workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენის მიმდინარე სეზონში დაბრუნება რეალურია

ტერ შტეგენის მიმდინარე სეზონში დაბრუნება რეალურია

“ბარსელონას” გერმანელი მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გამოჯანმრთელების პროცესი მოსალოდნელზე კარგად მიმდინარეობს და არაა გამორიცხული, ის მოედანს მიმდინარე სეზონშივე დაუბრუნდეს.

32 წლის კარის დარაჯმა ჯვარედინი იოგები სექტემბერში დაიზიანა და ის გუნდს მომდევნო სეზონამდე გამოაკლდა, რის გამოც “ბლაუგრანამ” ვოიცეხ შჩესნი დაიმატა. თუმცა თუ Sport-ს დავუჯერებთ, დიდია შანსი, ტერ შტეგენი გუნდს მიმდინარე სეზონშივე დაუბრუნდეს.

მარკის მკურნალობის პროცესი დაგეგმილზე უკეთ მიმდინარეობს. მან ვარჯიში უკვე განაახლა. ტერ შტეგენის გარემოცვამ კლუბს აცნობა, რომ მასზე იმედების დამყარება უკვე მაისისთვის იქნება შესაძლებელი. “ბარსაში” სიტუაციას სიფრთხილით ეკიდებიან, რადგან ასეთი ტრავმის შემდეგ ექიმებისგან თამაშის უფლება ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელი მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა. გარდა ამისა, ასეთი ტიპის მკურნალობის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დასკვნითი მონაკვეთია, რომელსაც ხშირად ახასიათებს ხოლმე გაჭიანურება, თუმცა ტერ შტეგენის მაისში დაბრუნება მაინც რეალისტურ მოლოდინად ითვლება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (21)

  • Zaga
    schedule 13 თებ 2025, 00:56

    რა ჭირს ბარსას საიტებს ყველა რო გათიშულია

    რა ჭირს ბარსას საიტებს ყველა რო გათიშულია ვინმემ იცის ახალი რამე საიტის შესახებ