workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას რეკორდი: მილიარდი ევროს შემოსავალი ერთ სეზონში

ბარსელონას რეკორდი: მილიარდი ევროს შემოსავალი ერთ სეზონში

bolt მოკლედ
"ბარსელონამ" 2025/26 წლების სეზონის ფინანსური ანგარიში წარადგინა. კლუბმა ზედიზედ მესამე სეზონია დადებით საოპერაციო მოგებას მიაღწია და შემოსავლების ისტორიული რეკორდი დაამყარა - ისტორიაში პირველად შემოსავალმა 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

“ბარსელონას” ხელმძღვანელობამ 2025/26 წლების სეზონის წლიური ზოგადი ფინანსური ანგარიში წარადგინა, სადაც კლუბმა ზედიზედ მესამე სეზონია დადებითი საოპერაციო შედეგი დააფიქსირა და ფინანსური სტაბილურობის მიზანს სრულად მიაღწია.

გასული სეზონი განსაკუთრებით რთული იყო საოპერაციო და სტადიონის ტევადობასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, თუმცა, ამის მიუხედავად, კლუბმა შემოსავლების ისტორიულ რეკორდს მიაღწია და არსებობის ისტორიაში პირველად 1-მილიარდიანი (ევრო) ზღვარი გადალახა.

სტადიონის ეფექტი და გეგმის შესრულება

შემოსავლების ეს რეკორდული ზრდა ძირითადად სტადიონის ექსპლუატაციიდან მიღებულმა თანხებმა განაპირობა – მიუხედავად იმისა, რომ სეზონის პირველ ნახევარში გუნდს გარკვეული შეხვედრების ჩატარება “ესტადი იოჰან კრუიფსა” და “ესტადი ოლიმპიკზე” მოუწია, ხოლო “სპოტიფაი კამპ ნოუზე” დაბრუნების შემდეგ ტევადობა გარკვეული პერიოდი 42 000 მაყურებლით იყო შეზღუდული.

ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით შთამბეჭდავია იმ ფონზე, რომ ფისკალური წლის საწყისი ბიუჯეტი სეზონის თავიდანვე სტადიონზე დაწყებასა და 60 000-იან ტევადობას ითვალისწინებდა. მიუხედავად ობიექტური შეზღუდვებისა, ბიუჯეტით დასახული მიზანი ფაქტობრივად სრულად შესრულდა, რაც ნათლად ადასტურებს “სპოტიფაი კამპ ნოუს” უდიდეს კომერციულ პოტენციალს მას შემდეგ, რაც არენა სრული დატვირთვით ამოქმედდება.

სპონსორები და BLM-ის რეკორდული გაყიდვები

ისტორიულ შემოსავალში გადამწყვეტი როლი სხვა ფაქტორებმაც ითამაშა:

  • სასპონსორო ხელშეკრულებებიდან მიღებული შემოსავლების უწყვეტი ზრდა;
  • შვილობილი კომპანიის, BLM-ის (Barça Licensing & Merchandising) მეშვეობით კლუბის ოფიციალური პროდუქციის გაყიდვების რეკორდული ბრუნვა.

კლუბის მიერ წარმოდგენილი ციფრები ადასტურებს, რომ მკაცრი ეკონომიისა და ახალი კომერციული სტრატეგიის ფონზე, “ბარსელონა” ეკონომიკურ კრიზისს წარმატებით უმკლავდება და ფინანსურ მდგრადობას სრულად იბრუნებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

დატოვე კომენტარი

  • F.C.B.fliki
    F.C.B.fliki ახალბედა
    schedule 04 სექ 2026, 13:53
    #9

    ლაპორტას ვინც აგინებდით დააქცია გუნდიო.უბრალოდ გრცხვენოდეთ.საიდან ამოიყვანა გუნდი.იმენა უფსკრულიდან…თავიდანვე ვთქვი ლაპორტას შეუძლია მარტო ბარსას ჭაობიდან ამოყვანათქო.და ეგეც ნახეთ.სულით და გულით ლატალონიელია ეს კაცი დაიჯერეთ

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 04 სექ 2026, 13:38
    #8

    აი ამიტომა ლაპორტა მაგარი ორჯერ დაქცეული გუნდი ჩაიბარა და ფეხზე დააყენა.რაც გინდა ის დააბრალე მაგრამ მაგაზე მაგარი კულე მაინც არავინა.პატარა გუნდი მონსტრად აქცია✌🏻

  • andria5555
    andria5555 ახალბედა
    schedule 04 სექ 2026, 13:03
    #7

    ლაპორტა ორივეჯერ ფაქტიურად დაშლილი გუნდი ჩაიბარა და ორჯერვე ამოიყვანა გაჭირვებიდან კლუბი, ჯამში მისი პრეზიდენტობის დროს ბარსამ 18 ტიტული მოიგო (და რამდენი დაკარგეს მსაჯების გამო) მეტი რავი რაღა უნდა ქნას ამ კაცმა. ერთი მესის წასვლა იყო ცუდი და მაგაშიც ბოლომდე ვერ დავადანაშაულებთ დარწმუნებული ვარ ყველაფერი გააკეთა მესის გუნდში დასატოვებლად მაგრამ ისეთ მდგომარეობაში იყო კლუბში ვერ შეძლო

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 04 სექ 2026, 12:51
    #6

    ძალიან კარგი, ანუ მთლიანად რო აშენდება 105 ათასზე გათვლილი ტრიბუნები გამოდის თითქმის გაორმაგდება სრული შემოსავალი. და ერთიც გუნდი უნდა ბრწყინავდეს როგორც მადრიდისტები ამბობენ ხოლმე უნდა დაფრინავდნენ. არადა მოგჭამა თავი ცარიელმა ტრიბუნებმა ძალით ხალხს ვერ შეყრი. მაგდენი კი გვესმის და ვხედავთ ქართველები.

  • suxaaa
    suxaaa ლეგენდა
    schedule 04 სექ 2026, 12:10
    #5

    რამდენს მოვნიშნავდი აქ რეებსაც წერდნენ 😂😂😂

  • Pet27Ree
    Pet27Ree ახალბედა
    schedule 04 სექ 2026, 12:07
    #4

    ბარსამანიას ზოგ სასტავს რომ კითხო ლაპორტამ საქმე არ იცის,არადა გუნდი წუმპეში იყო და ვალებში იხრჩობოდა.

    • F.C.B.fliki
      F.C.B.fliki ახალბედა
      schedule 04 სექ 2026, 13:55
      #10

      მილანმა მანჩესტერ იუნაიტედმა და იუვენტუსის ფანებმა რაღაუნდა თქვას აბა.😂

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lover ახალბედა
    schedule 04 სექ 2026, 10:57
    #3

    ერთი სუფრა არ გვეკუთვნის ბარსამანიას ხალხს?

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
    schedule 04 სექ 2026, 10:04
    #1

    რაო აბა,არაფერი იცის ხო ლაპორტამ ეკონომიკის. რა გუნდი ააშენა,საიდან. ეკონომიკურად ვიხოდებით და კიდე აგინებენ :დდ

    • vereli
      vereli ლეგენდა
      schedule 04 სექ 2026, 10:12
      #2

      აბა, მოიცა რა ლაპორტაზე და ფლიკზე კარგად აქ საქართველოში იციან რა დაროგორ უნდა აკეთონ 😂😂😂