ფაბრიციო რომანოს ექსკლუზიური ინფორმაციით, ბარსელონა ხულიან ალვარესის ალტერნატივად ლუის სუარესს განიხილავს.
ბარსა ლისაბონის სპორტინგის ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ ატლეტიკო მადრიდი პოზიციას არ შეცვლის და არგენტინელს არ გაყიდის. თუმცა მარტივი არც სუარესის შეძენა იქნება, რადგან ლისაბონურ კლუბს ერთ-ერთი ლიდერის გასხვისება არ სურს.
ჟერარ რომეროს ცნობით, 28 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელისადმი ინტერესი ძალიან რეალურია და ჰანსი ფლიკი ამ ტრანსფერზე თანახმაა.
ლუის სუარესს ესპანეთში თამაშის გამოცდილება აქვს. მას რამდენიმე ესპანურ კლუბში უთამაშია, მათ შორის: ჟიმნასტიკში, სარაგოსაში, გრანადასა და ალმერიაში. კოლუმბიელი სპორტინგში 2025 წლიდან ასპარეზობს – პორტუგალიურ გრანდში მის ანგარიშზე 54 მატჩი, 38 გოლი და 9 ასისტია.
ბიჭო,საიდან ნახულობენ ამ ხარახურა ხალხს მაინტერესებს რა.მაგარი მაზილაა,ფერანი 2.0 არის.კი კარგი საგოლე სტატისტიკა აქვს,მაგრამ კი ვნახეთ გიოკერეში რაც აღმოჩნდა.შეეშვან ამ ვითომ სტრაიკერებს და ვინმე მოიყვანონ,ჟორჟი თუ ვერა ვინმე სხვა,ამას ლაუტარო 100 თავით ჯობია.ამ ფლიკს მართლა მემგონი დოღის ცხენები სჭირდება.ცოტა სივრცის ამთვისებელი თუ არ მოიყვანე ისევ გაჭირდება გოლების გატანა.ნუ რახან დეკუს მოსწონს ჟორჟი შესაძლოა გამოვიდეს მისი ტრანსფერი.
ეს ცუდი არ არის მაგრამ მაინც ტოპ ტრანსფერებს მივესალმები, გამარათოებს თუ არა ეგეთი ფეხბურთელები ამ ეტაპზე აღარ გვჭირდება, როდრის წესით წამოიყვანენ ალბათ ფერანის ტრანსფერს ხურავენ ჯერ რომ მერე დაიმატონ როდრი, კანსელუზე როდის დაიწერა ბარსაში რჩებაო და ალ ჰილალში ვარჯიშობს სასწრაფოდ დასამატებელია, ცენტრალური მცველი ვერ დავიმატეთ მთელი ეს დრო ალბათ ლაპორტს მიუბრუნდებიან, ეხლაც ვერ ვიჯერებ რომ ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე ამდენი არასაჭირო ფეხბურთელი გავუშვით უკვე, ფერან ტორესი და არაუხო ვინც არ გაუშვას თქო ერთერთი ჩემპიონთა ლიგური თამაშის მერე დავწერე ძაან გაბრაზებულმა აგერ ორივე ერთ ზაფზულს წავიდა, ფერანმა თავისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო გონსალუ რამოშზე მეტს კი იზავს და პარიზში მეტი არც ენდომებათ ისედაც ყველა გამტანია, არაუხომაც იდეალური გუნდი იპოვა ინგლისური ხისტი თამაში მაგისთვის არის ზუსტად, ჩვენ კი ისევ ესპანელებით ვივსებით როგორც ვამუღამებ, როდრი აუცილებლად გვჭირდება გამოცდილი ლაპორტიც მაგარი იქნება და ალვარეზი გვჭირდება უეჭველად ვსო მეტი არაფერია საჭირო
სისულელეა, ამაში სპორტინგი მოინდომემს სულ ცოტა 70 მილიონს, ეს ყველაზე ცოტა. საერთოდ არავინ იყიდონ და დაუკავშირდნენ ჰალანდს. დაკერონ ზამთრამდე, იქნრბა ისე ჩაიჯვას სიტიმ რომ ზამთარშივე წამოვიდეს ერლინგი. თუ არადა ამაში და მიქაუტაძეში 70 გადაყრას ან ალვარრსში 150 ს . ჯობია გაისად 220 გაისროლონ და გარანტირებული 40-50 გოლი მიიღონ სეზონში. წელს კი ხან გორდონი დადგება, ხან ადემეიერი და ხან ჰამზა.
80 აქო გამოსასყიდი..
როდრი გააოფიციალურონ მალე ნერვები დამაწყდა
ფლიკს ალვათ ნამდვილი ლუის სუარესი ეგონა
😂😂😂😂😂 კარგი იუმორი იყო👍️
ამწამს წავიკითხე X-ზე და დასაწერად შემოვდიოდი, რომერომ თქვა ფლიკი თანახმააო ამის მოყვანაზე თუ ალვარესი ვერაო. ცუდი სტატი ნამდვილად არ აქვს, ლიგაზეც გვახსოვს ამის მომენტები, მაგრამ ვინც ცოტა უფრო მეტი იცით დაწერეთ როგორი ფეხბურთელია. პორტუგალიის ლიგა და ესპანეთის განსხვავდება ერთმანეთისაგან, რა თქმა უნდა, ბარემ მართლა ვისაც 1 სეზონი უკვე გატარებული აქვს, მიქაუტაძეზე ვგულისხმობ, ის მოიყვანონ…
დეკუუუუუუუუუ)))))))
ვინებს აღარ მოთხრიან. სატრანსფერი ფანკრის ბოლოს აღარავინ მოგვყიდის თავის ლიდერს იმიტო რო შემცვლელის პოვნის დრო არ ექნებათ. ლაუტაროს დაგვიხატავენ. წელს ჭ კლასის ფორვარდით მოგვიწევს სეზონის გავლა. როდრის და კანსელოს ტრანსფერებიც ვერ მიიყვანეს ბოლომდე. ყველაზე კარგი სატრანსფერო ფანჯარა შეიძლებოდა ყოფილიყო და ყველაზე უარესი გამოდის