ოფიციალურად: ჟოან გარსია ბარსელონას პირველი ნომერია

ოფიციალურად: ჟოან გარსია ბარსელონას პირველი ნომერია

“ბარსელონას” მეკარეების ნომრებში ცვლილებაა. კატალონიური გუნდის პირველი ნომერი, უკვე პირდაპირი მნიშვნელობითაც, ჟოან გარსია გახდა.

წინა სეზონში კატალონიელი მეკარე 13 ნომრით თამაშობდა, რადგან 1 ნომერი მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ჰქონდა დაკავებული. მას შემდეგ, რაც გერმანელი მეკარე “აიაქსში” იჯარით გადავიდა, პირველი ნომერი გათავისუფლდა. “ბარსელონას” ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა ლა ლიგის ოფიციალურ გვერდზე ვხედავთ, რომ ჟოან გარსია 1 ნომერია, ხოლო ვოიცეხ შჩესნი, რომელიც წინა სეზონში 25 ნომრით თამაშობდა, ამჯერად 13-ნომრიან მაისურს მოირგებს.

ჟოან გარსია “ბარსელონას” გასული სეზონის დასაწყისში შემოუერთდა. 25 წლის ესპანელმა “ბლაუგრანას” მაისურით 45 თამაში ჩაატარა, აქედან 18-ში კარი მშრალად შეინახა. ჟოანმა “ბარსელონაში” ჩატარებულ პირველივე სეზონში სამორას ჯილდო, ანუ ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარისთვის განკუთვნილი პრიზი მოიგო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი