აგვისტოს მიწურულს ესპანეთის ლა ლიგის სატელევიზიო აუდიტორია ოდნავ გაიზარდა, მე-3 ტურში ყველაზე დიდი ინტერესი კი “ბარსელონასა” და “რაიო ვალეკანოს” ორშაბათის დაპირისპირებამ გამოიწვია.
“სპოტიფაი კამპ ნოუზე” გამართულ სანახაობრივ მატჩს (5-2) ესპანეთში პირდაპირ ეთერში 1 055 000-მა მაყურებელმა მიადევნა თვალი, რაც საერთო სატელევიზიო წილის (Share) 10.0%-ს შეადგენს. ეს მესამე ტურში ერთადერთი შეხვედრაა, რომელმაც 1-მილიონიან ზღვარს გადააჭარბა.
მე-3 ტურის სატელევიზიო რეიტინგები
“ბარსელონას” თამაშმა კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა:
- “ბარსელონა” – “რაიო ვალეკანო”: 1 055 000 მაყურებელი (10.0%)
- “რეალ მადრიდი” – “მალაგა”: 689 000 მაყურებელი ჯამში (468 000 / 5.7% + 221 000 / 2.7%)
- “სევილია” – “ატლეტიკო”: 289 000 მაყურებელი (3.6%)
- “ვალიადოლიდი” – “ვალენსია”: 249 000 მაყურებელი (3.2%)
- “სელტა” – “ატლეტიკი”: 213 000 მაყურებელი (2.2%)
- “ალავესი” – “ვილიარეალი”: 210 000 მაყურებელი (2.5%)
- “ლევანტე” – “ბეტისი”: 202 000 მაყურებელი (2.7%)
- “რეალ სოსიედადი” – “ესპანიოლი”: 166 000 მაყურებელი (2.6%)
- “რასინგი” – “ელჩე”: 94 000 მაყურებელი (1.4%)
- “ოსასუნა” – “ხეტაფე”: 86 000 მაყურებელი (1.1%)
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” თამაში ყველაზე ყურებადი იყო ლა ლიგის მე-2 ტურშიც.
რეალს არ ვუყურებ ხოლმე ნერვები არ მაქვს, მაგრამ გუშინ ლა ლიგის ტურის მიმოხილვას ვუყურე და მსაჯებმა რეალის მცველის ხელით თამაში კი გადაამოწმეს მაგრამ არაო, ხელი იყო, მაგრამ პენალი არაო. ალბათ არც იყო, მაგრამ უამისოდ რო რეალის თამაში არ არსებობს უკვე მიჩვეული ვართ. ესპანეთიდან ვიდეო მემი გამომიგზავნეს მოურინიო პერესთან შედის და მოვიგეთო ეუბნება, პერესი პასუხობს თამაში არ ვარგოდაო, რა ვქნათო და მოური პასუხობს მსაჯებს ხელფასი უნდა მოუმატოო.
😆😆😆 საუბაროც კი მეზარება არა თუ ვიფიქრო მაგ საკითხზე მაგაზე აშკარა კიდევ რა არი ამ საფრხბურთო სამყაროში?