workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრიშტიანუმ მესის მიუსამძიმრა

კრიშტიანუმ მესის მიუსამძიმრა

კრიშტიანუ რონალდუმ სოციალური ქსელების საშუალებით სამძიმარი გამოუცხადა ლიონელ მესის მამის, ხორხე მესის გარდაცვალების გამო. ხორხე მესი გასულ შაბათს, 68 წლის ასაკში, როსარიოში (არგენტინა) გარდაიცვალა.

კრიშტიანუ რონალდუმ ოთხშაბათს ინსტაგრამზე დაწერა: “გეხვევი შენ და შენიანებს ამ მძიმე წუთებში, ლეო. გამძლეობას გისურვებ”.

პორტუგალიელი ვარსკვლავი ამგვარად უერთდება იმ მრავალრიცხოვან მხარდაჭერას, რომელიც მესიმ მამის გარდაცვალების შემდეგ მიიღო. იმ პიროვნებებს შორის, რომლებმაც მას სამძიმარი გამოუცხადეს, არიან მარიო სუარესი, კარლეს პუიოლი, ტიბო კურტუა, კარლოს ალკარასი, ფერან ტორესი და დანი ოლმო, ასევე “ბარსელონასა” და ლა ლიგის ოფიციალური ანგარიშები.

ხორხე მესი გადამწყვეტი ფიგურა იყო თავისი შვილის, ლიონელის კარიერაში, რომლის წარმომადგენელი და ოჯახის ქონების მმართველიც ის თავად გახლდათ. მესიმ ოთხშაბათს ემოციური შეტყობინება გამოაქვეყნა მამასთან გამოსამშვიდობებლად, ერთად გატარებული წლებისთვის მადლობის გადასახდელად და მისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 13 აგვ 2026, 12:43
    #2

    ქორწილი ქონდა თორემ აუცილებლად ჩააკითხავდა, როგორც ზლატანმა გააკეთა და კაცურადაც მიუსამძიმრა.

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 12 აგვ 2026, 23:28
    #1

    ვაა ხავი ჰოლანდიას გაწვრთნის საღოლ ძლივს ეღირსათ სისტემური კაცი.