ოფიციალური ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დასრულების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია $321 ათასით დააჯარიმეს.
არგენტინის ეროვნული ნაკრები მომდევნო 2 საშინაო მატჩს განახევრებული ტევადობით ჩაატარებს და პლუს, ფეხბურთის ფედერაციამ ანტიდისკრიმინაციულ პროგრამაში $100,000-იანი ინვესტიცია უნდა ჩადოს.
ამასთან, სანქციები შემდეგ პირებს შეეხოთ:
- ლეანდრო პარედესი (არგენტინა) – 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია + $90,000-იანი ჯარიმა
- ნაუელ მოლინა (არგენტინა) – 7-მატჩიანი დისკვალიფიკაცია + $90,000-იანი ჯარიმა
- ტიაგო ალმადა (არგენტინა) – 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია + $30,000-იანი ჯარიმა
- რობერტო აიალა (არგენტინა) – 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია + $30,000-იანი ჯარიმა
- გავი (ესპანეთი) – 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია + $30,000-იანი ჯარიმა
დისკვალიფიკაციები საკლუბო ფეხბურთს არ შეეხება.
მუნდიალის ფინალში “ალბისელესტე” ესპანეთთან 0-1 დამარცხდა, მატჩის დასრულების შემდეგ კი ფეხბურთელებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო, სადაც, ძირითადად, არგენტინელები აქტიურობდნენ. მთავარ ეპიზოდში ლეანდრო პარედესი და გავი მონაწილეობდნენ.
forum კომენტარები (0)