“ბარსელონამ” 2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შემადგენლობის გაძლიერების პროცესი ოფიციალურად დაასრულა. ბრაზილიელი თავდამსხმელის, გაბრიელ ჟეზუსის ტრანსფერი, რომელიც სამშაბათს ოფიციალურად გამოცხადდა, კატალონიური კლუბისთვის ამ ზაფხულის ბოლო შენაძენი აღმოჩნდა.
Mundo Deportivo-ს ცნობით, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე, “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანდერსონ ლუის დე სოუზა “დეკუმ” პირდაპირ დაადასტურა:
“ახალი ფეხბურთელები აღარ მოვლენ.”
ტრანსფერების დახურვა და სადღესასწაულო სადილი
დეკუმ ეს განცხადება ცნობილი რესტორნის, Marisquería Botafumeiro-ს დატოვებისას გააკეთა. ეს ადგილი მიმდინარე ზაფხულს კატალონიელთა ახალწვეულების მიღების მთავარ ლოკაციად იქცა – მას შემდეგ, რაც მაისის მიწურულს “ნიუკასლიდან” ინგლისელი გარემარბის, ენტონი გორდონის ტრანსფერი გაოფიციალურდა.
29 წლის გაბრიელ ჟეზუსი, რომელმაც ლონდონის “არსენალი” 10 მილიონი ევროსა და ბონუსების სანაცვლოდ დატოვა და ევროპაში თავის მესამე კლუბს შეუერთდა, “ბარსელონას” ზაფხულის შემადგენლობის დაკომპლექტების ბოლო წერტილი გახდა. ბრაზილიელმა ფორვარდმა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ ეტაპს ოჯახთან ერთად რესტორანში აღნიშნავს.
აუუ მიყიდე რაა…
კრისტენსენმა უკვე სამი ტური ჩაატარა და ჯერ არ დატრამვულა, მორჩა საბოლოოდ? და კიდევ მე კუნდეს იმედი არა მაქვს სრული დირკაა, რაიოსთან პირველი გაშვებული გოლი სრულად მის კისერზეა.
ვის აყენებ მარჯვნივ გარსიას? კუნდესთან შედარებით ბევრად ნელია და მანდ თამაშის გამოცდილება არც აქვს,იამალთან არცაა შეწყობილი გარსია.
Jadon sancho არ შეილება რო დაიმატონ უფასოდ გაასწორებდა
მცველი ამ ეტაპზე საჭირო არაა , დაცვის გასაძლიერებლად როდრი მოიყვანეს , როდრის აქვს ის თვისებები რომლებიც ბუსკეცის შემდეგ ძალიან გვაკლდა. რაც ითამაშა ამ 2 თამაშში ყოველთვის აკონტროლებდა დაცვის ხაზს , აკონტროლებდა მათ პოზიციებს და სივრცეებს ავსებდა , ის პრობლემები რაც წინა წელს იყო ამოწეული დაცვისას ამ წელს ეგრე აღარ იქნება , ერთადერთი პრობლემა რაც არის დაცვის ინდივიდუალური შეცდომებია , რომლებიც ასევე როდრისთან ერთად დაიკლებს. ჩვენ გვყავს ორი საუკეთესო ნახევარმცველი როდრი და პედრი. პედრისთან ერთად შემტევები უკეთესები ხდებიან , როდრისთან ერთად მცველები ხდებიან უკეთესები. ზამთრამდე დააკვირდებიან მცველებს და მათ ფორმას და თუ აუცილებელი იქნება ვფიქრობ მოიყვანენ მაგრამ თუ არა , იმედია არაუხო გაიყიდება პრემიერ ლიგაში და მის მაგივრად მოიყვანენ ზაფხულში ახალ მცველს. ასე რომ უბრალოდ ჯანმრთელად იყვნენ ნახევარმცველები და უდიდესი ძალა ვართ მითუმეტეს ამ შეტევით და პრესინგით.
ის ჰამბურგიდან წამოყვანილი ცაცია ცენტრალური მცველი მიკაელ ბაზა 16 წლის შკაფი 193 სმ რომ არის სიმაღლით მარტო ბარსა ატლეტიკისთვის იყიდეს ? რავი ფლიკმა მაგრად კი აქო მისი პიროვნული თვისებები და ხასიათიო საინტერესოა პირველ გუნდში არ გატესტავს ?! რავი ის ცხოველი რომ მოიყვანეს ჯესი ბისივუ ერთი თამაში ათამაშეს ბარსა ” ატლეტიკში ” და ჟულიანო ბელეტიმ წაიყვანეთ კაცო ეს უკვე მზად არის პირველ გუნდში სათამაშოდ აქ ბავშვებს დამიფრთხობსო 😂😂😂 და რა იცი რა ხდება ეგებ კუბარსიმ და მიკაელ ბაზამ ერთობლივად შექმნან დაცვის ბაზა ! 😂😂😂
ყველაფერი იდეალურად ქნეს,პროსტა ეს მცველის თემაც უნდა მოეგვარებინათ რა. ჯანდაბას,ცოტას თუ დაბლა დაწევს ამ დაცვითაც ვიზამთ რამეს,შეთამაშდეს და ფორმაში ჩადგეს ერთი გუნდი. ზამთრამდე უპრობლემოდ გავქაჩავთ და მერე წამოხმარება დაგვჭირდება პლეიოფები და დაძაბული თამაშები წამოვა უფრო.
გილოცავთ, კიდევ ერთი წელი ლიგის გარეშე 👏
ზამთრამდე უნდა მივიდეთ და მერე ვინმე კაი მცველი, გამოვარდნილი უჩლ გუნდიდან
იღადავეთ სოტიმ 435 მილიონი დახარჯა ნახევარდაცვაში😂 საად მიექანება პრემიელიგა ძალიან ცუდ რამეს აკეთებენ და ღირსებიც არიან რომ ვერაფერს იგებენ დაღუპეს ფეხბურთი.🤬
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მაგათ სულ არ აინტერესებთ სჭირდებსათ თუ არა ფეხბურთელი უბრალოდ ტრანსფერი გააკეთონ და ვინმე დაიმატონ როგორც ფიფას კარიერაში. ხო სრული აბსურდია მაგრამ რა ვიცი ასეთ შტაბეჭდილებას მიტოვებს პრემ ლიგა, ჩელსის იმდენი ფეხბურთელი ყავს ბაზაზე აღარ ეტევა მაგრამ მაინც იმატებენ.
მცველიო კი ვამბობთ, მაგრამ სავარაუდოდ კუნდე ცენტრში შემოიწევს და მარტინიც, გარსია და ესპრატი ფლანგზე, იქეთ კანსელო და ბალდე(პესკერიც); ის ბავშვი იყიდეს, ტახის დეიდაშვილი, ცაცია და აყლაყუდა, ეიმედება ჰანსის, გავზრდითო და ვნახოთ…
კუნდე ტავის დროზე უმაგრესი ცენტრალური მცველი იყო და გარსიასაც თითქოს არა უშავდა, მარტინი 1,86-ია, ცაციაა და იქნებოდეს იქნება; კრისტენსენს კი ვაგინებთ, მაგრამ ტიპი მაღალ დონეზე თამაშის სერიოზული გამოცდილებითაა და კაი ასაკშია, ჩელსის სკოლა, არც ქაჯია…
დიდ თამაშებში მაიმც ნახევარდაცვის იმედზე ვარ.. მაქსიმალურად უნდა მოვგუდოთ გრანდები
ზამთრამდე რპგორღაც გაძლებს კლუბი და მერე იმედია დაიმატებს ნორმალურ მცველს
ხო კი, აუცლებლად☹️