workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტრანსფერი გადაწყდა! – ბარსელონა დომინიკ ლივაკოვიჩს იმატებს

ტრანსფერი გადაწყდა! – ბარსელონა დომინიკ ლივაკოვიჩს იმატებს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბარსელონამ ფენერბაჰჩედან დომინიკ ლივაკოვიჩის ტრანსფერი შეათანხმა.

კატალონიური გრანდი თურქულ კლუბს ხორვატის მეკარის სანაცვლოდ €2 მილიონს გადაუხდის, რასაც, ბონუსების სახით, შესაძლოა, €2 მილიონიც დაემატოს.

ბარსა დომინიკს ერთწლიანი იჯარით გაუშვებს და 2027 წელს დაიბრუნებს, როცა ვოიცეხ შჩესნის კონტრაქტი ემოეწურება და გუნდს დატოვებს. ამჟამად მეორე მეკარის სტატუსი სწორედ პოლონელს აქვს, მომავალი წლიდან კი ჟოან გარსიას დუბლიორი ლივაკოვიჩი იქნება.

31 წლის გოლკიპერმა კარიერა ზაგრებში დაიწყო, შემდეგ კი დინამო ზაგრებში გადავიდა, სადაც 2016-2023 წლებში ასპარეზობდა. ფენერბაჰჩემ დომინიკი 2023 წელს შეიძინა. აღსანიშნავია, რომ მან თურქული კლუბიდან იჯარით 1 სეზონი ესპანურ ჟირონაში გაატარა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 22 აგვ 2026, 08:35
    #8

    მშვენიერი ვარიანტია, ხორვატიას ეს დეკადა ყოველთვის კარგი მეკარეები ჰყავდა. პლეტიკოშა, სუბაშიჩი, ახლა ლივაკოვიჩი

  • Truxilio
    Truxilio ვეტერანი
    schedule 22 აგვ 2026, 02:30
    #7

    ოპაააა,ნიუსიიიი მოსულაააა!🐽

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 21 აგვ 2026, 21:44
    #5

    ამან დამაწყვიტა ნერვები, ბრაზილიის მერე მეზიზღება, მაგრამ უმაგრესი მეკარეა და იმედია თავს შემაყვარებს😆

  • Fuhrer
    Fuhrer ახალბედა
    schedule 21 აგვ 2026, 17:57
    #4

    პენალტებამდე არ მიიყვანოს არცერთმა გუნდმა ჩვენთან საქმე, თორემ ჩემს მტერს, აზრი არ აქვს.

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 21 აგვ 2026, 16:56
    #3

    ვაა ძალიან კარგი მეკარეა👌🏻

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lover ახალბედა
    schedule 21 აგვ 2026, 16:28
    #2

    ვახ მალადეც, მაგარი ზამენა მოვიყვანეთ 2 მილიონად მაგრამ იჯარით რაღატომ უშვებენ? ახალგაზრდა ეს არაა პრაკტიკა, რომ სჭირდებოდეს და თანაც შესნიც ვერც ვენდობით გარსიას, რომ რამე დაემართოს.

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 21 აგვ 2026, 22:35
      #6

      იმიტომ ალბათ, რომ შჩესნის გაისად უმთავრდება კონტრაქტი და ამან პრაქტიკა მიიღოს.

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 21 აგვ 2026, 16:28
    #1

    და ხელფასს ჩვენ გადავუხდით რა თქმა უნდა ალბათ.