ოფიციალურად: გავი ბარსელონასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ოფიციალურად: გავი ბარსელონასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ახლა უკვე ოფიციალურად - "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი გავი კატალონიურ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ბოლო დღეებში აქტიურად იწერებოდა, რომ "ბარსა" და 18 წლის ტალანტი თანამშრომლობას კიდევ რამდენიმე წლით გააგრძელებდნენ, ცოტა ხნის წინ კი ეს ინფორმაცია დადასტურდა.

"ბლაუგრანას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, "ბარსელონა" და გავი ხელშეკრულების 2026 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ესპანელი შუახაზელის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება.

გავის ახალი კონტრაქტის გაფორმების ცერემონია "კამპ ნოუზე" ხვალ, 15 სექტემბერს, ხუთშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #9 15 სექტემბერი 2022 13:04
    0
    ოფიციალურად გაახანგძლივებს ... ოფიციალურად გაახანგძლივა მესმის ოფიციალური იყოს მაგრამ რომ არ გაუხანგძლივებია ეს რა ოფიციალურია.. ხშირად მხვდება მზგავსი სათაურის პოსტები . ძალიან არაფრის მომცემი სტატიაა.. როცა გაახანგძლივებს მაშინ დაგვიდეთ . ეს არაა ოფიციალური . ბევრი მინახავს სამომავლო გეგმებზე 99 პროცენტი რომ საუბრობენ მაგრამ სხვა გვარად გამოსულა შემდეგში .
    გულშემატკივარი [?]
    #8 14 სექტემბერი 2022 16:12
    3
    გუშინ მოედანზე საუკეთესო იყო გავი. ვინც ამას ვერ ხედავთ უბრალოდ ცერ აღიგვამთ ფეხბურთს. ძაან მაგარი ბიჭია და მგონია, რომ პედრიზე უკეთეს ფეხბურთს ითამაშებს.
    Culé [?]
    #7 14 სექტემბერი 2022 15:20
    2
    კარგი თამაში ჰქონდა გავის. მომენტები რო გამოეყენებინა პედრისაც ძაან კარგი თამაში ექნებოდა. დე იონგიც არ შემოსულა ურიგოდ. ბუსკეცმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა, მარტო სანეზე რამდენი ართმევა ჰქონდა, მეორეში გაქრა. არვიცი… ალბათ უმჯობესი იქნება მაინც დე იონგს თუ მიაჩვევს ბუსის პოზიციაზე ნელ-ნელა, მაგრამ ამისთვის კუნდე უნდა იყოს დაცვის ცენტრში რომ დააზღვიოს.
    --------------------
    #infinit8iniesta
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 14 სექტემბერი 2022 15:19
    1
    ძალიან კარგი, მშვენიერი მებრძოლი ბიჭია და მე მგონი დიდი მომავალი აქვს.
    Culé [?]
    #5 14 სექტემბერი 2022 15:12
    5
    რაც ამან ირბინა და აპრესინგა გუშინ გაწყდა ბავშვი 17 წლისაა მოვლენა ეს ბიჭიი და აქ ხალხი დღემდე ვერ აფასებთ პირდაპირ მიცენ პრიზი გოლდენ ბოის
    Culé [?]
    #4 14 სექტემბერი 2022 15:04
    7
    მოკლედ გუშინდელ თამაშს მინდა შევეხო და ჩემი აზრი მოკლედ დავაფიქსირო. წავაგეთ მაგრამ კმაყოფილი ვარ გუნდის განვითარებას ვხედავ და ვინც ვერ ხედავს და აქ ზოგიერთმა ვაი გულშემატკივარმა საღლიცინო პოსტები დაწერეს ზოგმა საერთოდ ამო გამართეს და ერთმანეთს აგინებდნენ მთელი ღამე და ერთი ადმინებს მინდა მივმართო და კითხვა დაუსვა..... ეს ყველაფერი თქვენ მოგეწონათ რაც აქ ლანძღვა და ამბები ხდებოდა? აქ კოზანისტრაობას თამაში რო გამიმართეთ აქ ჩვენი შვილებიც შემოდიან დები ბავშვები და არ გცხვენიათ მაინც საკუთარი თავების? ადმინებმა იმოქმედეთ და ეს ხალხი სუდამოდ იქნეს გაგდებული ამ საიტიდან ისე რომ რეგისტრაცია ვერ მოახერხონ
    ფანი [?]
    #3 14 სექტემბერი 2022 15:03
    1
    ტერ შტო ბელერინი არაუხო კუნდე ბალდე კესი ფრენკი პედრი ლევანა რაფინია დემბო ასეთ ძირითას ვისურვებდი მე ბავარიასთან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 სექტემბერი 2022 14:54
    4
    ეს კაცი ძირითადს იმსახურებს 100%, ასეთი შემართებით არავინ თამაშობს და ძალიან პროდუქტიულია დაცვაშიც და შეტევაშიც
    დე იონგი
    გავი-პედრი
    აი ეს უნდა იყოს ჩვენი ცენტრი, ბუსკეცი კლანსია მაგრამ შენელებულია ძაან და კარგ დროს მიდის,კესიც კარგია და საჭიროა ეგეთი კალიბრის კაცი გუნდში მაგრამ ძირითადში მაინც ეს ტრიო უნდა იყოს
    ფანი [?]
    #1 14 სექტემბერი 2022 14:39
    12
    მიყვარს ეს ბიჭი და რა გვაკეთო, ამის ბრძოლის უნარიანობა გადმოსხმოდეს მთელ გუნდს და ჩვენს ბედს ძაღლი არ დაყეფს, ცოტაც დავაცადოთ და სულ მალე საუკეთესო ნახევრმცველადაც მოგვევლინება.