უძლეველნი "კამპ ნოუზე"

უძლეველნი "კამპ ნოუზე"

გვარდიოლას მწვრთნელობის დროს "ბარსელონამ" უფრო მეტი საშინაო მატჩი მოიგო, ვიდრე მისმა უშუალო მეტოქემ. ლა ლიგის 57 თამაშში, რომელიც "კამპ ნოუზე" გაიმართა, "ბარსამ" 48–ჯერ იმარჯვა, 3–ჯერ წააგო და 6–ჯერ ქულები გაიყო მეტოქესთან.

 

სეზონი შოკის მომგვრელად დაიწყო. მეორე ტურში "ბარსელონამ" მარცხი განიცადა ალინკანტეს "ჰერკულესთან" "კამპ ნოუზე". ამას კიდევ "მალიორკასთან" გაყოფილი ქულები დაერთო და ხალხმა იფიქრა, რომ "ბარსა" საკუთარ კედლებში შესუსტდა, ხოლო გასვლაზე ნაკლები პრობლემებით თამაშობდა. როგორც აღმოჩნდა, "მალიორკასთან" ნათამაშები ფრის შემდეგ, "ბარსას" ქულები აღარ დაუკარგავს საკუთარ მინდორზე, მან ყველა მატჩი მოიგო ლა ლიგის 37–ე ტურამდე. ამ ტურში "დეპორტივოსთან" გაიყო ქულები, თანაც ისე, რომ ჩემპიონობა უკვე განაღდებული ჰქონდა.

 

მეტი ქულა სახლში  

 

გვარდიოლას მოსვლის შედმეგ გუნდი სხვანაირად ათამაშდა. ისინი თავიანთ სტილში გამოდიოდნენ "კამპ ნოუზე" და შანსს არ უტოვებდნენ მეტოქეს. ამიტომაც ისინი ყველაზე ძლიერები არიან საკუთარ კედლებში.

 

"ბარსამ" მიმდინარე სეზონში 50 ქულა დააგროვა სახლში, ხოლო გასვლაზე 46 დაუგროვდება იმ შემთხვევაში, თუ "მალაგას" დაამარცხებს. 2009/2010 წლების სეზონში "ლურჯ–ბროწეულისფერებმა" 55 ქულა მოიპოვეს "კამპ ნოუზე", ხოლო 44 გასვლაზე. გვარდიოლას სადებიუტო სეზონში გუნდმა 87 ქულით იზეიმა ჩემპიონობა, საიდანაც 45 ქულას კატალონიაში დაეუფლნენ, ხოლო 42–ს მის ფარგლებს გარეთ.

 

უმწიკლო სეზონი

 

2009/2010 წლების სეზონშ "ბარსელონამ" გამაოგნებელი შედეგი აჩვენა "კამპ ნოუზე". მათ მხოლოდ ერთხელ ითამაშეს ფრე "ვილიარელთან", ისიც ახალი წლების პერიოდში, როდესაც გუნდი არ იყო ოპტიმალურ ფორმაში. "ვილიარელამდე" და მას შემდეგაც გუნდს არცერთი ქულა არ დაუკარგავს საშინაო არენაზე. საერთი ჯამში მათ 99 ქულა მოაგროვეს და მოხსნეს ლა ლიგის რეკორდი.

 

გოლების სტატისტიკა  

 

გვარდიოლას სადებიუტო სეზონშ გუნდმა 61 გოლი გაიტანა "კამპ ნოუზე" და მხოლოდ 14 გაუშვა. 1 წლის შემდეგ 57 გოლი დაუგროვდათ საშინაო არენაზე, ხოლო გაშვებული 11. მიმდინარე სეზონში 46 გოლი გაიტანეს და 10 გაუშვეს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.