როსელი მატჩის შემდეგ

როსელი მატჩის შემდეგ

ს.კ. "ბარსელონას" პრეზიდენტი, სანდრო როსელი, ძალიან ბედნიერი იყო მოპოვებული ტიტულით. მან საქებარი სიტყვები არ დაიშურა ფეხბურთეელბისადმი და დიდი მადლობა გადაუხადა მათ იმისათვის, რაც გააკეთეს მიმდინარე სეზონში.

 

პრეზიდენტობის პირველ წელს სანდრო როსელმა უკვე მოიპოვა ორი ტიტული. სეზონის დასაწყისში კლუბმა ესპანეთის სუპერ თასი მოიპოვა, ხოლო ლა ლიგის თასს 2 ტურით ადრე დაეუფლა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ განცვიფრებულია კლუბისა და ფეხბურთელების თავდადებით.

 

ლიგის ფასი

 

სანდრო როსელმა იცოდა, რომ იოლი გასეირნება არ მოუწევდა გუნდს მიმდინარე წელს: "ეს ლიგა ფასდაუდებელია, უდიდესი შრომის შედეგი და იმის, რომ ფეხბურთელებს უყვართ ფეხბურთის თამაში. კლუბმა შესანიშნავად ისაპარეზა".

 

ლიგის ფოტო

 

როდესაც სანდრო როსელს ჰკითხეს, რა იქნებოდა მისთვის საუკეთესო საჩუქარი სამახსოვროდ, მან განაცხადა: "გუნდის სურათი. ყველა ფეხბურთელის და მათ უკან მხარდამჭერების. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა მათ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეს. ჩვენ სწორი გზით მივემართებით".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.