ცოტა ხნის წინ დასრულდა კოპა ამერიკის 2024 წლის გათამაშება, რომლის გამარჯვებულიც არგენტინის ნაკრები გახდა. “ალბისელესტემ” კოპა ამერიკა ზედიზედ 2-ჯერ მოიგო, ისტორიაში კი – 16-ჯერ, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
არგენტინამ ფინალურ დაპირისპირებაში კოლუმბია ანგარიშით 1-0 დაამარცხა. დაძაბულ მატჩში, რომელიც 120 წუთი გაგრძელდა, გამარჯვების გოლი 112-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა გაიტანა.
ლიონელ მესიმ 66 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, სამწუხაროდ, ტრავმის გამო შეცვალეს.
მიდი ლომო ფინალისიმაც მიაყოლე და ბოლოჯერ გაიბრძოლე მსოფლიოზე და მერე შეგიძლია პირდაპირ მოედნიდან ჩუსტებით წახვიდე სახლში
ეჰ ლეო როგორ შემეცოდა ტრავმის გამო…
ლეოს მორიგი მოგება უფრო გამიხარდა ვიდრე ესპანეთის თუმცა ესპანეთი ულაპარაკოდ საუკეთესო გუნდი იყო ამ ევროზე
ფეხი გაუსივდა როგორ ტიროდა
როგორ შემეცოდა ლეო, კოჭლობით რო მივიდა თასის წამოსაღებად და მერე "ბიჭებს რო დაუძახა" ეს ახალი(ანუ ძველი 1907 წელს გაკეთებული თასი დააბრუნეს), რომელიც 80 სანტიმეტრამდეა სიმაღლეში და წონით 9 კილო ყოფილა. გაუჭირდა ლეოს დიდ თასის თრევა, საერთოდ დაიღალა კაცი 45-ე თასია ხო არ ეხუმრებით. და არავინ ახლოსაც არ არის მასთან. მითუმეტეს ყველაზე ახლოს მყოფი ალვესი არამგონია დაბრუნდეს დიდ ფეხბურთში.
საინტერესოა იყო 3-ე ადგილისთვის(კოპა ამერიკაზე თამაშდება) ბრძოლა სადაც ურუგვაი კანადასთან ბოლო წუთებამდე მარცხდებოდა და მიხვდით ხო ვინ გაათანაბრა??? არა ვალვერდეს არ გაუთანაბრებია, კი ჩვენმა ბებერმა მგელმა გაათანაბრა. პენალტების სერიაში კი ურუგვაიმ იმარჯვა.
და ახლა რო მესი-იამალის დუეტია მოსალოდნელი ფინალისიმაზე ხო ყველამ ვიცით, თუ მოირჩენს ლეო ტრამვას ძალიან მინდა იამალის მამამ უყუროს ამ თამაშს ეგება მოსწავლის-მასწავლებელისგან განსხვავება მაინც ისწავლოს.
დიდებულად სხვანაირად არც შეიძლებოდა.
საღოლ არგენტინას და მესის მართლაც შეუჩერებელი ნაკრებია უმაგრესი შემადგენლობით..ასევე ესპანეთიც უნდა ვთქვათ რომელიც სასწაულ ფეხბურთს თამაშობს და დაუყვედრებელი ჩემპიონებიც არიან ფარჩაკ ინგლისელებს კი ამოსდეს ესპანური სარდელი და სამართლიანობამ იზეიმა…
მესის კიდე ვერთხელ, კიდევ ერთ დიდებულ მიღწევვას მივულოცავ, წლები გადის და ვიცით ყველამ როგორ ცოტა დრო რჩება მისი კარიერის დასრულებამდე, მითუმეტეს სანაკრებო კარიერის, მაგრამ მინდა კიდევ ვნახო თასით ხელში ლეო, მინიმუმ ფინალისიმას თასი და მერე კიდე ვნახოთ❤️🇦🇷
მესის ყველაფერი აქვს მოგებული თუ რამე შეიძლება, გინდა გუნდურად გინდა ინდივიდუალურად, თან რამოდენიმეჯერ… მაგრამ როგორ მაინც დიდი წყურვილითაა დაგეშილი, ამიტომაცაა ყველა დროის საუკეთესოც!
გილოცავთ❤️❤️
