამაში განვიხილეთ და ველოდით, რომ იმაზე მაღლა ამოწეული იქნებოდა, ვიდრე დღეს იყო - მათ ბალდე თავისუფლად დატოვეს. მაგრამ, ზოგადად, გატუზოს მიდგომა მომწონს - იტალიელს შესანიშნავი გუნდი ჰყავს.

ახლა, ლა ლიგის ლიდერების რანგში ვიძინებთ, მაგრამ ვნახოთ, ხვალ რა მოხდება.

12 ტურის შემდეგ "ბარსელონას" 31 ქულა აქვს და "რეალ მადრიდს" ბურთების შეფარდებთ სჯობნის, მაგრამ კარლო ანჩელოტის გუნდს ხვალ სათამაშო აქვს. მადრიდელთა მეტოქე "ჟირონა" იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 31 ოქტომბერი 2022 00:30
    0
    და ჟირონამაც იკაცა, ყოჩაღ ბიჭებო. რეალი იმედია ერთ ფრესაც გააგორებს და ლიდერებათ დაგვტოვებს ახალ წლამდე.
    ფანი [?]
    #11 30 ოქტომბერი 2022 13:25
    0
    სამწვრთნელო შტაბი- მწვრთნელი ასევე ლაპორტა- სტაფი გასაგდებია.
    რაც მალე....მით უკეთესი.
    ფანი [?]
    #10 30 ოქტომბერი 2022 11:18
    1
    Pier Njanka,
    მაგ შენ ჩამოთვლილ მწვრთნელებს ყავდა მესები ხავები ინიესტები სუარესები ანრები დეკუები . რავიცი კიდე ვინ ჩამოვთვალო აჟალგაზრდა ალბა და დანი ალვეშზე აღარაფერს ვამბობ. ამ კაცს კიდე დაქცეული გუნდი ყავს ჩაბარებული. ძალიან გადაბერებული სასტავით დაკომპლექსებული და ფსიქოლოგიურად განადგურებული გუნდი. ნუ ადარებთ ძველ მწვრთნელებს
    გულშემატკივარი [?]
    #9 30 ოქტომბერი 2022 09:17
    0
    გარსიას და ფერნანს ღამე დაძინებია წინ თბილი წინდები ჩააცვი რომ არ გაგიცივდეს

    ციტატა: Pedri 8
    გარსიას და ფერნანს ღამე დაძინების წინ თბილი წინდები ჩააცვი რომ არ გაგიცივდეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 30 ოქტომბერი 2022 04:33
    1
    დრო სჭირდება, წნეხი აქვს სერიოზული, მართლა ძალიან სერიოზული
    ბუსი და პიკე, ალბასი არ იყოს ეხლა სკამზე უნდა ისხდნენ და ახალაგაზრდებს ზურგს უნდა უმაგრებდნენ;

    ფიზიკურ მომზადებას უნდა მიაწვეს გუნდის, ამაში თუ გერმანელებისგან აიღო მაგალითი, ცოტა ხანში მონსტრს ააწყობს;
    ლიგაზე კიდევ არანაკლებ დააშავეს მსაჯებმა და ესეც ამის პასივში შევიდა;
    ბაიერნმა კიდევ ყველანაირად მოინდომა და ორივე მატჩში მაქსიმუმი დადო; ფლეი ოფის ფორმატში ითამაშა და შენების პროცესში მყოფი გუნდი რომ ფორმის პიკზე მყოფს ხვდება ამ დროს ასეთი რამ იჩენს თავს;
    1 მატჩში მსაჯის დანაშაული იყო;
    2 მატჩში კი ფსიქოლოგიური, შანსი აღარ რჩებოდა
    კუნდე და ფრენკი ეხლა დაბრუნდნენ, არაუხო,რობერტო,გავი, დეპაი,კრისტენსენი დამტვრეულებია; ცუდ დროს დაემთხვა ტრამვები
    ფიზიკაშია მოსამატებელი და დადებითი ისაა, რომ 12 მატჩიდან 10 მოიგო, 1 კლასიკოში ტრამვების ფონზე დათმო;
    1-2 ადგილს იყოფს ჯერჯერობით
    ლა ლიგა, ევროპალიგა, ევროპის სუპერთასი, ესპანეთის სუპერთასი, კოპა დელ რეი ყველა ეს ტიტული გასათამაშებელია და მოგების შანსი დაკარგული არაა

    მაინც ვფიქრობ, რომ დემბელეს სკამი უხდება ხოლმე, მერე დებილიზმები ეწყევა, ამიტომ ხანდახან ფერანს და რაფინიას უნდა დააწყებინოს მაგ ფლანგზე
    და კიდევ, მესტალიაზე მოგება არასდროს იყო იოლი
    ახალბედა [?]
    #7 30 ოქტომბერი 2022 04:29
    2
    ვამბობდი და გავიმეორებ...როგორც მწვრთნელი-არ არის ხავი კომპეტენტური. რაც მალე წავა უკეთესი. ლუის ენრიკეს, ვილანოვას და გვარდიოლას ამდენ ხანში საქმე ნაჩვენები ჰქონდათ.
    [?]
    #6 30 ოქტომბერი 2022 02:40
    11
    ასე მგონია წინა თამაშებშიც იგივე თქვა, ერთი და იგივეს ბოდავს, არც კომენტარშია კრეატიული როგორც თამაშში. ან სად ხედავს პროგრესს, ბაიერნს ლევა რო არ გამოეშვა 15 ადგილზე იქნებოდა სევილიასთან ერთად.

    ერთი ორი სიტყვა მინდოდა შემტევებზე მეთქვა მარა ორ სიტყვაში არ გამოვა. დეპაის არ შევეხები რახან ტრავმა აქვს თორე ეგეც კაი დუბელაა.
    მთავარით დავიწყოთ
    დემბელე: მოკლედ ყველა თამაშს ვუყურებ თითქმის, პრემიერ ლიგას, ისეთ თამაშებსაც სადაც გრანდი არ მონაწილეობს, მაგალითად ფულემი ევერტონს და ასეთ თამაშებსაც, ვუყურებ სტაბილურად ნაპოლის, სიტის, არსენალს, ხშირად ბაიერნს პსჟს. და არსად არ შემხვედრია, არც ერთ გუნდში ასეთი სასქესო ორგანო ფეხბურთელი როგორიც ეგაა. მაიმუნზე ბევრად ნაკლები აქვს აიქიუ ოღონთ მართლა, გაზვიადების გარეშე. 1 თამაშს იფრენს და მერე 5 ში მეტოქის ფლანგის მცველი ხდება. 10 წუთში 5 ჯერ რო ბურთს დაკარგავს, დასარტყამს არ ურტყამს, პასს ტენის, პასის საჭიროების დროს ბურთი გაურბის, მილიონი ზედმეტი მოძრაობა აქვს და არის არარაობა, ამ დროს საუკეთესო შემტევად რო მიიჩნევა ლევას მერე მგონი ცხადყოფს რო ტ...კში ვართ. ბაიერნთან და ვალენსიასთან თამაშების მერე ნებისმიერი საშუალო გუნდის ძირითადიდან ამოვარდებოდა.

    ტორესი: სულ მეგონა რო უიღბლო იყო, მეთქი გაიტანს ერთს და ეშველება მარა არა, უიღბლო არა, პროსტა ქინძია, უდაბლესი დონე. როგორ შეიძლება ესეთ დროს, მატჩის ბოლო წუთზე ცარიელ კარში არათუ გამაზო, 2 მეტრიდან ბურთს ფეხი ააცილო. მსგავსი რამე არავის მოსდის ბარსას ფეხბურთელის გარდა. ეგ რო ევერტონის მოთამაშეს მოუვიდეს, მიწაში ჩადებენ, დამარხავს ცოცხლად პრესა თუ მწვრნთელი. აქ კიდე შემდეგ თამაშშI ძირითადში იქნება. განა აცილებაშია პრობლემა, ამას რო სულ ეგ ჭირს ესაა სატირალი. სისწრაფე 0, გოლი ვერა, დარტყმა 0, ალღო იღბალი ყველაფერი 0. რატო თამაშობს ამ გუნდში ვინმე ამიხსნის?

    ფატი: ეს ვითომ ვარსკვლავბიჭუმა, ახლა შეშინებული კურდღელია, ვინისიუსმაც მიიღო მძიმე ტრავმა, ბეცრმა ახალგაზრდამ გაიკეთა რამდენიმე ოპერაცია მარა ესეთი ჩასვრილი მოედანზე არავინ დაბრუნებულა. ფოლკიეს დანახვაზე ორჯერ გაიწია და ბურთი დათმო, დარტყმით არაპროფესიონალივით ურტყამს, პასს ნაგლად არ აკეთებს, თუ გააქვს გოლი ესეიგი თამაშგარეშსია ან მანამდე ხელით გაიჩერა. ხიფათი 0 აქვს. ამდენი ხანი ვერ შევიდა ფორმაში და საერთოდ აღარ მაქვს იმედი. 1 თამაშს ესეც ითამაშებს დემბელესავით კი და გამოხტებიან და იტყვიან სად ხართ ვინც აკრიტიკებდითO მარა მერე 6 თამაში შეიმალებიან ისევ მაგის მთქმელები.

    რაფინია: ყველაზე რთულად კიდე ამისი საქმეა. არც უჭკუოა, არც პასს უჩივის, არც დარტყმას და ტექნიკას მარა რისთვისაა მოედანზე ვერ გაიგებ. კაი პასი იყო კი, უფრო ლევას მოქმედება იყო კაი ვიდრე პასი მარა მაინც კაი იყო, უბრალოდ მანამდე რა ქნა? ლევას მანამდე გამოგლიჯა გოლი როცა მცველივით მოიგერია ბურთი დამატების ნაცვლად. წინა თამაშებშიც ცდილობდა მარა საერთოდ ვერაფერს გვმატებს, ეგ მაშინებს რო ვერც ვერაფერში ვერ გამოგვადგება და შეგვეტენა ისევ ტიპი.

    ანუ რა გამოდის, 4 შემტევი და ოთხივე ვენოკი, გუნდის მტრები და -1 კაცი. 4-4-2 ზე გადავეწყობოდით მარა ნახევარდაცვა კიდე უარესია. მაგათ მერე შევამკობ. დასკვნა აქედან, ან ოთხივე მართლა უბრალოდ ...ეა, ან ჩავია თავის ბორდიანაც ეგ. როგორ შეიძლება ამ ოთხიდან ვერავისგან მიიღო სასურველი. მიეცი კლობს და სამს მაინც აათამაშებს, აქ კიდე მოყარა ამან ძმები და არაპროფესიონალი კიტრები და ვერავის გაუგია რა უნდა აკეთოს ან როგორ. 0 პროგრესი თითოეულს. დემბელეს პროგრესზე ლაპარაკიც არ გაბედოთ, მესის წასვლის მერე მიეცა ფლანგიც და მეტი არეალი და მაგის გამოა რო ხან ანათებს, თან ტრავმას აღარ იღებს თორე ზუსტად ისეთივე ასოა როგორიც იყო. ფაქტია რო ტორესი მოითხოვა, 55, რაფინიაზე თავი გაიგიჟა, 57. დემბელეს დაუჩოქა დარჩიო. და მივიღეთ ის რო ან ეს კაცი დებილია და ვერ არჩევს ვინ უნდა, ან ჯადო აქვს და წავიდეს გამოილოცოს. რა ლა ლიგის მოგებაზეა ბაზარი, რეალის მოთამაშეებს შეხედეთ თითოეულ პოზიციაზედა მერე ამ სანაგვეს. ლევას შტეგენის კუნდეს გარდა ყველა ჭ კლასია. სანამ ეყოფა ძალა ლევას ესეთ თამაშებს მოგვაგებინებს, ესეთს ოღონთ ამაზე რთულს ვეღარ. და ეს კაცი რო დაიმტვრეს რა გვეშველება? ამ უღმერთო გუნდში ლევას ტრავმის ალბათობა დიდია, პიკემ კიდე მცველებს შეულოცა? 4 დან 4 ვე დამტვრეულია ამ ეტაპზე. ფსიქოლოგთან ერთად მამაოც მოიყვანონ იქნებ ეშველოთ და ღმერთს გული მოუბრუნდეს ამ გუნდზე მარტო რო სჯის ბოლო 5 წელია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 30 ოქტომბერი 2022 01:41
    0
    ნუ პლზენთან მოსაგებია ასეც და ისიც, მუნდიალამდე ის დარჩენილი 2 მატჩი მოსაგებია და ლა ლიგისათვის საომარი
    გულშემატკივარი [?]
    #4 30 ოქტომბერი 2022 01:38
    0
    3 ქულა მთავარია და შეეშვით ლიგის თამაშებს...გამოიყვანე გუნდი შოკიდან... ლევანას გაუფრთხილდით...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 30 ოქტომბერი 2022 01:35
    0
    პლზენი დაამარცხეთ და ჯგუფიდან გასულები ვართ.
    ფანი [?]
    #2 30 ოქტომბერი 2022 01:35
    0
    Msofliomde udanakargot,mere nawili fexburtelebisa vinc nakrebshi araa daisvenebs,zogi gamojanmrteldeba,egeba msoflioze gamochndes vinme kai da davecet,zamtarshi satransfero fanjarac wamogveweva da wesit meore naxevari uketesi unda iyos,dasawyis mathebshi tu areuli ar davrchit.zamtris da zafxulis shevseba maximalurad sargeblianad unda gamoviyenot ro momaval wels angarishgasawevi dzala viyot,xavim cota dalagdes jobia da daakvirdes done mwvrtnwlebs.
    გულშემატკივარი [?]
    #1 30 ოქტომბერი 2022 01:28
    5
    დარჩენილ მატჩებში მაქსიმალური ქულები უნდა ავიღოთ, მერე მსოფლიოც იწყება და ახალ წელს ახალი ხოდით უნდა შევხვდეთ. VISCA BARCAAA