workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონაში ბედნიერი ვარ – ვოიცეხ შჩესნი

ბარსელონაში ბედნიერი ვარ – ვოიცეხ შჩესნი

“ბარსელონას” მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ მარკ-ანდრე ტერ შტეგენსა და კატალონიურ კლუბში მის მომავალზე ისაუბრა.

“ბარსამ” შჩესნი ოქტომბერში ტერ შტეგენის მძიმე ტრავმის შემდეგ დაიმატა. 34 წლის კარის დარაჯის მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში იწურება, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, “ბლაუგრანა” აპირებს, პოლონელ კიპერს ხელშეკრულების გახანგრძლივება შესთავაზოს.

ტერ შტეგენი პირველივე დღიდან ძალიან დამეხმარა. ის “ბარსელონაში” გადმოსვლამდეც მწერდა და მეუბნებოდა, რომ, თუ რამე დამჭირდებოდა, დამეხმარებოდა.

ბედნიერი ვარ, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს. იმედი მაქვს, მარკი რაც შეიძლება მალე დაბრუნდება და გუნდის დასახმარებლად მზად იქნება, რათა ცოტა დავისვენო (იცინის).

სეზონის დასაწყისში რომ გეკითხათ, ვიტყოდი, რომ “ბარსას” ივნისში დავტოვებდი, მაგრამ აქ გატარებული დრო მიყვარს. ჩემი ოჯახი ბედნიერია. ჩემს შვილს სკოლა მოსწონს, მეუღლეს აქ ყოფნა უყვარს. ნებისმიერ შემოთავაზებას განვიხილავ.

– ამბობს შჩესნი კატალონიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 05 მარ 2025, 15:49
    #5

    ისე ცირკი იქნება მარკი რო დაბრუნდეს და ეს ვერ ამოაგდოს სასტავიდან. ისე ფლიკი გაფართოებულ განაცხადშიც კი აღარ სვავს პენიას, ვითომ გაუშვებენ იმ უტვინოს ენას რო კბილს ვერ აჭერს? თუ ფლიკი ჩავი ეგონა.

  • Barsamani messi
    schedule 04 მარ 2025, 21:40
    #4

    კანეჩნა ბედნიერი ხარ, სოსიედადთან პირველივე კარში დარტყმული გაუშვი.(ბედი გაქვს აფსაიტი იყო) ამასობაში კაციც გაუგდეს და მოედნის ცენტრს აღარ გადმოცდენიან. შეგეძლო სკამი დაგედგა და თამაშისთვის ისე გეყურებინა, ხო მოწევის დროც გქონდა. ვის არ უნდა ეგეთი ცხოვრება. bowtie

  • La Pulga10
    schedule 04 მარ 2025, 16:41
    #3

    დარჩი ძმა. ყოველთვის კარგია ესეთი ტიპაჟის ყოლა გუნდში.

  • DesmondHume
    schedule 04 მარ 2025, 16:36
    #2

    Rato ar iqneba bednieri tamashi ar waugia sociedadtan saertod yvelaze dzviriani gulshematkivris ampluashi iyo, mindvridan uyurebda process :ddd

  • Rick Sanchez
    schedule 04 მარ 2025, 16:17
    #1

    ეს და შტეგენი ერთმანეთს მოხოდავენ კონკურენციაში.