ჩემპიონთა ლიგაზე “ნიუკასლის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (1-1) “ბარსელონას” აკადემიიდან კიდევ ერთმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა პირველი გუნდის მაისურით ითამაშა. მარჯვენა მცველი ჩავი ესპარტი მატჩის ბოლოს მოედანზე რონალდ არაუხოს ნაცვლად შევიდა და ოფიციალური დებიუტი აღნიშნა.
ამით ესპარტი გახდა უკვე მე-12 ფეხბურთელი “ლა მასიადან”, რომელმაც ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით “ბარსელონას” პირველ გუნდში ითამაშა.
ნდობა ახალგაზრდა ტალანტების მიმართ
ჩავი ესპარტის გამოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს გერმანელი სპეციალისტის ნდობას კლუბის ახალგაზრდული სისტემის მიმართ. ფლიკის “ბარსელონაში” მოსვლის შემდეგ, 2024 წლის ზაფხულიდან დღემდე, აკადემიიდან უკვე ათზე მეტმა ფეხბურთელმა მიიღო შანსი პირველ გუნდში.
ყველაფერი 2024/25 წლების სეზონის პირველივე ტურში დაიწყო, როდესაც “ვალენსიას” წინააღმდეგ დებიუტი მარკ ბერნალს, ჟერარ მარტინსა და პაუ ვიქტორს ჰქონდათ.
რამდენიმე დღის შემდეგ ოფიციალური დებიუტი ჰქონდა დანი ოლმოსაც, რომელიც 2008-2014 წლებში “ბარსელონას” სისტემაში თამაშობდა, სანამ “დინამო ზაგრებში” გადავიდოდა. იმავე სეზონში პირველ გუნდში ასევე ითამაშეს სერხი დომინგესმა, ანდრეს კუენკამ, ტონი ფერნანდესმა და დანი როდრიგესმა.
მიმდინარე სეზონში კი პირველად გამოჩნდნენ ჟოფრე ტორენსი, დრო (პედრო ფერნანდესი), ტომი მარკესი და ახლა უკვე ჩავი ესპარტიც.
“ლა მასიას” მნიშვნელობა
სტატისტიკაც ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია აკადემიიდან გამოსული ფეხბურთელები “ბარსელონას” შემადგენლობაში. ჟერარ მარტინმა უკვე 79 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ხოლო მარკ ბერნალს, მიუხედავად მძიმე ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზისა, პირველ გუნდში 27 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
გარდა ამისა, გუნდში არიან სხვა ფეხბურთელებიც, რომლებსაც დებიუტი ფლიკის მოსვლამდე ჰქონდათ და ახლა ძირითადი შემადგენლობის მნიშვნელოვანი ნაწილი არიან – ერიკ გარსია, პაუ კუბარსი, ლამინ იამალი, ფერმინი და ალეხანდრო ბალდე. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად დიდ როლს ასრულებს “ლა მასია” დღევანდელი “ბარსელონას” ფორმირებაში.
ნდობა კიარა, ტრანსფერი არ აღირსეს ამ კაცს.
ენდობოდა ადრეც და ახლაც ლა მასიას და მაგიტო გაუმართლა. აბა ბართომეუს და როსელის დედას შევ***არე მე…
და უმრავლესობა ამართლებს
რეალის ადმინი წერს მათ დებიუტანტზე პიტარჩიმ გუშინ აჩვენა, რომ რეალის აკადემია მსოფლიოში საუკეთესოაო. ვალვერდე კი მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი(რომელიც მარჯვენა მცველად აქციეს) და ოქროს ბურთის კანდიდატი ყოფილა.
ხო მარა მაქედან ვერავინ გაამართლა, დომინგესი და კუენკა კატასტროფა იყო ორივე დაცვაში, დომინგესს 1 იგრა არაუშავდა მერე დაიდირკა და წავიდა. კუენკამ 10 წუთი ითამაშA და ისეთი უქნეს აღარც უთამაშია იმის მერე. ახლა წავიდა ეგეც. დრო გაგვექცა, მარკესი კაი იყო და ჯერ მაქ იმედი. ესპარტი ვნახოთ. დანი და ტონი კიდე ასევე ვერაფერი. ვინმე კარგი გვჭირდება. ეგ თუ გვიშველის ახლა, კარგი და მოულოდნელი შევსება ლა მასიიდან
ლაპორტას ლა მასიამ გაუმართლა )
სევილიათან ლა მასიას მოუწევს თამაში…