workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ლეო მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ოფიციალურად: ლეო მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანაკრებო ეპოქა დასრულდა: არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ “ალბისელესტეში” კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

მესიმ გულშემატკივრებს გულახდილი და ემოციური წერილით მიმართა:

“ფინალის შემდეგ გასული დროისა და ბევრი ფიქრის შემდეგ, მინდა ყველას გაცნობოთ, რომ ეროვნულ ნაკრებს ვტოვებ…

ეს იყო გადაწყვეტილება, რომელმაც სული მატკინა და დღესაც მტკივა, მაგრამ მესმის, რომ ამის დრო დადგა. გეფიცებით, ყველაფერი გავიღე – არა მხოლოდ ბოლო წლებში, როცა ყველაფერი მოვიგეთ, არამედ მანამდეც. ყოველთვის ვიბრძოდი და თავს ვწირავდი ამ მაისურისთვის, რათა თქვენთვის სიხარული მომეტანა და ფეხბურთის მეშვეობით არგენტინელობით სიამაყე გეგრძნოთ.

ცოტა რამ რჩება, ეტაპები იხურება და ეს ის ეტაპია, რომელიც ძალიან მტკივა. მიყვარს, მიყვარდა და ყოველთვის მეყვარება ნაკრებში ყოფნა. სრულად დავიცალე, მეტი აღარაფერი მაქვს გასაცემი, თანაც მოდიან შესანიშნავი ბიჭები, რომლებიც აქ ყოფნას იმსახურებენ.

მადლობა ამ 20 წლის განმავლობაში გამოხატული სითბოსთვის. ძალიან მომენატრება მოედნიდან თქვენი შეძახილების მოსმენა. ამიერიდან მეც თქვენნაირი ერთი ჩვეულებრივი გულშემატკივარი ვიქნები – მხარს დავუჭერ და ვუქომაგებ გუნდს გარედან (კარგ დროშიც და განსაკუთრებით ცუდ დროშიც).

მადლობა ჩემს ოჯახს მუდმივი გვერდში დგომისთვის, ამ ულამაზეს, თუმცა რთულ მოგზაურობაში ჩემთან ერთად ყოფნისთვის. მადლობა თითოეულ მწვრთნელს, თანაგუნდელსა და ხელმძღვანელს, ვისთან ერთადაც ეს გზა გავიარე. თან მიმაქვს დაუვიწყარი მოგონებები და ემოციები.

მივდივარ იმ სიმშვიდითა და სიამაყით, რომ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად საოცნებო მომენტები გაჩუქეთ. თქვენთან ერთად ამის განცდა ნამდვილი სიგიჟე იყო. მიყვარხართ!

მადლობა ღმერთს, რომ არგენტინელად გამაჩინა.

წინ, არგენტინა!

*ეს სიტყვები 21 ივლისს, ფინალიდან ორი დღის შემდეგ დავწერე. დღეს, მამაჩემის ამბის შემდეგ, ამ გადაწყვეტილებაში კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ.“

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობა, კოპა ამერიკა (ორჯერ), ფინალისიმა და ოლიმპიური ოქრო მოიგო, რითაც მშობლიურ ქვეყანას ყველა შესაძლო ტიტული მოუტანა და სანაკრებო კარიერა უმაღლეს მწვერვალზე დაასრულა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 02 სექ 2026, 11:44
    #11

    მთავარი რაც თქვა დროა ახალგაზრდა მომავალ თაობას ადგილი გავუნთავისუფლოო, აბა რა სანამ თვითონ არ წავა მაგას ვინ გაუბედავს ძირითადიდან სათადარიგოზე გადასმას. ეხლა კი საკმაო დრო ექნება არგენტინას 10 ნომერი მოიძიონ ახალგაზრდებში. აბა რონალდუსავით ხო არ იქნება არაფრით წასვლა რო არ უნდა და მართლაც ჩანს, რო ვეღარ თამაშობს კაცი.

  • jack slater
    jack slater ლეგენდა
    schedule 01 სექ 2026, 16:34
    #9

    მარადონა,ორტეგა,რიკელმე,მესი.
    10 იანს ვინ მოირგებს, ვერ ვხედავ დასტოინ კანდიდატს.🇦🇷🇦🇷🇦🇷🇦🇷🇦🇷🇦🇷

    • Visca barca
      Visca barca გულშემატკივარი
      schedule 01 სექ 2026, 16:57
      #10

      ნიკო პასი

  • Pet27Ree
    SVANSKI ახალბედა
    schedule 01 სექ 2026, 00:43
    #8

    კაცმა დახურა ფეხბურთი და არგენტინის ძალა გამოჩნდება მესის გარეშე.

  • M10 S9 D11
    M10 S9 D11 ლეგენდა
    schedule 31 აგვ 2026, 23:35
    #7

    მეტირება უნამუსო ვიყო

  • Fuhrer
    Fuhrer ახალბედა
    schedule 31 აგვ 2026, 20:48
    #6

    ვშრომობ, ვწვალობ, თავტრაკს ვიტ.ყნავ და ბოლოს რა მრჩება – 2018 წელი
    მივედი, ვნახე, გავიმარჯვე -2026 წელი.

  • GiorgiM4
    GiorgiM4 ახალბედა
    schedule 31 აგვ 2026, 20:29
    #5

    ყველაფერი მოიგო რისი მოგებაც შეიძლებოდა, თავისი ფეხბურთში შედარებით მეორე ხარისხოვანი ოლიმპიადა და 20 წლამდელთა მსოფლიოც კიი. მუნდიალების ისტორიაში მეორეა გოლებით, ხოლო გოლი + პასით საერთოდ პირველზეა, სულ ცოტა ხნის წინ ვინ იფიქრებდა ამას?! 😂
    წასვლას რაც შეეხება, ძალიან ლოგიკური და დროული იყო, არგენტინისთვის ასე ჯობია, ჯერ ღმერთმა იცის 2030 წელს როგორ კონდიციებში იქნება (თუ საერთოდ ითამაშა იქამდე), და მერე კიდე მესიზე ამხელა დამოკიდებულებით 10 ჯერ მეტად გაუჭირდებოდა არგენტინას, ვიდრე ბოლო მუნდიალზე იწვალა. რაც მეტი დრო ექნებათ მესის გარეშე თამაშის სწავლისთვის მით უკეთესი გუნდი შეუძლიათ დააყენონ 2030 სთვის. კოპა ამერიკაც ახლა რაღად უნდა მესის, ჯობია ეს დროც ახალგაზრდებს დაუთმონ.
    მესი ახლა მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია, მარა დიდ ტურნირებში შტაბში თუ იქნება მოტივაცია-მუხტის ამბავში, ძალიან კარგი იქნებოდა.
    მოკლედ ჩემთვის სევდიანი საერთოდ არაფერია ამ ამბავში რაა, პირიქით.

  • PAU
    PAU ახალბედა
    schedule 31 აგვ 2026, 19:59
    #4

    მეფე ხარ ლეო მეფე

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 31 აგვ 2026, 19:58
    #3

    მადლობა ყველაფრისათვის ლეო🦁🐐🏆🤴

  • Wesleyy
    Wesleyy გულშემატკივარი
    schedule 31 აგვ 2026, 19:55
    #2

    ეჰჰ

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
    schedule 31 აგვ 2026, 19:54
    #1

    ეეე კაროჩე რა. 😔🇦🇷