პედრი და ანსუ ფატი სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდებიან

"ბარსელონას" მომდევნო მატჩის წინ კატალონიური გუნდის შემადგენლობაში ცვლილებებია მოსალოდნელი.
Diario AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, "რეალთან" დაპირისპირების შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში პედრისა და ანსუ ფატის დაბრუნება იგეგმება - სუპერ თასის შეხვედრაში ორივე მათგანი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. გუნდის ახალგაზრდა ლიდერების დატვირთვა ტრავმის მორჩენის შემდეგ თანდათან გაიზრდება.
ანსუ და პედრი შემადგენლობაში უსმან დემბელესა და ფრენკი დე იონგს ჩაანაცვლებენ.
თერთმეტეულში დარჩება "ბარსას" ახალწვეული, ფერან ტორესიც, რომელმაც მადრიდელების წინააღმდეგ მოედანზე პირველი ტაიმი გაატარა.
ჩავი ერნანდესის გუნდის მეტოქე 20 იანვარს (თბილისის დროით 21 იანვარს, 00:30 საათზე), ბილბაოს "ატლეტიკი" იქნება. მატჩი კოპა დელ რეის 1/8-ფინალის ეგიდით გაიმართება. იქამდე, ბასკურ გუნდს ტიტულის მოპოვების შანსი ექნება - "ბილბაო" ორ დღეში ესპანეთის სუპერ თასის ფინალში "რეალს" შეხვდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]