workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა გავის შემცვლელს არ გაიფორმებს | Marca

ბარსელონა გავის შემცვლელს არ გაიფორმებს | Marca

“ბარსელონა” ნახევარმცველის შეძენას არ გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ გავიმ უმძიმესი ტრავმა მიიღო და მთელი სეზონის გამოტოვება მოუწევს.

როგორც Marca წერს, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერების აუცილებობა არაა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

პირველ რიგში, ეს გუნდის ეკონომიკურ პრობლემებს ეხება. ლა ლიგის წესების თანახმად, კლუბს შეუძლია გაიფორმოს მოთამაშე, რომელიც გავის ხელფასიდან 80%-ს მიიღებს, რაც ფინანსურ ანგარიშგებას არ მოიცავს. თუმცა, ეს პრობლემებს შეუქმნის სხვა ზონის გაძლიერების საკითხს, რომელიც ახლა კლუბისთვის პრიორიტეტულია. კერძოდ, ეს ეხება ვიტორ როკეს ტრანსფერის დახურვას, ცენტრალური ნახევარმცველის გაფორმებასა და ასევე პორტუგალიელების, ჟოაუ ფელიშისა და ჟოაუ კანსელუს გამოსყიდვას ან იჯარის გახანგრძლივებას.

გარდა ამისა, ახლა “ბარსას” ტრანსფერებისთვის ფული არ ჰყოფნის. ასევე სპორტული ასპექტი თავის როლს თამაშობს. ეს ფერმინ ლოპესის პროგრესს ეხება. სამწვრთნელო შტაბი მიიჩნევს, რომ 20 წლის ნახევარმცველს დიდი მომავალი აქვს, მას ძალიან ენდობიან და მიიჩნევენ, რომ შეუძლია გავის კარგი შემცვლელი გახდეს.

“ლურჯ-ბროწეულისფერები” ასევე მიიჩნევენ, რომ სეზონის დასასრულებლად ხუთი ნახევარმცველი საკმარისია. აქედან სამი ძირითადი – ფრენკი დე იონგი, ილქაი გიუნდოგანი და პედრი, ხოლო ორი შემცვლელი – ორიოლ რომეუ და ფერმინ ლოპესი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 22 ნოე 2023, 15:43
    #5

    ესენი ვერც ნახევარმცველს მოიყვანენ და ვერც თავდამსხმელს დაარეგისტრირებენ. ტებასი ტყუილად ხო არ არსებობს.

  • El pistolero 9
    schedule 22 ნოე 2023, 14:58
    #4

    მაინც ერთს თუ მოიყვანდნენ ვინმეს არ იქნებოდა ცუდი. ბარსა ბ-დან არის ვარიანტები კიდევ და იმედია შანსი ვისაც მიეცემა გაამართლებს.

  • Rick Sanchez
    schedule 22 ნოე 2023, 08:25
    #3

    იმედია გაამართლებს ეგ გეგმა და ხუთივე ნახევარმცველი ჯანმრთელი იქნება მთელი სეზონი.

  • Rolex
    schedule 21 ნოე 2023, 22:46
    #2

    ციტატა: BarcaFan❤💙
    😀😀😀 ნეტა ეს გენიოსები იმას არ ფიქრობენ რომ თუ ვინმე დაიმტვრევა სერიოზულად ენძრევათ?😀


    წერია რატოც ფიქრობენ ასეც რო ოყოს რაც სრულიად ლოგიკურია.ფორვარდი გვჭირდება რომელიც სულ პრესინგზე იქნება ორიენტირებული ლევანა ბებერია ვერ ქაჩავს.ფრენკი გუნდო ფერმინი პედრი რომეუ ეს უკანასკნელი ფრენკის გვერდით ნორმალურია სუსტ გუნდებთან გაქაჩავს დანარჩენს ფრენკი პედრი გუნდო მიხედავს ფერმინთან ერთად.ამ ეტაპზე ჯობია როკე დაარეგისტრირონ ამ გენიოსებმა ასე ჯობია🙃

  • BarcaFan❤💙
    schedule 21 ნოე 2023, 20:11
    #1

    😀😀😀 ნეტა ეს გენიოსები იმას არ ფიქრობენ რომ თუ ვინმე დაიმტვრევა სერიოზულად ენძრევათ?😀