7 იანვარს, ჩვენი დროით 23:55-ზე “ბარსელონა” კოპა დელ რეის 1/16 ფინალში მე-4 ლიგის გუნდ “ბარბასტროს” ეთამაშება და სავარაუდოდ, ჩავი ერნანდესმა ძირითადი XI-ის ფეხბურთელები უნდა დაასვენოს.
სწორედ ამის შესახებ დაწერა “ბარსელონასთან” დაახლოებულმა ვებსაიტმა, კერძოდ Barcablaugranes-მა, რომელიც ფიქრობს, რომ ჩავი “ბარბასტროსთან” თამაშში შანსს შედარებით უთამაშებელ ფეხბურთელებს მისცემს.
“ბარსელონა” “ბარბასტროსთან” თამაშის შემდეგ საუდის არაბეთში ესპანეთის სუპერ თასის შეხვედრის გასამართად გაემგზავრება, სადაც ის “ოსასუნას” დაუპირისპირდება, რის გამოც 7 იანვრის მატჩში ჩავისგან როტაციაა მოსალოდნელი.
მე-4 ლიგის გუნდთან ნაკლებად მოსალოდნელია რონალდ არაუხოს ხილვა, რომლის გამოყენებაც ასეთი თამაშებისთვის აუცილებელი არაა. გარდა ამისა, გუნდს არც ჟოაუ კანსელუ ეყოლება, რომელმაც უკანასკნელ შეხვედრაში მუხლის ტრავმა მიიღო. ასევე, ინიგო მარტინესისა (რომელიც სავარჯისო სესიებს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა) და მარკოს ალონსოს ტრავმული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩავისთვის ასარჩევი ჟიულ კუნდე, ანდრეას კრისტენსენი, ალეხანდრო ბალდე და ექტორ ფორტი რჩება.
რაც შეეხება ნახევარდაცვას, როდესაც გუნდს პედრისა და გავის დუეტი აკლია, ასეთ თამაშებში ფრენკი დე იონგისა და ილქაი გიუნდოგანის დასვენება მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. გარდა ამისა, ბოლო მატჩებში სერჟი რობერტოს მნიშვნელობაც გაზრდილია, ამიტომ არც მისი დასვენება იქნება გამორიცხული. ასეთ ვითარებაში ჩავის ორიოლ რომეუ, ფერმინ ლოპესი და მარკ კასადო რჩება. პირველ მათგანს შეხვედრის კარგად ჩატარებით თვითრწმენის მოპოვება შეუძლია, ფერმინი კი ისეთივე პროდუქტიული უნდა გახდეს, როგორიც სეზონის დასაწყისში იყო.
“ბარბასტროს” მსგავსი გუნდი საკმაოდ კარგი საშუალებაა იმისთვის, რათა ვიტორ როკემ სადებიუტო გოლი მალევე გაიტანოს და უსიამოვნო პოტენციური ზეწოლა თავიდან აირიდოს, ამიტომ მას ძირითად შემადგენლობაში ველით. გარდა ამისა, მას ჟოაუ ფელიში და ლამინე იამალი უნდა შეუწყვილდნენ, თუმცა არც ფერან ტორესის ხილვა იქნება მოულოდნელი.
შეტევის თვალსაზრისით, ჩავის კიდევ ერთი ვარიანტი აქვს, რაც ლევანდოვსკისა და როკეს ერთად თამაშს მოიაზრებს, რათა ფეხბურთელებმა ერთმანეთს ალღო უკეთ აუღონ და უფრო მნიშვნელოვან თამაშებს მომზადებულნი შეხვდნენ.
– წერს გამოცემა.
აი ასე რომ ვუყურებ სურათში ვხვდები რომ მიყვარს❤️ მაგრამ სათადარიგო სკამზე, რომ ვხედავ იდიოტი შუშის თვალებით. მძულს😔
მაესტრო, როგორც ფეხბურთელი, შლანგი, როგორც მწვრთნელი.
ჩემზე, რომ იყოს ჩავის ბარსა ბ-საც არ ვანდობდი, ყველა ახალგაზრდას გამოა**ბს ჩანასახშივე.
მოკლედ ჩავის გარდა ყველას აქვს რაღაც საინტერესო გეგმები თამაშის მიმართ. ვნახოთ დაუჯერებს ვინმეს თუ "დამოუკიდებლად" გადაჭრის ამ პრობლემას.
როკეს ძირითადს ველით ყველა.
ამას როკეს გამო თუ ვუყურებ
როტაციის და დასასვენებელი ხალხის გათვალისწინებით ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა ფაის ძირითადში დაყენება თან ვანახავდით რა შეუძლია მაგ ბიჭს რეალურად.განაცხადი როდის იქნება?
როკემ უეჭველი სასტარტოში უნდა დაიწყოს თამაში და მინიმუმ 1 გოლს მაინც ველი და ვნახოთ რა იქნება იმედია ამას მაინც მოვიგებთ ნორმალურად
დაასვენოს კარგი იქნება, ოღონდ ისე არ ქნას რო გამოგვაგდოს მოყვარულების გუნდმა, წელს მაინც გაიწიონ კოპაზე თორე დაიწყება მადრიდისტების წიკვინი მესიმ მოგაგებინათ ბოლოსო😃
ერთი ის ვიცი რო როკემ და ფერმინმა უნდა ითამაშონ უეჭველი
ფერანი როკე რაფინიას დააყენებს მგონია. ფერანს გოლის გამო წინა ტურში, როკეს სადებიუტო გოლის გატანის გამო და რაფინიას იმ პონტში რო როკეს ზემლიაკია.)