როსელი: "ჩვენ უკვე ორი ტიტული გვაქვს"

როსელი: "ჩვენ უკვე ორი ტიტული გვაქვს"

საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა ფანების ქება–დიდების შემდეგ განაცხადა, რომ სულაც არ არის ადვილი მოიპოვა ამდენი ტიტული და წარმატება. იგი ძალიან ბედნიერი იყო იმით, რომ კატალონიურმა გრანდმა მოიგო ევროპის სუპერ–თასი.

 

მისტერ როსელი იყო პირველი ადამიანი, რომელიც შეეგება გამარჯვებულებს ტრიბუნებზე და მიულოცა მათ ბრწყინვალე გამარჯვება: "შეიძლებია ძალიან მარტივად ჩანს ეს ყველაფერი, რომ "ბარსელონა" იგებს ტიტულებს და ფეხბურთელები მუდამ მოტივირებულები არიან, თუმცა რეალობა სულ სხვანაირია. დღეს ღამე პეპ გვარდიოლამ გაზარდა ნდობის ხარისხი ფანებში. ჩვენ უკვე ორი ტიტული გვაქვს".

 

ფანების კარგი ქცევა

 

როსელმა შეაქო ფანები: "ისინი ძალიან კარგად იცეოდნენ და ბრწყინვალე ატმოსფერო შექმნეს მოედანზე". პრეზიდენტი მოედნის საფარსაც შეეხო: "მოედანი არ იყო იდეალურ მდგომარეობაში, რაც გარკვეულწილად პრობლემებს გვიქმნიდა, რადგანაც ჩვენ თამაშის განსხვავებული სტილი გვაქვს, მაგრამ ეს თამაშის ნაწილია და ყველაფრისთვის მზად უნდა იყო".

 

 

 

ქება და დიდება ფრანსესკ ფაბრეგასს

 

სანდრო როსელმა ასევე ისაუბრა ფაბრეგასზეც, რომელიც მშვენივრად შეეწყო გუნდს და გუშინდელ მატჩში გოლიც შეაგდო: "მე თამაშამდე ვესაუბრე სესკს და მან მითხრა, რომ ძალუან გაუმართლა, რადგანაც თვის დასაწყისშივე მოხვდა "ბარსელონაში", წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ამ დიდებულ დღეებს გამოტოვებდა. მისი ტრანსფერი ძალიან წარმატებული გამოდგა და ამაში უდიდესი წვლილი შეიტანა ტექნიკურმა სამსახურმა და კლუბის დირექტორებმა". დაასრულა სანდრო როსელმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.