workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ოფიციალურად დაინომრა

ბარსელონა ოფიციალურად დაინომრა

სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, შემადგენლობა საბოლოოდ დაკომპლექტდა და ჰანსი ფლიკის გუნდისთვის 2026/27 წლების სეზონის მაისურის ნომრები ოფიციალურად დადასტურდა.

გასულ სეზონთან შედარებით პირველ გუნდში რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი ცვლილებაა:

  • მეკარეები: ჟოან გარსიამ 1-ნომრიანი მაისური ჩაიბარა, ვოიცეხ შჩესნიმ – 13, ხოლო დომინიკ ლივაკოვიჩმა – 25.
  • დაცვა: დაბრუნებული ჟოაუ კანსელუ 2 ნომრით ითამაშებს. პირველ გუნდში დაწინაურებულმა ბრიან ფარინიასმა 4 ნომერი მიიღო, ხოლო ჩავი ესპარტმა – 12. სხვა მცველთა ნომრები უცვლელი დარჩა: ბალდე (3), კუბარსი (5), კრისტენსენი (15), ჟერარ მარტინი (18), კუნდე (23) და ერიკ გარსია (24).
  • ნახევარდაცვა: ფერმინ ლოპესმა 7-ნომრიანი მაისური მოირგო, ახალწვეულმა როდრიმ კი თავისი ტრადიციული 16 ნომერი აირჩია. დანარჩენი ნომრები უცვლელია: გავი (6), პედრი (8), დანი ოლმო (20), ფრენკი დე იონგი (21) და მარკ ბერნალი (22).
  • თავდასხმა: გაბრიელ ჟეზუსმა ნანატრი ცხრიანი (9) ჩაიბარა. კარიმ ადეიემი 14 ნომრით იასპარეზებს, ხოლო ენტონი გორდონი – 17-ით. ლამინ იამალმა (10), რაფინიამ (11) და რუნი ბარდჯიმ (19) თავიანთი ნომრები შეინარჩუნეს.
  • სარეზერვო გუნდის წევრები: პირველ გუნდთან დაახლოებული ახალგაზრდებიდან ჯესი ბისივუ 27 ნომრით ითამაშებს, ხოლო ჰამზა აბდელკარიმი – 29-ით.

“ბარსელონას” სრული შემადგენლობა ნომრების მიხედვით:

  1. ჟოან გარსია
  1. ჟოაუ კანსელუ
  1. ალეხანდრო ბალდე
  1. ბრიან ფარინიასი
  1. პაუ კუბარსი
  1. გავი
  1. ფერმინ ლოპესი
  1. პედრი
  1. გაბრიელ ჟეზუსი
  1. ლამინ იამალი
  1. რაფინია
  1. ჩავი ესპარტი
  1. ვოიცეხ შჩესნი
  1. კარიმ ადეიემი
  1. ანდრეას კრისტენსენი
  1. როდრი ერნანდესი
  1. ენტონი გორდონი
  1. ჟერარ მარტინი
  1. რუნი ბარდჯი
  1. დანი ოლმო
  1. ფრენკი დე იონგი
  1. მარკ ბერნალი
  1. ჟიულ კუნდე
  1. ერიკ გარსია
  1. დომინიკ ლივაკოვიჩი
  1. ჯესი ბისივუ

  1. ჰამზა აბდელკარიმი
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • azulgerana
    azulgerana ლეგენდა
    schedule 04 სექ 2026, 06:52
    #4

    აბა ბალდე წავიდაო??? ესპარტი მგელია კანსელის დაერხა მაგარი კონკურენტი ჰყავს, ბალდე ძაან მევასებოდა დრიბლინგი ჰქონდა სასწაული მაგრამ რათ გინდა შუშა არის დამსხვრეული❤️

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 03 სექ 2026, 22:51
    #2

    და ზამთარში რო ალვარესი მოვიყვანოთ რა იქნება 9 ნომერს აღარ მისცემენ?

    • MESSI 2017
      MESSI 2017 ვეტერანი
      schedule 04 სექ 2026, 01:00
      #3

      თავისუფალი ნომერი სანამ არ გამოჩნდება 21+ ფეხბურთელს ვერ დაარეგისტრირებენ ფუ ვინმე არ გაუშვეს და გაანთავისუფლეს ნომერი ასე რომ ზამთარშიც არავის მომყვანები არ არიან რა საჭირო იყო ესპარტის დარეგისტრირება ვერ ვხდები

  • ankaramessi
    ankaramessi ახალბედა
    schedule 03 სექ 2026, 18:42
    #1

    საჯეეეექს