workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას ჩემპიონთა ლიგის განაცხადი: ჰამზა და ბისივუ A სიაში, ფარინიასი – B-ში

ბარსას ჩემპიონთა ლიგის განაცხადი: ჰამზა და ბისივუ A სიაში, ფარინიასი – B-ში

“ბარსელონამ” უეფას ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის ლიგის ფაზისთვის პირველი გუნდის 25-კაციანი A სია ოფიციალურად წარადგინა. განაცხადში მოხვდნენ ახალგაზრდები – ჰამზა აბდელკარიმი და ჯესი ბისივუ, თუმცა სიაში ვერ ვხედავთ რუნი ბარდჯის, რომელსაც მუხლის მძიმე ტრავმის გამო მთელი სეზონის გამოტოვება მოუწევს.

რატომ მოხვდნენ ჰამზა და ბისივუ A სიაში?

ეგვიპტელი და ბელგიელი შემტევები ლა ლიგაში სარეზერვო გუნდის ნომრებით არიან რეგისტრირებულნი (შესაბამისად, 29 და 27) და ამავე ნომრებით იასპარეზებენ ევროარენაზეც. თუმცა, უეფას რეგულაციების გამო მათი A სიაში შეყვანა გახდა საჭირო: იმისთვის, რომ ფეხბურთელი B სიაში დარეგისტრირდეს, მას კლუბის აკადემიაში უწყვეტად მინიმუმ ორი წელი (ან სამი წელი მაქსიმუმ ერთწლიანი იჯარით) უნდა ჰქონდეს გატარებული. ვინაიდან ჰამზას და ბისივუს ეს კრიტერიუმი ჯერ არ უფიქსირდებათ, კლუბმა ისინი პირველი გუნდის კვოტით დაარეგისტრირა.

ბრიან ფარინიასი B სიაში

რაც შეეხება აკადემიის აღზრდილებს (რომელთა სიის განახლებაც უეფაში მატჩამდე 24 საათით ადრეა შესაძლებელი), იქ ბრიან ფარინიასი მოხვდა. ნახევარმცველს, რომელსაც ლა ლიგაში პირველი გუნდის 4-ნომრიანი მაისური ერგო, ჩემპიონთა ლიგაზე B სიის წევრად 28-ნომრიანი მაისურით ვიხილავთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი