workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ელჩე

ელჩე ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 14'sports_soccer ადეიემი 45+3'sports_soccer რაფინია 67'sports_soccer ფერმინი 71'sports_soccer ფერმინი 79'sports_soccer
განსაკუთრებული პატივისცემა ელჩესა და ბარსელონას მატჩის წინ

განსაკუთრებული პატივისცემა ელჩესა და ბარსელონას მატჩის წინ

bolt მოკლედ
ელჩესა და ბარსელონას მატჩის დაწყებამდე განსაკუთრებული ღონისძიებები გაიმართა. ლეგენდარულ მარსიალ პინას 80 წლის იუბილე მიულოცეს, ხოლო ესპანეთის ნაკრებთან ერთად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მომგებ ბლაუგრანას 7 ფეხბურთელს პატივი მიაგეს.

“ელჩესა” და “ბარსელონას” მატჩის წინ ტრიბუნებიდან აპლოდისმენტები. სანამ ჰანსი ფლიკის გუნდი ლა ლიგაში ჩაერთვებოდა, ყველას ყურადღება მარსიალ პინასა და ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მომგები ბლაუგრანას ფეხბურთელებისკენ იყო მიმართული.

“ბარსელონასა” და “ელჩეს” ყოფილმა ფეხბურთელმა, მარსიალ პინამ 80 წლის იუბილეზე ემოციური პატივისცემა დაიმსახურა. ღონისძიება “მარტინეს ვალეროს” მოედანზე მას შემდეგ გაიმართა, რაც ორივე გუნდმა მოთელვა დაასრულა. კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ მას 10-ნომრიანი მაისური გადასცა, რომელზეც ზურგზე MARCIAL ეწერა. ეს იყო განსაკუთრებული მომენტი, რომელიც მან თავის ხუთ შვილიშვილთან ერთად გაიზიარა.

მარსიალი – გამორჩეული მოთამაშე განსაკუთრებულ ჯგუფში

მარსიალ პინა “ბარსელონაში” 1969-დან 1977 წლამდე თამაშობდა. ასტურიელი, რომელიც Ros d’Or-ის სახელითაა ცნობილი, ნახევარდაცვასა და თავდასხმაში თამაშობდა და კრუიფთან, სოტილთან, რეშაკსა და ასენსისთან ერთად ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ხაზის ნაწილი იყო. ის ცნობილი იყო თავისი ტექნიკური შესაძლებლობებითა და ჭკვიანური თამაშით. ნამდვილად მაღალი კლასის ფეხბურთელი, რომლითაც ყველა აღფრთოვანებული იყო და რომელმაც ფეხბურთი მარტივ თამაშად აქცია.

მას “ელჩეშიც” აქვს ნათამაშები, რამაც დღევანდელი მატჩი მისთვის კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა.

აპლოდისმენტები მსოფლიო ჩემპიონებს

მარსიალ პინასადმი მიძღვნილი ღონისძიება მატჩის წინ ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო, თუმცა თამაშის დაწყებამდე კიდევ ერთი რამ მოხდა – “ელჩემ” “მარტინეს ვალეროზე” 7 მსოფლიო ჩემპიონს პატივი მიაგო. ჟოან გარსიამ, ლამინ იამალმა, გავიმ, პედრიმ, ერიკ გარსიამ, ოლმომ და კუბარსიმ მასპინძლებისგან სამახსოვრო დაფები მიიღეს. ეს იყო ნამდვილი სპორტული ჟესტი, რომელსაც “ელჩეს” ფეხბურთელები და სტადიონზე მყოფი გულშემატკივრები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი