პაბლო პაეს გავირა, უფრო მეტად ცნობილი, როგორც გავი, იმ 26 გმირს შორისაა, რომლებმაც ესპანეთს მეორე ვარსკვლავი მოუტანეს. “ბარსელონას” ნახევარმცველმა ტურნირი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა შემდეგ ადგილი დაკარგა, მაგრამ თანაგუნდელებს გარედან მაქსიმალურად ედგა მხარში. ლოს-პალასიოსელმა ბიჭმა გუნდს ის შეუპოვარი სული შესძინა, რომელიც ყოველთვის თან სდევს.
სწორედ მის მშობლიურ ქალაქში, ლოს-პალასიოსში, მას და ფაბიან რუისს განსაკუთრებული პატივით დახვდნენ. მერიის შენობასთან მათ უამრავი ხალხი დახვდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი გავის საჩუქრად მისი წონის შესაბამისი პომიდორი გადასცა – ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე ხესუს ნავასის შემთხვევაში მოხდა.
ამ ღონისძიების შემდეგ გავის ჰკითხეს ლეანდრო პარედესის მხრიდან მუნდიალის ფინალის შემდეგ განხორციელებულ აგრესიაზე, როდესაც ის ერიკ გარსიაზე თავდასხმის აღსაკვეთად ჩაერია. ახალგაზრდა ესპანელმა თავისი პოზიცია დააფიქსირა და ნათლად აღნიშნა, რომ არგენტინელი ახლა აღარ უნდა დაისაჯოს, თუმცა თამაშის დროს გაძევებას იმსახურებდა და მომხდარი კარგი სანახავი ნამდვილად არ იყო.
“არა, არა. სიმართლეს გეტყვით და არ ვფიქრობ, რომ დისკვალიფიკაცია უნდა მისცენ. მესმის, რომ ბავშვებისთვის ეს კარგი მაგალითი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფეხბურთში არის ნაწილი, რომელიც ცოტა უფრო ძალადობრივია. ალბათ, ჩემთვის ყველაზე ლოგიკური მისი მატჩის დროს გაძევება იქნებოდა და სულ ესაა. მაგრამ, როგორც გეუბნებით, საბოლოოდ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ფეხბურთია და ყოველთვის ასე უნდა იყოს”, – დაასრულა მან ისე, რომ ზედმეტ პოლემიკაში შესვლა არ ისურვა.
სადაც კანავარომ მოიგო ოქროს ბურთი 2006 ში იქ რატო არა კუბარსი?
იამალზე მეტად იმსახურებს,
წელს იამალმა არ უნდა მოიგოსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს
დაჟე მბაპეს მისცენ ოღონდ იამალს არა,
იმენა ზუსტად ვიცი ჩაიხოდება და თავში აუვარდება
ხო მართლა ვინიციუსმა რო პლასტიკური გაიკეთა ნახეთ?
😂😂😂😂