workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები – ერთი ბარსელონელი სიაში

ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები – ერთი ბარსელონელი სიაში

Transfermarkt-მა ჩემპიონთა ლიგაზე ამჟამად მოთამაშე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა. 

პირველ ადგილს “რეალ მადრიდის” ვარსკვლავი ჯუდ ბელინგემი, “მანჩესტერ სიტის” გოლების მანქანა ერლინგ ჰოლანდი და პსჟ-ის ლიდერი კილიამ მბაპე იკავებენ. სამივე მათგანი სატრანსფერო ღირებულება €180 მილიონს შეადგენს.

ხუთეულს “არსენალის” შემტევი ბუკაიო საკა, “ბაიერნის” ნახევარმცველი ჯამალ მუსიალა, წლის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი და “ინტერის” ცენტრფორვარდი ლაუტარო მარტინესი ხურავენ. სამივეს ფასი €110 მილიონია.

გავი (€90 მილიონი) “ბარსელონას” ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ათეულში მოხვდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი მე-9 ადგილზეა. ის ყოფილ “ლა მასიელ” ჩავი სიმონსზე €20 მილიონით ძვირი ღირს.

ტოპ 10 ასე გამოიყურება:

  1. ჯუდ ბელინგემი (“რეალ მადრიდი”) – €180 მილიონი
  2. ერლინგ ჰოლანდი (“მან სიტი”) – €180 მილიონი
  3. კილიან მბაპე (პსჟ) – €180 მილიონი
  4. ბუკაიო საკა (“არსენალი”) – €120 მილიონი
  5. ჯამალ მუსიალა (“ბაიერნი”) – €110 მილიონი
  6. ვიქტორ ოსიმენი (“ნაპოლი”) – €110 მილიონი
  7. ლაუტარო მარტინესი (“ინტერი”) – €110 მილიონი
  8. გავი (“ბარსელონა”) – €90 მილიონი
  9. ჩავი სიმონსი (“ლაიფციგი”) – €70 მილიონი
  10. ტაკეფუსა კუბო (“რეალ სოსიედადი”) – €60 მილიონი
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Rick Sanchez
    schedule 16 თებ 2024, 22:24
    #6

    ციტატა: Jorkaeff
    კდბ? ფოდენი? რა კუბო 60 ად ათეულში? ღადაობდ?


    კდბ ასაკის გამო არ ღირს ძვირი.

  • nika 54
    schedule 16 თებ 2024, 19:37
    #5

    რა გინდა რო ქნა, ფული ბაბაია ფული. რაც ბართომეუს უაზრო ტრანსფერებში აქვს გადაყრილი ფულები და არ გამოგვადგნენ ერთ-ორს იყიდიდნენ ამ სიიდან.

  • Jorkaeff
    schedule 16 თებ 2024, 14:19
    #4

    კდბ? ფოდენი? რა კუბო 60 ად ათეულში? ღადაობდ?

  • datio
    schedule 16 თებ 2024, 13:57
    #3

    გავი თუ კარგად დაბრუნდა კიდევ მოიმატებს მისი ფასი

  • vereli
    schedule 16 თებ 2024, 10:06
    #2

    და კვარა გაქრა????????????????????

  • Don_Andresito
    schedule 16 თებ 2024, 04:17
    #1

    ვინისიუსს არც მე ვთვლი ადამიანად მარა ისე 150 ღირს. ტოპ 5 ში 4 რეალისაა, ბელინგემი ვინი და უკვე მბაპეც. პლიუს როდრიგოც 120+ ღირს. ცუდი სტატიაა