“ინტერ მაიამიმ” ლეგენდარული ურუგვაელის, ლუის სუარესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
“ელ პისტოლერო” ამერიკულ კლუბს უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. სუარესმა “ინტერ მაიამისთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
ამგვარად, “ბარსელონას” 4 ლეგენდა: ლიონელ მესი, ლუის სუარესი, სერჟიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა კვლავ გაერთიანდნენ.
სერხი რობერტოც წაიყვანონ🤩
ნეტა ლევანდოვსკის მაგივრად ეს გვაყვდეს გუნდში ამას როგორ ადარებენ ბუნდესლიგის ლომს
ესენი ბარსას, რომ შეახვედრო დაგვადუღებენ ალბათ. მესი და ბუსი ბარსას წინააღმდეგ ვერ წარმომიდგენია ამხანაგურშიც კი.
ამ საცოდავმა ისე მტკივა ფეხები შვილთანაც ვერარ ვთამაშობ ფეხბურთსო და სად მიდის. მარტო მესის სიყვარულით, ალბათ სულ რო არ ათამაშონ ბედნიერი იქნება ლეოს გვერდით.
მათენებიონ უნდა ამ ჩემისებმა ღამეები რა)
უნდა ჩავუჯდე მაიამის თამაშებს
ამათი ასე უაზროდ გაშვებით რამხელა გამოცდილება დაუკარგეს გუნდს. მესი ჯერ ისევ ძირითადის დონეზეა და დანარჩენები 60 წუთს მაინც თავისუფლად გაქაჩავდნენ, ბოლო ბოლო თუ ძირითადში არა სკამიდან მაინც დახმარებოდნენ. ეეხ… 😔
ეს ოთხივე ბარსელონაში ეხლაც უფრო მეტს გააკეთებდნენ ვიდრე ისინი ვინც ეხლა არიან