“ბარსელონამ” და “დეპორტივო ლა კორუნიამ” მარკ კასადოს იჯარის თაობაზე შეთანხმებას ოფიციალურად მიაღწიეს. 22 წლის ნახევარმცველი გალისიურ კლუბში 2027 წლის 30 ივნისამდე იასპარეზებს. არაოფიციალური ინფორმაციით, “დეპორტივოს” ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
გზა “ლა მასიადან” პირველ გუნდამდე
კატალონიელი ფეხბურთელი კლუბის აკადემიას 2015/16 წლების სეზონში შეუერთდა, ასაკობრივი გუნდების ყველა საფეხური გაიარა და 2022/23 წლების სეზონში “ბარსელონა ატლეტიკამდე” დაწინაურდა.
სარეზერვო გუნდში ნაჩვენები საიმედო თამაშის წყალობით, იმავე 2022/23 წლების სეზონში მისი დებიუტი პირველ გუნდშიც შედგა – ჩემპიონთა ლიგაზე “პლზენის ვიქტორიას” წინააღმდეგ. 2024 წლის ზაფხულიდან კი ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით ის პირველი გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდა.
ჯამში მარკ კასადომ “ბარსელონას” პირველ გუნდში 75 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ პერიოდში მან კლუბთან ერთად ხუთი ტიტული მოიგო.
ახლა 22 წლის ნახევარმცველი იჯარით “დეპორტივო ლა კორუნიაში” გადადის, სადაც რეგულარული სათამაშო პრაქტიკით საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენასა და განვითარებას შეეცდება.
კარიერა
- 75 თამაში, 1 გოლი
ტიტულები
- ლა ლიგა (2): 2024/25, 2025/26
- ესპანეთის თასი (1): 2024/25
- ესპანეთის სუპერ თასი (2): 2024/25, 2026
და რატო არ იწერება, ხელფასს რამდენს გადავუხდით. თუ დეპორტივო უკვე ბარსას ხელფასებს წვდება.