“ბარსელონასთვის” აგვისტოს თვე იდეალური გამოდგა: ჩემპიონატის საწყის სამ ტურში მოპოვებული სამი დამაჯერებელი გამარჯვება და ნაჩვენები ბრწყინვალე ფეხბურთი. შესაბამისად, ლა ლიგის აგვისტოს თვის ოფიციალურ ნომინანტთა შორის “ბარსელონას” სამი წევრი მოხვდა – რაფინია, ჩავი ესპარტი და ჰანსი ფლიკი.
რაფინია – თვის საუკეთესო მოთამაშის ნომინაციაში
ბრაზილიელმა თავდამსხმელმა სეზონი ფენომენალურად დაიწყო – სასტარტო სამ მატჩში 5 გოლი გაიტანა და ამ დროისთვის ლა ლიგის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს. ამ შედეგმა რაფინიას აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში ადგილი ლოგიკურად მოუტანა.
მისი კონკურენტები არიან:
- ჯუდ ბელინგემი (“რეალ მადრიდი”)
- ალექს ბაენა (“ატლეტიკო მადრიდი”)
- პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დეპორტივო”)
- ნაუელ ტენალია (“ალავესი”)
ჩავი ესპარტი – საუკეთესო U-23 ფეხბურთელი
“ლა მასიას” აღზრდილი 19 წლის ტალანტი ჩავი ესპარტი საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის (U-23) კატეგორიაში იბრძვის. კატალონიელმა საწყისი სამივე შეხვედრა სრულად, შეუცვლელად ჩაატარა და ორ საგოლე გადაცემასთან ერთად დაცვასა თუ ნახევარდაცვაში საოცარი სტაბილურობა აჩვენა.
ნომინაციაში მისი კონკურენტები არიან:
- ხავი ერნანდესი (“ესპანიოლი”)
- ზაბირი (“რასინგი”)
- მიგელ სიერა (“სევილია”)
- არდა გიულერი (“რეალ მადრიდი”)
ჰანსი ფლიკი – თვის საუკეთესო მწვრთნელი
თვის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზე წარდგენილია ჰანსი ფლიკიც. “ბარსელონა” შესაძლო 9-დან 9 ქულით და 12 გატანილი ბურთით ჩემპიონატს სათავეში უდგას.
გერმანელ სპეციალისტთან ერთად აგვისტოს თვის საუკეთესო მწვრთნელობისთვის იბრძვიან:
- ჟოზე მოურინიო (“რეალ მადრიდი”)
- კიკე სანჩეს ფლორესი (“ალავესი”)
გამარჯვებულები ლა ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდებიან.
საბადელის ყველა ფეხბურთელს მოვუ**ნ დედის მუ*ელი ვინმეს დასალეწად თამადობდნენ და მძუმე ტრავმა მიიღო ბისივუმ. სად ათამაშებენ მაგ და*ლევეთში 9 მილიონი გადაიხადეს
რა თამაში იყო? ვერსად ვიპოვე
კატალონიის თასი იყო რაღაცა
როგორც იწერება სერიოზული ტრავმა არარის და აღდგენით ვარჯიშებს გაივლისო
საუკეთესო ფეხბურთელი – რაფინია
საუკეთესო ახლგაზრდა – არდა
ხავი ერნანდესიო? 😂 რაღა ესპანიოლში თამაშობს რა სახელი და გვარი აქვს ტიპს
მესის ჟეზუსისთვის ერთ-ერთი თავისი ბინა მიუცია ბარსელონაში უფასოდ. ნეტავ მართალია?