workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გაბრიელ ჟეზუსი – კოშმარი რეალ მადრიდისთვის

გაბრიელ ჟეზუსი – კოშმარი რეალ მადრიდისთვის

bolt მოკლედ
"ბარსელონას" ახალწვეული გაბრიელ ჟეზუსი "რეალ მადრიდისთვის" ყოველთვის უხერხული მეტოქე იყო. ბრაზილიელ თავდამსხმელს მადრიდელთა წინააღმდეგ ჩატარებულ 4 მატჩში 3 გოლი, 1 საგოლე გადაცემა და 3 გამარჯვება დაუგროვდა.

გაბრიელ ჟეზუსი “ბარსელონას” შეტევას გააძლიერებს. კლუბი შემადგენლობის დასაკომპლექტებლად სწორედ გამოცდილ ცენტრალურ თავდამსხმელს ეძებდა. “მანჩესტერ სიტისა” და “არსენალში” თამაშის შემდეგ, ბრაზილიელს დიდ მატჩებში გამოსვლის უდიდესი გამოცდილება დაუგროვდა. მისი სტატისტიკა კი განსაკუთრებით შთამბეჭდავი “რეალ მადრიდის” წინააღმდეგაა: 4 მატჩი, 3 გოლი, 1 საგოლე გადაცემა, 3 მოგება და მხოლოდ 1 მარცხი.

დებიუტი “სანტიაგო ბერნაბეუზე” და ბრწყინვალე მატჩი “ეტიჰადზე”

მადრიდულ კლუბთან ჟეზუსის პირველი შეხვედრა 2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შედგა. “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ პირველ მატჩში ბრაზილიელმა თავური დარტყმით ისკოს გოლს უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. მოგვიანებით დე ბრუინმა პენალტით 2-1 მოაგებინა ინგლისელებს, მატჩის მიწურულს კი ჟეზუსმა სერხიო რამოსის გაძევების პროვოცირებაც მოახერხა, რის გამოც “რეალ მადრიდის” კაპიტანმა საპასუხო მატჩი გამოტოვა.

საპასუხო შეხვედრა “ეტიჰადზე” მისთვის კიდევ უფრო უკეთესი გამოდგა: ვარანზე აქტიური პრესინგის შედეგად მან ჯერ სტერლინგს გაატანინა, შემდეგ კი თავად გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი (2-1) და “მანჩესტერ სიტის” მეოთხედფინალის საგზური მოუპოვა.

2021/22 წლების ნახევარფინალი

ორი სეზონის შემდეგ გაბრიელ ჟეზუსი “რეალ მადრიდს” 2021/22 წლების ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კვლავ დაუპირისპირდა. ინგლისში გამართულ პირველ დრამატულ მატჩში (4-3) მან საჯარიმოში ნამდვილი “ქილერის” ინსტინქტი გამოავლინა და გუნდის მეორე გოლი გაიტანა.

საპასუხო მატჩში ბრაზილიელმა 78 წუთი ითამაშა და მოედანი იმ დროს დატოვა, როცა “სიტი” 1-0 იგებდა. თუმცა, როდრიგოს დუბლმა თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც ბენზემამ მადრიდელებს ქამბექი გაუფორმა (1-3).

გარდა ამისა, 2024/25 წლების სეზონში ჟეზუსის “არსენალი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “რეალ მადრიდს” დაუპირისპირდა და ორივე მატჩში დაამარცხა (3-0 და 2-1), თუმცა მუხლის ჯვარედინი მყესის ტრავმის გამო ბრაზილიელს ამ თამაშებში მონაწილეობა არ მიუღია.

გაბრიელ ჟეზუსის მატჩები “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ:

  1. 2019/20 ჩემპიონთა ლიგა (1/8-ფინალი, პირველი მატჩი): “რეალ მადრიდი” – “მანჩესტერ სიტი” 1-2 (1 გოლი)
  2. 2019/20 ჩემპიონთა ლიგა (1/8-ფინალი, საპასუხო მატჩი): “მანჩესტერ სიტი” – “რეალ მადრიდი” 2-1 (1 გოლი, 1 საგოლე გადაცემა)
  3. 2021/22 ჩემპიონთა ლიგა (ნახევარფინალი, პირველი მატჩი): “მანჩესტერ სიტი” – “რეალ მადრიდი” 4-3 (1 გოლი)
  4. 2021/22 ჩემპიონთა ლიგა (ნახევარფინალი, საპასუხო მატჩი): “რეალ მადრიდი” – “მანჩესტერ სიტი” 3-1

ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, გაბრიელ ჟეზუსი ეცდება, “რეალ მადრიდისთვის” კოშმარად ყოფნა უკვე “ბარსელონას” მაისურით გააგრძელოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 02 სექ 2026, 11:46
    #5

    წარსულს შევეშვათ 25 ოქტომბერს გატენოს რეალის კარი.

  • M10 S9 D11
    M10 S9 D11 ლეგენდა
    schedule 31 აგვ 2026, 23:36
    #4

    მიდი ჟესუს უნდა თხარო ბალერონებს

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 31 აგვ 2026, 19:53
    #2

    Shqaf shqaf😝

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 31 აგვ 2026, 19:22
    #1

    მახსოვს, არაერთხელაა ნამყოფი პუტა ბლაკნასთან, ხომ იცით პუტა ბლანკა ვინაა?

    • azulgerana
      azulgerana ლეგენდა
      schedule 31 აგვ 2026, 23:16
      #3

      არავინ არის რაღაცა სასაცილოს ამბობ ეხლა შენ დავიხოცებით ბიჭების სიცილითა😂😂😂