workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვინ შეიძლება შეცვალოს ტერ შტეგენი? – 10 ვარიანტი

ვინ შეიძლება შეცვალოს ტერ შტეგენი? – 10 ვარიანტი

“ბარსელონას” პირველმა მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა გუშინ “ვილიარეალთან” მატჩში (1-5) მძიმე ტრავმა მიიღო. გერმანელმა კარის დარაჯმა, შესაძლოა, ამ სეზონში ვეღარ ითამაშოს.

COPE იტყობინება, რომ ლა ლიგის წესების მიხედვით, ტერ შტეგენის ხანგრძლივი დაზიანების გამო “ბარსას” მის შემცვლელად შეუძლია, დაიმატოს მხოლოდ ისეთი მეკარე, რომელიც თავისუფალი აგენტია.

Tribuna-მ შეადგინა 10-კაციანი სია მეკარეებისა, რომელთაგანაც ზოგიერთი უგუნდოდაა და თავისუფალი აგენტია, ზოგიერთს კი კარიერა ახალი დასრულებული აქვს და “ბარსაში” თამაშზე უარს არ იტყოდა:

  1. კეილორ ნავასი
  2. ვოიცეხ შჩესნი
  3. ლორის კარიუსი
  4. ჟორდი მასიპი
  5. კრისტოფერ კლაესონი
  6. სერჟიო რიკო
  7. ირი პავლენკა
  8. ალექსანდრე ლეტელი
  9. ედგარ ბადია
  10. დიეგო ლურეირო

არ უნდა დაგვავიწყდეს კლაუდიო ბრავოც, რომელიც “ბლაუგრანას” დასახმარებლად მზადაა.

კატალონიურ კლუბს ჩამოთვლილი კარის დარაჯებიდან ნებისმიერის უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით გაფორმება შეუძლია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (22)

  • nika 54
    schedule 24 სექ 2024, 20:06
    #22

    თუ მაინც და მაინც პენსიონერი მოგვყავს მაშინ, მილანის ლეგენდები რო იყვნენ იმ კვირას იქ დიდაც მშვენიერ ფორმაში იყო და ის მეორეც პენალტების სერიაში რო 3 პენალტი მოიგერია. გვარი არ მახსოვს თურმე სულ მეორე მეკარე ყოფილა და მილანის ძირითადში 3-4 თამაში ქონია ჩატარებული. heart_eyes

    ციტატა: nika 54
    თუ მაინც და მაინც პენსიონერი მოგვყავს მაშინ, მილანის ლეგენდები რო იყვნენ იმ კვირას იქ დიდაც მშვენიერ ფორმაში იყო და ის მეორეც პენალტების სერიაში რო 3 პენალტი მოიგერია. გვარი არ მახსოვს თურმე სულ მეორე მეკარე ყოფილა და მილანის ძირითადში 3-4 თამაში ქონია ჩატარებული. heart_eyes


    ისე სერიოზულად რო ვთქვათ ნავასი თურმე ვარჯიშობს და ფორმაშიც ყოფილა, თან ლა ლიგაც კარგად იცის და გამოცდილებაც უდიდესი აქვს. შეიძლება მაგის მოყვანა იმედია რეალის ფანებს არ ეწყინებათ.

  • nikusha
    schedule 24 სექ 2024, 19:30
    #21

    შესნი, მასიპი, რიკო, ბადია, ბრავო – ამ ვარიანტებს განვიხილავდი მე