“ბარსელონამ” ოფიციალურ საიტზე კლუბის ლეგენდათა სექციას 5 ფეხბურთელი დაამატა. ამიერიდან, ჩემპიონთა ლიგის ფინალებში გატანილი გოლების ავტორები – ჟულიანო ბელეტი, პედრო როდრიგესი, დავიდ ვილია, ივან რაკიტიჩი და ნეიმარი კლუბის ლეგენდები არიან.
პარიზის (2006, ბელეტი), “უემბლისა” (2011, პედრო და ვილია) და ბერლინის (2015, რაკიტიჩი და ნეიმარი) გმირები აქამდე ლეგენდებად აღიარებულნი არ იყვნენ. ახლა კი, სია, რომელიც 103 ფეხბურთელს მოიცავდა, 108-მდე გაიზარდა.
ეს შეცდომა მაშინ შენიშნეს, როცა სიიდან გოგოს გაუპატიურების გამო დანი ალვესი ამოიღეს (თუმცა, ბრაზილიელი ფეხბურთელი ლეგენდების სექციაში მალევე დააბრუნეს). შემდეგ კი, როცა კლუბში დაფიქრდნენ, მიხვდნენ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალებში გამტანების სიაში არყოფნა უცნაურად ჩანდა.
მათი სტატისტიკა ბარსელონაში
ჟულიანო ბელეტი: 103 მატჩი, 1 გოლი, 12 ასისტი.
პედრო: 321 მატჩი, 99 გოლი, 62 ასისტი.
დავიდ ვილია: 119 მატჩი, 48 გოლი, 24 ასისტი.
ივან რაკიტიჩი: 310 მატჩი, 35 გოლი, 42 ასისტი.
ნეიმარი: 186 მატჩი, 105 გოლი, 76 ასისტი.
ფინალში 1 გოლი საკმარისია, რომ ლეგენდა გახდე? მნიშვნელოვანი გოლი იყო, კი ბატონო, მაგრამ…
მე სხვანაირად მესახება სიტყვა ლეგენდას მნიშვნელობა.
ხალხი ვინც რაკიტიჩს ლეგენდად არ თვლის ჯობია ფეხბურთიდან ფუტსალზე გადავიდნენ. როგორ შეილება მაგ კაცს არ აფასებდე. პედროზე ლაპარაკი ზედმეტია ❤️❤️
არაა, ალვეში მეორე დღესვე ისევ დააბრუნეს სიაში..;;DDD
ეტყობა ძალიან "ტკბილსიტყვიანი" გამოხმაურება მიიღეს და "შეშფოთდნენ" ჩვენი "ევროკავშირივით";;DDD
ალვეში ამოიღეთ ხო თქვე დეგენერატებო და ნეიმარი ჩასვეს
რაკიტიჩის ლეგენდობა მ…… მე ეგ მძორი ფუ როგორ მეზიზღება მასკერანომ უფრო მეტი და ღირებული გააკეთა ბარსასთვის ვედრე ამ ქერა მძორმა და ეგ არაა სიაში რა რაკიტიჩი რის რაკიტიჩი
ისე ბელეტი ისევ 19 წლამდელებშია?
ბელეტს და მაშერანოს ერთნაირი გოლები რაოდენობა აქვს 😂
რაკიტიჩი ნამდვილად იმსახურებს ლეგენდობას.
ბოლოს გაიტანა მესიმაც რომელიღაც ფინალში გოლი თორე მარტო პედრო იყო რომელსაც 6 ტურნირის ფინალში ქონდა გოლი გატანილი
მასკერანოს თუ გოლები არ გაქონდა იმითომ ვერ მოხვდა ლეგენდებში?
ნეიმარი ??))))
ესე წასულები ლეგენდები არ უნდა ხდებოდნენ
პედრო თამაშობდა მესი ეტოო ანრი ვილასთან და გაიტანა 99 გოლი თან ერთადერთია რომელსაც ყველა ტურნირზე აქვს გოლი გატანილი აი ესეთი უნდა იყოს ლეგენდაა.❤️
რაკიტიჩი კიდევ ერთი დაუფასებელი ფეხბურთელი.პედრიტო ყველაზე მეტად იმსახურებს ლეგენდის სტატუს.მოგვწონს არ მოგვწონს ნეიმარი ფეხბურთის ლეგენდაა და იმსახურებს აქ ყოფნას. ბელეტის ვერ მივხვდი აქ რა უნდა ალბათ იმ ერთი გოლოს გამო
ეს სასტავი (ბელეტის გარდა) ისედაც იმსახურებდა აქ ყოფნას. პედრო განსაკუთრებით
მშვენიერია, ამასწინათ ვნახე სია და პედრო რომ არ იყო გამიკვირდა. ამ 5-დან ყველაზე მეტი ბარსასთვის პედროს აქვს გაკეთებული
ნეიმარს რა მაგარი სტატისტიკა ჰქონდა…
ვილიაც ძაან კლასი იყო.
ამ ჩემისებმა სიტყვა ლეგენდაც გააუფასურეს. ნეიმარის ლეგენდობა მოვხან მე, ეგ როგორ უნდა იყოს ბარსელონას ლეგენდა როცა კლუბი ფულს გაყიდა და კულივით გაიპარა პსჟ-ში? ლეგენდა არის პუიოლი მესი ჩავი ინიესტა ტოტი დელპიერო და ასე შემდეგ, ნეიმარი ისეთი ტიპია ვერასოდეს ვერცერთი კლუბის ლეგენდა ვერ გახდება. მაგარი ფეხბურთელობა ლეგენდობის გარანტია არ და ვერ იქნება.
მასკერანო რა ლოგიკით არ ყავთ?იაია ტურე კიდე