workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
bolt მოკლედ
სექტემბერი "ბარსელონასთვის" უაღრესად დატვირთული გამოდგება - გუნდს 14 დღეში 5 შეხვედრის ჩატარება მოუწევს, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩისა და "მესტალიაზე" ისტორიული, ბოლო ვიზიტის.

დადგა სექტემბერი, რომელიც “ბარსელონასთვის” განსაკუთრებულად ინტენსიური იქნება. გუნდს ჩემპიონთა ლიგის სასტარტო მატჩი და ლა ლიგის გადატვირთული კალენდარი ელის, სადაც მიზანი სეზონის ბრწყინვალე სტარტის შენარჩუნებაა.

პირველი გამოცდა სიმბოლური და ისტორიულია: “ბარსელონა” ბოლოჯერ ესტუმრება “მესტალიას”, სანამ “ვალენსია” ახალ სტადიონზე გადავა. შეხვედრა კვირას, 6 სექტემბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება

სამი დღის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ბრუნდება. ოთხშაბათს, 9 სექტემბერს, თბილისის დროით 20:45 საათზე, კატალონიელები ევროტურნირის პირველ ტურში როტერდამის “ფეიენოორდს” უმასპინძლებენ.

ამ ევროპული გამოცდის შემდეგ კი გუნდს სულ რაღაც 6 დღეში ლა ლიგის სამი მატჩი ელის.

5 მატჩი 14 დღეში – სექტემბრის სრული განრიგი:

  • 6 სექტემბერი, 18:15 | ლა ლიგა: “ვალენსია” – “ბარსელონა” (ბოლო ვიზიტი “მესტალიაზე”)
  • 9 სექტემბერი, 20:45 | ჩემპიონთა ლიგა: “ბარსელონა” – “ფეიენოორდი”
  • 13 სექტემბერი, 18:15 | ლა ლიგა: “ლევანტე” – “ბარსელონა”
  • 16 სექტემბერი, 23:30 | ლა ლიგა: “ბარსელონა” – “რასინგ სანტანდერი” (თვის ერთადერთი საშინაო მატჩი ლა ლიგაში)
  • 19 სექტემბერი, 23:00 | ლა ლიგა: “სევილია” – “ბარსელონა” (“რამონ სანჩეს პისხუანზე”)

“სევილიასთან” გასვლითი შეხვედრა თვის ბოლო მატჩი იქნება, რის შემდეგაც სეზონის პირველი სანაკრებო პაუზა დაიწყება. ჯამში, ჰანსი ფლიკის გუნდს ორ კვირაში ოთხი საჩემპიონატო და ერთი ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირება ელის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • F.C.B.fliki
    F.C.B.fliki ახალბედა
    schedule 04 სექ 2026, 13:59
    #15

    პსჟ სადღა შემოგვეტენა რაა

  • Bakero
    Bakero ლეგენდა
    schedule 04 სექ 2026, 05:50
    #14

    ანუ ჩვენ რომ მილიონებს გიხდითო ამას პირდაპირ თქვენი ჯანმრთელობა უნდა შეეწიროსო აი ეგ მაგას ნიშნავს სრული საგიჟეთია ! აგერ ქვემოთ დაწერა კაცმა ადამიანის ორგანიზმმა თამაშის შემდეგ 72 საათი უნდა დაისვენოსო ! სულ რომ შვარცენეგერ /სტალონეს ორგანიზმი გქონდეს მერაბ დვალიშვილის კარდიოთი ! ასეთ რიტმს ყოველ თვეში ვერანაირი ორგანიზმი ვერ გაუძლებს შანსი 0 ! ვის რად უნდა ეგეთი ფული თუ ჯანმრთელობა უნდა შესწირო არ შევე@ი ყველანაირ ფულს ბიჭო ჯანმრთელობის ფასი არ არსებობს ეგ მართლა ღორები რა !

  • David_Villa...7
    David_Villa…7 გულშემატკივარი
    schedule 03 სექ 2026, 13:13
    #13

    მესტალიას ანგრევენ?

  • Gaucho97
    Gaucho97 გულშემატკივარი
    schedule 02 სექ 2026, 22:00
    #12

    ყველა თამაში მოსაგებია, ლა ლიგაში თავიდანვე უნდა ავკრიფოთ ქულები, იქით რეალიც არ აპირებს გაჩერებას ამიტომ ეხლა ჩაგდება თამაშის არ იქნებ, ისე დაკომპლექტდა გუნდი ერთი სული მაქვს ძლიერ გუნდებს როდის შევხვდებით, ყოველდღე რომ იყოს ბარსას თამაში მე თანახმა ვარ კარგი საყურებელია მოლოდინებიც არის ბევრი, წელა ჩსმპიონთა ლიგაზე ლამაზ თამაშებს შემოგვთავაზებენ მჯერა მაგის

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 02 სექ 2026, 21:26
    #11

    აქ ყველაზე საკაიფო სახელმწიფოს მიდგომაა,მილიონებს ხო იღებთ ხოდა ირბინეთო. მილიონებს რო იღებენ ჩვენ ხო ვიცით, რო მთავრობა ამ საცოდავებს ნახევარს უტეხავს დაჟე 50% მეტს. თან ეუბნება აბა როგორ გინდათო ტებასს ხელფასი ხო უნდა, მსაჯებს ხელფასი და რო არ ითამაშოთ იმათ რა მივცეთო.

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 02 სექ 2026, 17:44
    #6

    ეს არის ღორობა მეტი არაფერი მერე უკვირთ რატო ითამაშა გუნდმა ან რომელიმე ფეხბურთელმა ცუდად🤬 კიდე კაი სკამი გაძლიერდა მაგრამ მაინც არადამიანური კალენდარია.

    • Albicelecte
      Albicelecte ვეტერანი
      schedule 02 სექ 2026, 18:14
      #7

      თუმცა ისიცაა, რომ სხვა გუნდებსაც ექნებათ მსგავსი კალენდარი და ვერც ისინი იქნებიან გადასარევ ფორმაში; მე უფრო სანაკრებოები მაწუხებს, რადგან ის გუნდები იჩაგრებიან, ვისი ფეხბურთელებიც გამოძახებული არიან. ბარსას ყველა ფეხბურთელი ესპალეთისა და სხვა ნაკრებების წევრია

  • Frenkie de Jong_
    Frenkie de Jong_ ვეტერანი
    schedule 02 სექ 2026, 16:50
    #3

    ლალიგაში ქულა არ უნდა დავკარგოთ

  • pedro rodrigez 27-17-7
    pedro rodrigez 27-17-7 ლეგენდა
    schedule 02 სექ 2026, 16:11
    #2

    მართლა სანამ ვინმე არ დასტუკავს მოედანზე და გული არ წაიღებს წერილს მანამდე ასე იქნება სულ! გამოხტება ვირაც და მერე იტყვის იიი მილიონებს ხო იღებენ ირბინონო, ბიჭოო ადამიანი ხარ ძმაო ელემენტალური განიავება გინდა ტვინის გონების. ვისაც მწვრთნელობა აქვს გავლილი და ამბები თითო თამაშის შემდეგ გეუბნებიან 72 საათი მაინც უნდა დაისვენოსო ორგანიზმა!!! აბა სადაა აქ დასვენება ან აღდგენა. მერე გვიკვირს რატო არაა ის ძველი ფეხბურთი. აღარ შეუძლიათ მაგდენი და ჰა.

    • Just_Barca_Lover
      Just_Barca_Lover ახალბედა
      schedule 02 სექ 2026, 17:10
      #4

      ფულს ვინ ჩივის წელში თუ გავწყდი და გავნადგურდი კაცი რაში მინდა ამდენი მილიონი, ფეხბურთი სასიამოვნო უნდა იყოს და არა სამსახურივით წელში რო გაგწყვიტავენ ცხოვრებას გაგიმწარებენ და ბოლოს მაინც არაფერი რო არ დაგრჩება. ფეხბურთელებიც ადამიანები არიან ბოლოს და ბოლოს და აი ვინც მაგას იძახის მილიონებს ხო იღებენ იი ირბინონო თვითონ მდივანზე კოტრიალობენ. არცერთ მხარეს არ აწყობს მსგავსი სიტუაცია გარდა ცივსისხლიან კორპორატიულ ბიზნესმენებს მაგათ სულ არ აინტერესებთ რა მოუვა ფეხბურთელებს სულ რო მოედანზე გალიონ სული მაინც არ გაჩერდებიან.

      • ALBATROSS
        ALBATROSS ახალბედა
        schedule 02 სექ 2026, 17:37
        #5

        კაი თუ ძმა ხარ მილიონებს იჯიბავენ და დიდი ამბავი შრომა თუ მოუწიათ ამასაც შრომა თუ ქვია ვარჯიში და ბურთის გორაობაში დაღვრილი ოფლი ყანას კიარ თოხნიან ან მშენებლობაზე კიარ კვდებიან მასალების თრევისგან

        • Moriarti
          Moriarti გულშემატკივარი
          schedule 02 სექ 2026, 18:39
          #8

          რაც აუნდა იყოს გადამეტებული თამაშების გამო ხარისხი და ეშხი აკლდება ფეხბურთს.

        • pedro rodrigez 27-17-7
          pedro rodrigez 27-17-7 ლეგენდა
          schedule 02 სექ 2026, 20:26
          #9

          5 წუთი რო იცხოვრო ძმა როგორც ფეხბურთელები ცხოვრობენ ჭკუიდან შეიშლები. და მაგ მილიონებს უხდის ტავისი დამსაქმებელი ადექი და შენც მოტხოვე კაი ხელფასი დამსაქმებელს. იმას უღირს მაგაში რო გადაიხადოს ეგ მილიონები მოთხოვე შენც და გექნება. რაც არიცი იმას ძმა ჯიგრულად გირჩევ არ ილაპარაკო!

        • pedro rodrigez 27-17-7
          pedro rodrigez 27-17-7 ლეგენდა
          schedule 02 სექ 2026, 20:27
          #10

          Just_Barca_Lover
          გეთანხმები სრულიად

  • Mariami Kh
    Mariami Kh გულშემატკივარი
    schedule 02 სექ 2026, 15:08
    #1

    არ შეიძლება ასე, ადამიანები არიან დოღის ცხენები ხომ არა