სოსიედადთან მატჩისთვის შემადგენლობაში 3 ცვლილებაა მოსალოდნელი

- თამაშის დრო: კვირა, 21 აგვისტო, 23:55
"რაიოსთან" გამართულ შეხვედრაში "ბარსელონამ" ისეთი შთაბეჭდილება ვერ დატოვა, როგორიც გვსურდა. მართალია, "ბლაუგრანა" დიდ უპირატესობას ფლობდა და შეიძლება ითქვას, რომ ცოტათი არ გაუმართლა კიდეც, მაგრამ საერთო ჯამში თამაშის დონე სასურველს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა.
მომდევნო შეხვედრა "სოსიედადთან" სტუმრად გვაქვს. მეტოქეც უფრო ძლიერია და "ანოეტაზე" თამაშიც მარტივი არასდროსაა. შესაბამისად "ბარსას" მოსაგებად ბევრად უკეთ თამაში მოუწევს.
AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ცნობით სასტარტო შემადგენლობაში 3 ცვლილებაა მოსალოდნელი. რაც ნამდვილად ვიცით, ისაა, რომ ვერ ითამაშებს სერხიო ბუსკეტსი, რომელმაც "რაიოსთან" წითელი ბარათი მიიღო. მის ნაცვლად ძირითადში მირალემ პიანიჩის გამოჩენაა მოსალოდნელი.
ხავი მიგელი ასევე გვატყობინებს, რომ "რაიოსთან" ქულების დაკარგვა სათადარიგოთა სკამზე გადაჯდომად დაუჯდებათ ანდრეას კრისტენსენსა და გავის, მათ ნაცვლად კი თერთმეტეულში ჟიულ კუნდესა და წინა შეხვედრაში თამაშში ძალიან კარგად ჩართულ ფრენკი დე იონგს ველით.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]