გავი ახალ კონტრაქტს იანვარში გააფორმებს - Sport

"ბარსელონას" ამომავალი ვარსკვლავის, გავის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მორიგი ინფორმაცია ვრცელდება.
Sport-ის ცნობით, გავის მხოლოდ "ბარსაში" დარჩენა უნდა და იგი სხვა ვარიანტს საერთოდ არ განიხილავს. წყაროს ინფორმაციით, 17 წლის ტალანტი ხელშეკრულებას იანვარში გაახანგრძლივებს.
იგივე წყარო იტყობინება, რომ გავის ხელფასი მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდება, მაგრამ გაიზრდება მის გამოსასყიდი თანხა, რაც ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია. ახალგაზრდა ესპანელის გამოსასყიდი თანხა, როგორც პედრისა და ანსუ ფატის შემთხვევაში, 1 მილიარდი ევრო იქნება.
ივარაუდება, რომ გავი ახალ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]