ჩავი ერნანდესი ლინარესთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესი ლინარესთან მატჩის შემდეგ

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი “ლინარესთან” მოგებული მატჩის (2-1) შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრობს:

“დღეს რწმენის წყალობით ვიმარჯვეთ. ჩემს შეგირდებს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევდი, რადგან შეცდომების დაშვება არ შეიძლებოდა. ამიტომ, შესაძლოა, სათადარიგოთა სკამთან ბევრს ვაქტიურობდი.

შესვენებისას ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ შეგვიძლია, ტაქტიკაზე 3 საათი ვისაუბროთ… თუმცა, დღეს რწმენამ იმარჯვა – შემეძლო, სქემა 200-ჯერ შემეცვალა, მაგრამ მის გარეშე არაფერი გამოვიდოდა.

დემბელემ მატჩის ბედი გადაწყვიტა. ერთი-ერთზე თამაშისას ის შესანიშნავია. უსმანის კონტრაქტთან დაკავშირებით ახალი არაფერია.

რთული მატჩი გამოვიდა. ხალხი მოგებას ელოდა, მაგრამ ფეხბურთი ასეთი აღარაა – ნებისმიერ ორგანიზებულ გუნდთან გამარჯვებისთვის ბევრი უნდა გაიღო. თანამედროვე ფეხბურთს ყველა კატეგორიაში მაღალი დონის არსებობა ახასიათებს.

ამ ტიპის სტადიონზე თამაში მარტივი არ ყოფილა.

მოთამაშეებს ვუთხარი, რომ მეტოქეზე უკეთესები ვიყავით, თუმცა, შეიძლებოდა, ხელი ორ რამეს შეეშალა – გაძევებას ან საჭირო ინტენსივობის არქონას. პირველ წუთებში სწორედ ინტენსივობის პრობლემა გვქონდა”.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • nika 54
    06 იან 2022, 15:05

    ციტატა: Moriba
    ალკოკოინმა გადაახია ბურთი თავზე რეალს 🤣აჰააა დაურტყა 1 კარში და გაუტანეს


    პირველი რეალმა არ გაიტანა? მილიტაომ გაიტანა მე მგონი.

  • Barca’ 7
    06 იან 2022, 11:48

    ამ გადმოსახედიდან პერსპექტიულ ფეხბურთელს რომელსაც თასების მოგება უნდა უბრალოდ ამ გუნდში რა ესაქმება არ ვიცი ძაან ცუდი სანახაობაა და იმედია ფეხბურთელების გამოჯანმრთელების შემდეგ რამეს დაემსგავსება ეს გუნდი :((

  • Clever liar
    06 იან 2022, 01:49

    მოთამაშეებს ვუთხარი, რომ მეტოქეზე უკეთესები ვიყავით
    შენ კიუთხარი პატ. ხავი, მარა სამწუხარო რეალობა ის არის, რომ პირველი გუნდის ნახევარი და მთელი დანარჩენი სათადარიგო, ამ ეტაპისთვის მესამე ლიგის საშუალო გუნდების ფეხბურთელებზე უკეთესი არაფრით არის, არადა გრანდობა გვინდა :))

  • cezo45
    06 იან 2022, 01:42

    ამ გარსიას დაცვაში ლენგლე მირჩევნია რა ლენგლე ცოტა ფიზიკურად უფრო ძლიერი მაინცა და ისე ტუ ასე კორპუსით უკეთ თამაშობს ვიდრე გარსია

  • Merlo
    06 იან 2022, 01:29

    სწრაფად უნდა დავიწყოთ შემდეგ მატჩზე ფიქრი, ყველა თამაში როგორც უკანასკნელი ისე უნდა ჩაატარონ. მოდუნების დრო არ არის. ლიგაზე მოვხვდებით, მაგის არ მეშინია. მთავარია ახლავე დაიწყონ მომავალი გუნდის მზადება. ისე ძალიან ძნელი თამაში გველის ნაპოლისთან, მაგრამ მჯერა თუ ირწმუნებენ რომ შეუძლიათ, ერთობას, გუნდურობას თუ შეინარჩუნებენ შეძლებენ გადალახვას.

    《○BIG ĆULE○》, გეთანხმები👍

  • EL MAESTRO 6
    06 იან 2022, 01:18

    პუჩი, მინგეზა, გარსია, ნეტო, ჟუტგლა, აკომაჩი, სხვა პლანეტაზე იყვნენ და აშკარად ვერ არიან რა მაღალი დონეები, ჟუტგლამ კი შეაგდო მაგრამ იქამდე და იმის მერეც ბევრი მაზა, არც დე იონგი ფრინავდა და ალბაც ცუდი იყო

  • Merlo
    06 იან 2022, 01:10

    მოგებას უნდა მიაჩვიო გუნდი, ადვილი მათჩი აღარ იქნება. კარგად უნდა გაითავისონ სად თამაშობენ და მათ უკან რამხელა ისტორიაა. ყველაზე მეტად დაცვა და თავდასხმაა მისახედი.

  • Moriba
    06 იან 2022, 01:10

    ალკოკოინმა გადაახია ბურთი თავზე რეალს 🤣აჰააა დაურტყა 1 კარში და გაუტანეს