ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბარსელონას ფენერბაჰჩეს მეკარის – დომინიკ ლივაკოვიჩის დამატება სურს.
კატალონიური გრანდი გეგმავს, რომ ხორვატი გოლკიპერი შეიძინოს და ერთი სეზონით იჯარით გაუშვას, 2027 წელს კი დაიბრუნოს და გუნდში ჟოან გარსიას დუბლიორად ჰყავდეს. ამჟამად მეორე მეკარის სტატუსი ვოიცეხ შჩესნის აქვს, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება.
31 წლის ლივაკოვიჩმა კარიერა ზაგრებში დაიწყო, შემდეგ კი დინამო ზაგრებში გადავიდა, სადაც 2016-2023 წლებში ასპარეზობდა. ის ფენერბაჰჩემ 2023 წელს შეიძინა. აღსანიშნავია, რომ მან თურქული კლუბიდან იჯარით 1 სეზონი ესპანურ ჟირონაში გაატარა.
დომინიკი 2017 წლიდან ხორვატიის ეროვნული ნაკრების წევრიცაა.
მშვენიერი ვარიანტია
აწი რაღას უშვებენ იჯარით, დატოვონ გუნდში.
შესნის მესამე მეკარედ გადაწევა ცოტა უმადურობა მგონია. კი არაა სანდო მეკარე მარა რაც მაგან გვიჯიგრა რავი. ისე რა დღეში ვიყავით, მეკარის პოზიცია რომელიც უმნიშნველოვანესია, ვანდეთ კარიერა დამთავრებულ ტიპს და შიდა ტრებლი მაინც დავდეთ. ლივაკოვიჩი საკმაოდ კარგია მეორე მეკარეობისთვის. პენალტების მამაა. ისე რო დაიწერა შემდეგ წელს 1-1 წესს ვეღარ დავაკმაყოფილებთ და ტრანსფერების გაკეთება შეუძლებელი იქნებაო აშკარად მართალია და იციან გუნდში. და წელს გადიან ოლ ინს
Tu yiduloben daitovon barem ijara rato axalgazrdaa da praqtika chirdeba tu 3 mekaris yola ar sheidzleba gundshi. Tu yiduloben moiyvanon pirdapir gundshi
Remiro jobia 15 milionad
მცველი თუ არ ვიყიდეთ წყალში შეიძლება ჩავარდეს სეზონი☹️ წარმოიდგინეთ სეზონის ბოლოა და ერთად იტრავმება კუბარსი და მარტინი, ან კუბარსი და გარისია, ამ დროისთვის კი კრისტენსენს უკვე აქვს ორთვიანი ტრავმა ( რაც საერთოდ არ არის გამორიცხული) ხომ თავისუფლად შეიძლება ასე მოხდეს? მით უმეტეს ყველა ვხედავთ კატასტროფულად არ გვიმართლებს ლიგაზე. რას ვშვებით? მე გეტყვით 99% ალბათობით გვაგდებენ ლიგიდან☹️ ვერ ვხვდები ამხელა ფული დაიხარჯა და 40-50 მილიონიანი მცველისთვის რატომ ვრისკავთ ყველაფერს? იყიდეთ ვინმე მცველი ბლიად
ეგ არ დაგვემართა ზუსტად ინტერთან არც ბალდე იყო და კუნდეც დაიმტვრა 🙁 …..ქრისტენსენი საერთოდ არ მჯერა რომ სეზონის ბოლომდე მიაღწევს 🙁 …..დაცვაში სერიოზული დანაკლისი გვაქვს ცაცია ცენტრალური მცველის გარდა როგორ გინდა მთელი სეზონი ასაკოვან კაცს კანსელუს ენდო ბალდე გინდ ყოფილა გინდ არა აგერ ეტყობა უკვე ამ სეზონის წინა თამაშებში
ეგრეა კი. კორტესის იმედზეა ფლიკი და მაგ ბიჭსაც არ უჩვენებია ის დონე რო ვენდოთ. ბარსა ბ შიც არ არიან მცველები საერთოდ. პრესეზონზე არავინ იყო მცველი. ერთადერთი ჯორდი პესკუერი ათამაშა, მარცხენა მცველი და არაუშავდა მარა აშკარად არაა მზად პირველი გუნდისთვის. შეიხედონ საფრანგეთში, სავსეა ფიზიკურად ძლიერი ცაცია კარგი მცველებით, იქნებ უმტიტის მსგავსად გავარდეს ვინმე. მე პირადად რეკომენდაციას გავუწევდი ტაილელ ტატის. ნანტში თამაშობს, საფრანგეთის მეორე ლიგაში და მაქსიმუმ 10-15 მილიონი დაჯდეს. შარშან ვნახე მაგის 1-2 თამაში, ნამდვილი ცხოველია, ცაციაა, 192 სმ, ოღონთ სწრაფი. დარბის სასწაულად და ცენტრის გარდა მარცხენა მცველადაც თამაშობს. კარგი პრესა აქვს და 18 წლისაა. საფრანგეთის მეორე ლიგის ტიპს ტრანსფერმარკეტი 25 მილიონად აფასებს. ესეიგი აქვს ნიჭი. სტატისტიკურადაც კარგი პირველი პასი აქვს და ასეთი ვინმე მაინც იყიდონ, გასაგებია რო ლუკებაში ბასტონიში და ვან დე ვენში 80 მილიონს ვერ გადაიხდიან. ბეტისის მცველი როა კიდე ბრაზილიელი, მაგის ყიდვა სისულელე მგონია, ძალიან ბევრი შეცდომა აქვს ხოლმე, თან ნელი და მძიმე ტიპია. კარგად უნდა გაახილოს დეკომ თვალები და ვინმე 20 წლამდე ცაცია მცველი დადოს.
😍😍😍
ეს ჯერ ახალგაზრდა მეგონა თურმე 31 ტისაა😃კაი იქნება მეორე ნომრად იმედი გექნება რო ბურთს აიღებს აბა შესნი ისეთ ასაკშია რო ხტება მეშინია არ დაარტყას გულმა🤣